რობერტ პლანტმა ლივერპულის ფეხბურთელ დიოგო ჟოტას ხსოვნას პატივი მიაგო

„რა ტრაგიკული დანაკარგია. კაშკაშა სინათლის ჩაქრობა… მადლობა ჯადოსნურობისთვის, დიოგო.“ – დაწერა პლანტმა ფეხბურთელზე, რომელიც ავტოავარიის შედეგად 28 წლის ასაკში გარდაიცვალა.
რობერტ პლანტი 2019 წლის 15 ივნისი, ბერგენი, ნორვეგია. ფოტო: Per Ole Hagen/Redferns
რობერტ პლანტი 2019 წლის 15 ივნისი, ბერგენი, ნორვეგია. ფოტო: Per Ole Hagen/Redferns

ლეგენდარული ბენდის, Led Zeppelin-ის ფრონტმენმა რობერტ პლანტმა ლივერპულის ფეხბურთელის, დიოგო ჟოტას ხსოვნას პატივი მიაგო.  პორტუგალიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი  2 ივლისს ესპანეთში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 28 წლის ასაკში ტრაგიკულად დაიღუპა. 

რობერტ პლანტმა, რომელიც მთელი ცხოვრება Wolverhampton Wanderers-ის გულშემატკივარი და ამავე კლუბის ვიცე-პრეზიდენტია, სოციალურ ქსელ X-ზე დიოგო ჟოტას ხსოვნისადმი მიძღვნილი პოსტი გამოაქვეყნა: „რა ტრაგიკული დანაკარგია. კაშკაშა სინათლის ჩაქრობა… მადლობა ჯადოსნურობისთვის, დიოგო.“

გავრცელებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევა 3 ივლისს, დილით მოხდა, როდესაც დიოგო ჟოტა პორტუგალიიდან ესპანეთის ქალაქ სანტანდერისკენ მიემგზავრებოდა, საიდანაც  წინასასეზონო შეკრებისთვის ინგლისში ბორანით დაბრუნებას გეგმავდა. ცნობილია, რომ მას მცირე ქირურგიული ჩარევის შემდეგ ფრენა არ ურჩიეს, რის გამოც ხმელეთით მგზავრობა გადაწყვიტა.

ავტოავარიის შედეგად ასევე დაიღუპა დიეგოს უმცროსი ძმა, 25 წლის ანდრე სილვა, რომელიც ასევე ფეხბურთელი იყო.

CNN-ის ცნობით, ესპანეთის სამოქალაქო გვარდიამ განაცხადა, რომ ავტოავარიის სავარაუდო მიზეზი გადასწრებისას მომხდარი ინციდენტი იყო.

აღსანიშნავია, რომ რობერტ პლანტის კავშირი დიოგო ჟოტასთან მხოლოდ მუსიკით არ შემოიფარგლებაოდა. როკის ლეგენდა 2009 წლიდან საფეხბურთო კლუბ Wolves-ის  ვიცე-პრეზიდენტია და ამ წლების განმავლობაში Molineux-ის სტადიონზე უამრავ მატჩს დაესწრო. დიოგო  ჟოტას კარიერაში გარდამტეხ მომენტად სწორედ Wolves-ში ყოფნის პერიოდი სახელდება. 2017 წელს იგი გუნდს შეუერთდა და მნიშვნელოვანი როლი შეასრულა კლუბის პრემიერლიგის წარმატებაში. შემდეგ კი კლუბის ძირითად შემადგენლობათა რიგებში, როგორც გამორჩეული ფორვარდი, ისე ჩაეწერა. 

დიეგო ჟოტას  გარდაცვალებას უამრავი ცნობილი ადამიანი გამოეხმაურა. კრიშტიანო რონალდომ ემოციური პოსტი გამოაქვეყნა: „წარმოუდგენელია. სულ ახლახანს ერთად ვიყავით ნაკრებში, ახლახან იქორწინე… განისვენეთ მშვიდად, დიოგო და ანდრე. ძალიან დაგვაკლდებით.“

ფეხბურთელის გარდაცვალებას ლივერპულის ყოფილი მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპიც გამოეხმაურა: „ის არამარტო არაჩვეულებრივი ფეხბურთელი, არამედ შესანიშნავი მეგობარი, მოსიყვარულე და მზრუნველი მეუღლე და მამა იყო.“

დიოგო ჟოტა რუტე კარდოზოსთან ქორწინებიდან მეთერთმეტე დღეს ტრაგიკულად დაიღუპა, მას სამი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Doja Cat-ის თქმით, ახალი ალბომი – Vie პოპზე ორიენტირებული პროექტია

შემდეგი სტატია

Diddy-ს პროცესის ნაფიცი მსაჯული უარყოფს, რომ გადაწყვეტილებაზე კომბსის ვარსკვლავურმა სტატუსმა იმოქმედა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ტეილორ სვიფტი და ტრევის კელსი 2026 წლის iHeartRadio-ს მუსიკალურ დაჯილდოებაზე. 2026 წლის 26 მარტი, ლოს-ანჯელესი. Christopher Polk/Billboard

„ახლა დაქორწინებული კაცი ვარ” – ტრევის კელსიმ ტეილორ სვიფტთან ქორწინების შესახებ პირველად ისაუბრა

Kansas City Chiefs-ის მოთამაშემ, ტრევის კელსიმ, ქორწინების შემდეგ ჩაწერილი პირველი პოდკასტის, New Heights-ის ეპიზოდის ანონსში ტეილორ სვიფტზე და მათ ქორწინებაზე ისაუბრა.
მეტი
დოლი პარტონი და მაილი საირუსი 61-ე ყოველწლიური გრემის დაჯილდოებაზე, 2019 წლის 10 თებერვალი, ლოს-ანჯელესი, Photo by Kevin Winter/Getty Images for The Recording Academy

მაილი საირუსი ნათლიის, დოლი პარტონის ხსოვნას პატივს მიაგებს: „ახლა გვერდით ანგელოზი მყავს“

„დოლის სურვილი იქნებოდა, რომ ეს ტკივილი მეგრძნო, მასზე სიმღერა დამეწერა, შემდეგ კი გზა განმეგრძო და ძლიერი ვყოფილიყავი“, - დაწერა საირუსმა.
მეტი
ინგლისელი მსახიობი და მომღერალი ტიმ კარი, 1974 წლის 23 იანვარი. Evening Standard/Hulton Archive/Getty Images

ბრიტანელი ვარსკვლავი ტიმ კარი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა

მსოფლიოში აღიარებული ბრიტანელი მსახიობი, მწერალი, კომიკოსი და მომღერალი ყველაზე მეტად საკულტო კინოკლასიკა The Rocky Horror Picture Show-ში დოქტორ ფრანკ-ენ-ფურტერის როლის შესრულებით იყო ცნობილი.
მეტი
დოლი პარტონი 2014 წლის 28 მაისი, ტენესის შტატი. RICK DIAMOND/GETTY IMAGES

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრძანებით, დოლი პარტონის ხსოვნისადმი პატივსაცემის ნიშნად აშშ-ში დროშები ერთი კვირით დაეშვება

25 აგვისტოს ქანთრის მუსიკის ლეგენდა დოლი პარტონი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მეტი
ოლივია როდრიგო - Vanity Fair 2026-ის ღონისძიებაზე, ლოს ანჯელესი, ბევერლი ჰილზი, 2026 წლის 15 მარტი Chad Salvador/WWD

ოლივია როდრიგო Planned Parenthood-ის ოფისს ეწვია და რეპროდუქციულ უფლებებზე ისაუბრა

მომღერლის მომავალი ფესტივალიდან მიღებული შემოსავლის ნაწილი Planned Parenthood-სა და მსგავსი მიმართულების არაკომერციულ ორგანიზაციებს გადაერიცხებ
მეტი
კეტი პერი - Madison Square Garden. 2024 წლის 13 დეკემბერი, ნიუ-იორკი Kristina Bumphrey/Billboard

კეტი პერიმ ტრამპის ადმინისტრაცია მისი სიმღერის სამხედრო ოპერაციების ამსახველ ვიდეოში გამოყენების გამო გააკრიტიკა

არტისტი თეთრი სახლის მიერ მისი ჰიტის, Firework-ის უნებართვოდ გამოყენებას გამოეხმაურა
მეტი