Doja Cat-ის თქმით, ახალი ალბომი – Vie პოპზე ორიენტირებული პროექტია

„ვიცი, რომ შემიძლია პოპის კეთება და პოპი ნიშნავს იმას, რაც პოპულარულია,” – ამბობს Doja Cat.
Doja Cat
Stephanie Augello

Doja Cat ბრუნდება. გრემის მფლობელი არტისტი V Magazine-ის ივლისის ნომრის გარეკანზე გამოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ 2023 წელს იმავე გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკრიტიკა გაყიდვადი, კომერციული მუსიკა, ის აღნიშნავს, რომ ახალი ალბომი პოპზე ორიენტირებული პროექტია.

„მინდა საკმარისად მქონდეს გააზრებული და ვაღიარო, რომ ეს პოპზე ორიენტირებული პროექტია. ვიცი, რომ შემიძლია პოპის კეთება და პოპი ნიშნავს იმას, რაც პოპულარულია. ბევრისთვის ეს ერთგვარ სპორტად იქცა – მათთვის, ვინც უბრალოდ მაყურებელია. მათ სიამოვნებთ [პოპი], მაგრამ შესაძლოა, არც კი სცემენ პატივს იმას, რაც ის სინამდვილეშია,“ – ამბობს Doja Cat.

მიუხედავად პოპმიმართულებისა, გამოცემა აღნიშნავს, რომ ალბომში Doja Cat-ისგან ბევრ რეპსაც უნდა ველოდოთ. 29 წლის არტისტი ალბომში სიყვარულზე, რომანტიკასა და ურთიერთობებზე საუბრობს – მათ შორის იმაზეც, თუ როგორ წარმოუდგენია საკუთარი ურთიერთობები მომავალში.

„კონცეფცია მიმართულია სიყვარულისკენ, სექსისა და ურთიერთობებისკენ. ზოგადად ურთიერთობებს ეხება – მათ შორის საკუთარ თავთანაც. დღეს მუსიკაში ბევრი მღერის განშორებაზე და იმაზე, თუ როგორ დავიღალეთ კაცებით. მეც მაქვს ასეთი სიმღერა ალბომში. მაგრამ საქმე ისაა, რომ ამის გადმოსაცემად უამრავი გზა არსებობს.“

ალბომში გამოხატულ სიყვარულის კონცეფციაზე საუბრისას Doja Cat ამბობს: „ადრე ადამიანებს ერთმანეთთან ყოფნა უნდოდათ და ახლა თითქოს ეს ყველაფერი ზედაპირული გახდა. თითქოს ყალბია, სიყვარულისგან და რომანტიკისგან დაცლილია.”

თუნდაც მისი ახალი ალბომის პირველი კვირის გაყიდვები შედარებით დაბალი აღმოჩნდეს, Doja Cat ამბობს, რომ სურს, ისიამოვნოს იმით, რასაც ქმნის. „რაც არ მინდა, არის ის პატარა ურჩხული ჩემში, რომელიც მხოლოდ წარმატებაზე ფიქრობს. მინდა, უფრო იმაზე ვიფიქრო: როგორი ჟღერადობა აქვს მიქსს? მართლა მჭირდება ეს ინსტრუმენტი აქ? უნდა ჩავწერო ხელახლა ეს ფრაზა? მუსიკას ღირებულს ჟღერადობა ხდის. არტისტი ვერ ვიქნებოდი, ამას რომ არ ვაფასებდე, ხომ ასეა? თუ ოდესმე ჩემი პროექტი წინაზე ნაკლებ წარმატებული იქნება, არ მინდა, პანიკაში ჩავვარდე. მინდა, ეს ფაქტი მივიღო.”

მიუხედავად იმისა, რომ ფანებს დაანონსებული ალბომიდან – Vie ჯერ არცერთი კომპოზიცია არ მოუსმენიათ, Doja Cat ბოლო თვეებში აქტიური იყო: მან მონაწილეობა მიიღო ფილმ F1-ის საუნდტრეკში დონ ტოლივერთან ერთად სიმღერით Lose My Mind, ასევე ითანამშრომლა Lizzo-სთან ტრეკში Still Can’t Fuh.

Doja Cat-ის ბოლო ალბომი Scarlet 2023 წელს გამოვიდა და Billboard 200-ის ჩარტში მე-4 ადგილი დაიკავა. Vie კი, სავარაუდოდ, 2025 წლის შემოდგომაზე გამოვა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Khondzi&Papuna by Dimitri Mais

ხონძის და პაპუნა შარიქაძის დუეტის სადებიუტო ალბომი First of Many 9 ივლისს გამოვა

შემდეგი სტატია

რობერტ პლანტი 2019 წლის 15 ივნისი, ბერგენი, ნორვეგია. ფოტო: Per Ole Hagen/Redferns

რობერტ პლანტმა ლივერპულის ფეხბურთელ დიოგო ჟოტას ხსოვნას პატივი მიაგო

შეიძლება დაგაინტერესოთ

CHARLI XCX YOUTUBE

ნახეთ Charli XCX-ის სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, რომელიც მის ახალ ალბომ –  Music, Fashion, Film-ს ახლავს

პოპვარსკვლავი გულშემატკივრებს საკუთარ შემოქმედებით პროცესსა და შთაგონების წყაროებს უფრო სიღრმისეულად აცნობს.
მეტი

„Unburned Live არასდროს ყოფილა მხოლოდ კონცერტი” – Quemmekh დაანონსებული პერფორმანსის შესახებ

Unburned არის Quemmekh-ის და გურამ მაცხონაშვილის ერთობლივი პროექტი, რომელიც, მუსიკასთან ერთად, ხელოვნებისა და აუდიტორიასთან ინტერაქციის სხვადასხვა ფორმას აერთიანებს.
მეტი

50 Cent ემინემთან  და 2Pac-თან ერთობლივ ტრეკს აანონსებს

50 Cent-მა განმარტა, რომ თანხმობა 2Pac-ის მემკვიდრეობის მმართველებისგან მიიღო და რომ გარდაცვლილი რეპერის პარტია ტრეკში ხელოვნური ინტელექტით არ არის შექმნილი.
მეტი

BTS-ის წევრები ჯარში ყოფნის პერიოდზე: „არავინ გვყავდა, ვისაც დაველაპარაკებოდით“

K-pop-ის სუპერვარსკვლავებმა თავიანთი საქმიანობა 2022 წლის ბოლოს შეაჩერეს, როდესაც ჯარში პირველი ჯინი გაიწვიეს.
მეტი

გინესის ისტორიული რეკორდისა და სრულად გაყიდული ტურნეს შემდეგ, Pitbull ამჯერად Billboard Latin Music Week 2026-ის მონაწილე იქნება

მაიამი ბიჩი, ფლორიდა (22 ივლისი, 2026) – ისტორიული წარმარმატების სერიის შემდეგ – რომლის ფარგლებშიც გინესის რეკორდი დაამყარა ერთ…
მეტი
ტრევის სკოტი ფილმ The Odyssey-ს პრემიერაზე ნიუ იორკში, 14 ივლისი, 2026 წელი Jamie McCarthy/Getty Images

ტრევის სკოტი ახალ ალბომს აანონსებს: „საკუთარ თავს ვცდი… რათა შევქმნა ისეთი რამ, რაც აქამდე არასდროს გამიკეთებია“

ახალ ინტერვიუში არტისტმა ასევე საკუთარი კომპანიის - Cactus Jack-ის მიერ კინოსტუდიასთან გაფორმებულ კონტრაქტზეც ისაუბრა.
მეტი