IBIZA: შავი ზღვის სესიები Iveria Beach-ზე

ელექტრონული მუსიკის სესიები შავი ზღვის ჯაზფესტივალის მიმდინარეობისას გაიმართება.
IBIZA: The Black Sea Sidewind Sessions.

შავი ზღვის ჯაზფესტივალის მიმდინარეობისას ბათუმი, ტრადიციულად, იქცევა მუსიკალურ სივრცედ, რომელიც მსოფლიო დონის არტისტებს მასპინძლობს. სწორედ ამ დღეებში, ფესტივალის პარალელურად, Iveria Beach-ზე ფესტივალის სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ, დაესწრონ  მუსიკალური საღამოების სერიას – IBIZA: The Black Sea Sidewind Sessions.

პროექტი სამდღიანი მუსიკალური ექსპერიმენტია, რომლის ფარგლებშიც ელექტრონული მუსიკის მექად ქცეული კუნძულის, იბიცას გამორჩეული არტისტები ბათუმში ჩამოვლენ. IBIZA: The Black Sea Sidewind Sessions ეხმიანება ჯაზ ფესტივალს, ავსებს მის ატმოსფეროს და კიდევ უფრო მრავალფეროვანს ხდის მსმენელის მუსიკალურ გამოცდილებას.  

პროექტში მონაწილეობენ იბიცას სცენის გამორჩეული არტისტები:

პიტერ შუმანი (Peter Schumann) მსოფლიოს გარშემო მოგზაური მუსიკოსია, რომლის პერფორმანსები  ბერლინის, სან-პაოლოს, თბილისისა და სხვა უამრავი ქალაქის საცეკვაო სივრცეს მოიცავს. 

ხაიმე ფიორიტო (Jaime Fiorito)  DJ Alfredo-ს ვაჟი და მემკვიდრეა. მისი სეტები აერთიანებს ბალეარიკულ ჟღერადობას, დისკოს, აფრო მუსიკასა და ტექნოს ელემენტებს. 

კრისტიან ლენი (Christian Len)  იბიცაზე დაფუძნებული ელექტრონული მუსიკის ღონისძიებების სერიის, Homies-ის თანადამფუძნებელი და რამდენიმე ლეიბლის კურატორია. არტისტი ცნობილია  მუსიკალური სივრცეებისა და კომუნების შექმნით, სადაც ადამიანებს საერთო ინტერესები აკავშირებთ. 

კამილო მირანდა (Camilo Miranda) იბიცაზე მდებარე ლეგენდარული ბუტიკური სასტუმროს, Pikes-ის რეზიდენტი და იბიცას ალტერნატიული სცენის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სახეა. არტისტის სეტები ექსპერიმენტულ ჟღერადობებს  აერთიანებს. აღსანიშნავია, რომ Pikes ცნობილია ღამის წვეულებებითა და თავისი მუსიკალური ისტორიით. სივრცე 1980-იან წლებში გახდა ცნობილი, როგორც როკ და პოპვარსკვლავების თავშეყრის ადგილი – აქ ხშირად ჩერდებოდნენ ისეთი არტისტები, როგორიც, მაგალითად, ფრედი მერკური და გრეის ჯონსი არიან. 

ლუკა ავერნა (Luca Averna) არის ელექტრონული მუსიკის არტისტი და DJ, რომელსაც ათიათასობით ვინილი აქვს და სეტებით ქმნის ატმოსფეროს, სადაც ყველა ტრეკს თავისი ისტორია აქვს. 

IBIZA: The Black Sea Sidewind Sessions-ის დამსწრეებს შესაძლებლობა ექნებათ, არა მხოლოდ მოუსმინონ, არამედ სრულად ჩაერთონ მუსიკალურ დიალოგში, რომელსაც მასში მონაწილე არტისტები ქმნიან.

არტისტებზე დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე. 

ბილეთების შესაძენად ეწვიეთ Biletebi.ge-ს. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

4 ივლისს გიორგი მიქაძე მეგობრებთან ერთად კონცერტს გამართავს

შემდეგი სტატია

A$AP Rocky-მ, შესაძლოა, შემთხვევით მესამე შვილის სქესი გაამხილა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი

ტექნოს პიონერი და ჯგუფ Cybotron-ის თანადამფუძნებელი ხუან ატკინსი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა

Cybotron-ის, Model 500-ისა და Belleville Three-ს მეშვეობით მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტექნო მუსიკის მსოფლიო აუდიტორიამდე მიტანაში.
მეტი