ხონძის და პაპუნა შარიქაძის დუეტის სადებიუტო ალბომი First of Many 9 ივლისს გამოვა

მალე ალბომი First of Many ყველა მუსიკალურ პლატფორმაზე იქნება ხელმისაწვდომი.
Khondzi&Papuna by Dimitri Mais
Khondz i& Papuna by Dimitri Mais

ხონძისა და პაპუნა შარიქაძის ერთობლივი სადებიუტო ალბომი First of Many 2024 წლის აპრილში სტუდია Blue Frog-ში ჩაიწერა და ის მუსიკოსების საავტორო კომპოზიციებს აერთიანებს. ალბომში შესულია ნაწარმოებები, რომლებიც ცოცხლად არაერთხელ შესრულებულა და ასევე ის ნამუშევრებიც, რომელთაც დუეტი პირველად წარუდგენს მსმენელს.

„ეს პროექტი ერთგვარად აგვირგვინებს ჩემი და ხონძის მრავალწლიან მეგობრობასა და მუსიკალურ თანამშრომლობას. ალბომს კიდევ უფრო განსაკუთრებულს ხდის ფორტეპიანოსა და ალტ საქსოფონის გაუფილტრავი და შიშველი დუეტი, სადაც ჩემი და ხონძის შინაგანი სამყაროებისგან ერთი მუსიკალური სინგულარობა იქმნება. ეს არის ბევრი ფერისა და ხასიათის მუსიკალური ესთეტიკის შერწყმა. ზოგან კლასიკური ჟანრის ელემენტებს ამოიკითხავთ, ზოგან ჯაზის, ქართული ფოლკლორისა და სპირიტუალური მუსიკის. ძალიან მიხარია, რომ First of Many ერთწლიანი ამერიკული ინკუბაციის შემდეგ, 9 ივლისს დაიბადება და ყველა შეძლებს მის მოსმენას,” – პაპუნა შარიქაძე.

ხონძის თქმით, ეს მხოლოდ დასაწყისია და მუსიკოსები კიდევ მრავალ საინტერესო პროექტს შემოგვთავაზებენ: „ამ ალბომის გამოსვლით ჩვენი დუეტი ახალ ეტაპზე გადადის, რაც კიდევ ბევრი მუსიკის გაზიარებას გულისხმობს.”

First of Many მსმენელებს შესაძლებლობას მისცემს, გაიცნონ და კიდევ უფრო ღრმად გაითავისონ თანამედროვე ქართული ინსტრუმენტული მუსიკის ინდივიდუალური მიდგომა, სადაც კლასიკური ჟღერადობა, ჯაზი და ფოლკლორული მოტივები ერთიან მუსიკალურ ენად იქცევა.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ჯონ ლეჯენდის თქმით, კანიე უესტთან ადრეულ თანამშრომლობაში არაფერს ნანობს

შემდეგი სტატია

Doja Cat-ის თქმით, ახალი ალბომი – Vie პოპზე ორიენტირებული პროექტია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი