შავი ზღვის ჯაზფესტივალი იწყება

ფესტივალი 11-13 ივლისს ბათუმის კორტებზე გაიმართება.

11,12 და 13 ივლისს ბათუმი ტრადიციულ ჯაზფესტივალს უმასპინძლებს. შავი ზღვის რიგით მეთვრამეტე ჯაზფესტივალი კვლავ ბათუმის კორტებზე გაიმართება. წლევანდელი პროგრამა სამ ერთმანეთისგან განსხვავებულ მუსიკალურ დღეს გააერთიანებს, რომლის ფარგლებშიც ბათუმს ოთხი შემსრულებელი ეწვევა. 

კახა კანდელაკი – „ისტერნ პრომოუშენის” დამფუძნებელი:

„შავი ზღვის ჯაზფესტივალი, თამამად შეიძლება ითქვას, რომ შავი ზღვის აკვატორიაში ყველაზე პრესტიჟული მუსიკალური ფესტივალია, რომლის სცენაზეც სხვადასხვა დროს გამოსულან ისეთი ლეგენდარული არტისტები, როგორებიც არიან Prodigy, ქუინსი ჯონსი, რობერტ პლანტი და სხვები. წელსაც განვაგრძობთ ტრადიციას და მსმენელის წინაშე უმაღლესი დონის მუსიკოსები ჩამოგვყავს.”

11 ივლისი – ლედისი

11 ივლისს ფესტივალს R&B-სა და სოულის ამერიკელი ავტორ-შემსრულებელი ლედისი გახსნის. ნინა სიმონეს მიერ შთაგონებული მუსიკოსი ცნობილია იმით, რომ მას სიმღერა ოთხ ოქტავაში შეუძლია, რის გამოც The New York Times მას „სუნთქვისშემკვრელი დიაპაზონის” მქონე მომღერალს უწოდებს. ლედისი თოთხმეტჯერაა წარდგენილი გრემიზე. 2021 წელს კი ის გრემის მფლობელი გახდა სიმღერისთვის Anything for You – ნომინაციაში საუკეთესო ტრადიციული R&B შესრულება. 

2024 წელს ლედისიმ შეასრულა შავკანიანთა ჰიმნად წოდებული Lift Every Voice and Sing ყველასთვის ცნობილ 59-ე Super Bowl-ზე, რომლის halftime show-ზეც კენდრიკ ლამარი წარდგა. მუსიკის პარალელურად ლედისის სამსახიობო კარიერაც აქვს, რომელიც არაერთ ფილმს მოიცავს. ამჟამად არტისტი მსოფლიო ტურნეში იმყოფება, რომლის ფარგლებშიც 11 ივლისს ბათუმს ეწვევა. 

„აღსანიშნავია, რომ R&B-სა და სოულის ასეთი ვარსკვლავი საქართველოში არ გვყოლია. ერთადერთი R&B შოუ ჩვენთან ელ ჯერომ 2000 წელს გამართა. მერე იყო ერიკა ბადუ, რომელიც ჰიპ-ჰოპისა და ნეო სოულის წარმომადგენელია, ასევე ნატალი კოული, რომელიც უფრო ჯაზის შემსრულებელია. ხოლო რასაც ჰქვია სუფთა R&B და სოული, ამ მხრივ ლედისი პირველი იქნება საქართველოში.” 

12 ივლისი – ვინსენ გარსია და The Next Movement

12 ივლისის საფესტივალო დღე ორ შემსრულებელს დაეთმობა. თავდაპირველად სცენას შვეიცარიული ფანკ სოულ ბენდი The Next Movement დაიკავებს. შემდეგ კი მსმენელის წინაშე ესპანელი ბასისტი ვინსენ გარსია წარდგება. დღესდღეობით გარსია თანამედროვე ჯაზისა და ფანკის სცენის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ბასისტადაა აღიარებული. სტრიმინგის კუთხით კი ის გლობალურად ერთ-ერთი ყველაზე ხშირად მოსმენადი ბასისტია. 

„პრესამ და კრიტიკოსებმა ვინსენ გარსიას უკვე შეარქვეს New Bass Icon. მსგავსი ტექნიკა დღესდღეობით ალბათ არავის აქვს. მარკუს მილერი უკვე ვეტერანებში გადადის და, აი, ახალ თაობაში ერთ-ერთი მთავარი წარმომადგენელი სწორედ გარსიაა. მისი და The Next Movement-ის კონცერტებით ფესტივალის მეორე დღე ფანკის დღე იქნება. მესამე დღე კი უკვე დისკოს დაეთმობა.”

13 ივლისი – Sister Sledge

13 ივლისს შავი ზღვის ჯაზფესტივალს ყველასთვის ცნობილი ლეგენდარული ჯგუფი Sister Sledge დახურავს. ოთხი დის მიერ შექმნილმა კვარტეტმა საერთაშორისო წარმატებას დისკოს ეპოქის ზენიტში მიაღწია. 1979 წელს მათ გამოსცეს ალბომი We Are Family, რომელიც Billboard 200-ის მესამე ადგილზე გავიდა. მასში შედის სინგლები He’s the Greatest Dancer და We Are Family, რომელიც დღემდე რჩება Sister Sledge-ის სავიზიტო და ყველაზე დიდ ჰიტად. სიმღერამ ჯგუფს დუეტის ან ჯგუფის მიერ საუკეთესო R&B შესრულების ნომინაციაში გრემი მოუტანა. ჯგუფი ბათუმს პროექტ Sledgendary-ს ფარგლებში ეწვევა, რომელშიც ოჯახის სხვა წევრებიც მონაწილეობენ. 

„წელს გვაქვს სიახლეც: სამი დღით, 11,12 და 13 ივლისს, ბათუმში ბრუნდება ყველასთვის ცნობილი და საყვარელი კლუბი Take 5, სადაც ყოველ ღამე, კონცერტების შემდეგ, წარდგება The Next Movement და ჯემ სეშენებს გამართავს. და კიდევ, ტრადიციულად, 11 ივლისს 10:50 საათზე თბილისიდან ბათუმის მიმართულებით დაიძვრება ჯაზმატარებელი, რომლის მგზავრების მუსიკალურ განწყობაზე იზრუნებენ კატო კვარაცხელია, ლუკა თოფურია და ნიკალა ზუბიაშვილი.”

შავი ზღვის ჯაზფესტივალის ბილეთები და აბონიმენტები შეგიძლიათ შეიძინოთ ბმულზე.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Green Day-ს კონცერტზე Good Riddance-ის შესასრულებლად სცენაზე ასულმა ფანმა მოულოდნელად „ოაზისის” ჰიტი დაუკრა

შემდეგი სტატია

ბარბრა სტრეიზანდი - 2018 წლის 10 ივნისი რალეის სტუდია, ლოს ანჯელესი ფოტო: ჯეისონ მერიტი/GI for Netflix

ბარბრა სტრეიზანდის სიმღერა One Heart, One Voice მერაია ქერისა და არიანა გრანდეს მონაწილეობით

შეიძლება დაგაინტერესოთ

CHARLI XCX YOUTUBE

ნახეთ Charli XCX-ის სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, რომელიც მის ახალ ალბომ –  Music, Fashion, Film-ს ახლავს

პოპვარსკვლავი გულშემატკივრებს საკუთარ შემოქმედებით პროცესსა და შთაგონების წყაროებს უფრო სიღრმისეულად აცნობს.
მეტი

„Unburned Live არასდროს ყოფილა მხოლოდ კონცერტი” – Quemmekh დაანონსებული პერფორმანსის შესახებ

Unburned არის Quemmekh-ის და გურამ მაცხონაშვილის ერთობლივი პროექტი, რომელიც, მუსიკასთან ერთად, ხელოვნებისა და აუდიტორიასთან ინტერაქციის სხვადასხვა ფორმას აერთიანებს.
მეტი

50 Cent ემინემთან  და 2Pac-თან ერთობლივ ტრეკს აანონსებს

50 Cent-მა განმარტა, რომ თანხმობა 2Pac-ის მემკვიდრეობის მმართველებისგან მიიღო და რომ გარდაცვლილი რეპერის პარტია ტრეკში ხელოვნური ინტელექტით არ არის შექმნილი.
მეტი

BTS-ის წევრები ჯარში ყოფნის პერიოდზე: „არავინ გვყავდა, ვისაც დაველაპარაკებოდით“

K-pop-ის სუპერვარსკვლავებმა თავიანთი საქმიანობა 2022 წლის ბოლოს შეაჩერეს, როდესაც ჯარში პირველი ჯინი გაიწვიეს.
მეტი

გინესის ისტორიული რეკორდისა და სრულად გაყიდული ტურნეს შემდეგ, Pitbull ამჯერად Billboard Latin Music Week 2026-ის მონაწილე იქნება

მაიამი ბიჩი, ფლორიდა (22 ივლისი, 2026) – ისტორიული წარმარმატების სერიის შემდეგ – რომლის ფარგლებშიც გინესის რეკორდი დაამყარა ერთ…
მეტი
ტრევის სკოტი ფილმ The Odyssey-ს პრემიერაზე ნიუ იორკში, 14 ივლისი, 2026 წელი Jamie McCarthy/Getty Images

ტრევის სკოტი ახალ ალბომს აანონსებს: „საკუთარ თავს ვცდი… რათა შევქმნა ისეთი რამ, რაც აქამდე არასდროს გამიკეთებია“

ახალ ინტერვიუში არტისტმა ასევე საკუთარი კომპანიის - Cactus Jack-ის მიერ კინოსტუდიასთან გაფორმებულ კონტრაქტზეც ისაუბრა.
მეტი