4 ივლისს გიორგი მიქაძე მეგობრებთან ერთად კონცერტს გამართავს

კონცერტში მონაწილეობენ სტეფანე და თამადა.

ბერკლის მუსიკის კოლეჯის პროფესორი და Yamaha-ს ჯაზარტისტი გიორგი მიქაძე 4 ივლისს ARTERIA-ში კონცერტს გამართავს. საღამოში, სახელწოდებით Giorgi Mikadze & Friends, ასევე მონაწილეობას მიიღებენ სტეფანე და თამადა. 

პროგრამა მოიცავს თანამედროვე საავტორო კომპოზიციებს – ექსპერიმენტულ ჟღერადობას ჯაზის, ფანკის, პოპისა და ელექტროაკუსტიკური ელემენტებით, რომლებიც ქართულ ფოლკლორულ მოტივებთანაა შერწყმული. მუსიკოსის თქმით, საღამო გამორჩეული იქნება ჟანრობრივი მრავალფეროვნებით. სოლისტებთან ერთად სცენაზე იდგება ბენდიც: ლევან დეისაძე (ბასი), გიგი ცინცაძე (ელექტრო გიტარა), ზაზა ცერცვაძე (დასარტყამი საკრავები) და კახა ჯაგაშვილი (საქსოფონი).

კონცერტი წინ უსწრებს გიორგი მიქაძის საერთაშორისო ტურნეს, რომელსაც ქართველი მუსიკოსი გრემის მფლობელ და 19-ჯერ ნომინირებულ ლეგენდარულ გიტარისტ ლი რიტენურთან ერთად გამართავს. ტურნეს ფარგლებში მუსიკოსები ისეთ სცენებზე დაუკრავენ, როგორებიცაა North Sea Jazz Festival (ნიდერლანდები), Umbria Jazz (იტალია), Copenhagen Jazz Festival (დანია) ლონდონის ისტორიული ჯაზ-კლუბი Ronnie Scott’s, მანჩესტერის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მუსიკალური სცენა Band on the Wall და სხვა. 

ბილეთები შეიძინეთ ბმულზე. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

მაილი საირუსი ფოტო: გლენ ლოუჩფორდი

მაილი საირუსმა ნაომი კემპბელთან კოლაბორაციული ნამუშევრის, Every Girl You’ve Ever Loved-ის თიზერი წარადგინა

შემდეგი სტატია

IBIZA: შავი ზღვის სესიები Iveria Beach-ზე

შეიძლება დაგაინტერესოთ

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი