Green Day-ს კონცერტზე Good Riddance-ის შესასრულებლად სცენაზე ასულმა ფანმა მოულოდნელად „ოაზისის” ჰიტი დაუკრა

„კარგი მცდელობა იყო,” – თქვა ბილი ჯო არმსტრონგმა.
Green Day-ს ბილი ჯო არმსტრონგი 2025 წლის კოაჩელას ფესტივალზე
Christopher Polk

ბილი ჯო არმსტრონგი ნამდვილად არ ელოდა მოვლენების ამგვარ განვითარებას, როცა კონცერტის მსვლელობისას სცენაზე ერთ-ერთი ფანი მიიწვია.

Green Day-ს კონცერტების ტრადიციისამებრ, არმსტროგნმა თავისი აკუსტიკური გიტარა დარბაზში მყოფ ერთ-ერთ მაყურებელს გადასცა და შანსი მისცა, ბენდთან ერთად შეესრულებინა მათი სიმღერა Good Riddance. თუმცა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ სცენაზე ასული ფანი არასწორ აკორდს იღებს, არმსტრონგი კი დაბნეული ჩანს. 

„შენ მითხარი, რომ მისი დაკვრა შეგეძლო!” – ეუბნება მუსიკოსი და ცდილობს, სწორი ნოტის აღებაში დაეხმაროს. მოულოდნელად კი ფანი „ოაზისის” ყველაზე დიდი ჰიტის, Wonderwall-ის დაკვრას იწყებს. ამის გააზრებისას, არმსტრონგმა მას სწრაფად გამოართვა გიტარა და ახალგაზრდა მამაკაცი სცენიდან გაიყვანეს. 

„ჯანდაბა,” – ამბობს არმსტრონგი. „კარგი მცდელობა იყო.”

კონცერტი Green Day-ს The Saviors Tour-ის ფარგლებში გაიმართა, რომელიც 2024 წლის მაისში დაიწყო. ამავე ტურნეში მოხდა კიდევ ერთი ცნობილი ინციდენტი, როცა კონცერტის მსვლელობისას არმსტრონგმა მიკროფონი და გიტარა ძირს დადო და თითის გაშვერით უსაყვედურა კონკრეტულ ფანს, რომელმაც, როგორც ჩანს, მუსიკოსი წყლის თოფით გაწუწა. 

2025 წელს ბენდი რამდენიმე ფესტივალზეც წარდგა, მათ შორის იყო Coachella, BottleRock და Download Festival. ამ უკანასკნელის დროს არმსტრონგმა სცენიდან აშშ-ის მთავრობა გააკრიტიკა. „დონალდ ტრამპი და მისი ადმინისტრაცია ფაშისტი მთავრობაა. ახლა კი ჩვენზეა დამოკიდებული მათთან საპასუხო ბრძოლა.”

მაისში არმსტრონგსა და მისი ბენდის წევრებს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

A$AP Rocky-მ, შესაძლოა, შემთხვევით მესამე შვილის სქესი გაამხილა

შემდეგი სტატია

შავი ზღვის ჯაზფესტივალი იწყება

შეიძლება დაგაინტერესოთ

STRAUSWERK-ის დებიუტი ბერლინში: ქართული დამოუკიდებელი კულტურა ერთ სივრცეში

7 ნოემბერს Haus der Visionäre-ში, Straus Entertainment-ის ორგანიზებით, ქართული კულტურის წარმომადგენლები STRAUSWERK ფესტივალზე გაერთიანდებიან.
მეტი

Tashyo და Sabana – ქართული ჰიპ-ჰოპ სცენის გამორჩეული შემოქმედებითი დუეტი Tbilisi Hip-Hop Festival-ზე

მსმენელი მათ უკვე იცნობს როგორც არტისტების დუეტს, რომელიც ავთენტური ჟღერადობით ისეთ კოლაბორაციებს ქმნის, რომლებიც მალევე ჰიტებად იქცევა.
მეტი
Zuk n' Sos - ყაყაჩო (feat. Ketato Nergadze)

Zuk n’ Sos-ის ახალი ქავერი „ყაყაჩო“ – ცნობილი სიმღერის თანამედროვე ინტერპრეტაცია

თბილისურმა მუსიკალურმა დუეტმა, ქეთათო ნერგაძესთან ერთად, ცნობილი კომპოზიციის, „ყაყაჩოს“ ქავერ ვერსია გამოუშვა.
მეტი

ბრიტნი სპირსმა აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა გააზიარა, რომლის თანაავტორიც მისი იმდროინდელი შეყვარებული ჯასტინ ტიმბერლეიკია

სიმღერა სპირსის ალბომის, Britney-ს 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სპეციალურ გამოშვებაში შევა, რომელიც 6 ნოემბერს გამოვა.
მეტი

ოლივია როდრიგო პოტენციურ კოლაბორაციას აანონსებს

პოპვარსკვლავმა ინსტაგრამზე ჩაწერის სესიიდან მცირე ფრაგმენტი გამოაქვეყნა, რამაც ფანებში ახალგაზრდა მუსიკოსთან მისი შესაძლო თანამშრომლობის ვარაუდები გააჩინა.
მეტი