ჯონ ლეჯენდის თქმით, კანიე უესტთან ადრეულ თანამშრომლობაში არაფერს ნანობს

„ერთად მართლაც საოცარ რაღაცებს ვქმნიდით – როგორც გუნდი, როგორც მოძრაობა,“ – ამბობს ლეჯენდი Hot 97-თან ინტერვიუში.
ჯონ ლეგენდი და კანიე უესტი. 2007 წელი
Matthew Simmons/WireImage

ჯონ ლეჯენდმა ღიად ისაუბრა კანიე უესტთან ურთიერთობაზე. მომღერალმა ინტერვიუ მისცა Hot 97-ის გადაცემას Ebro in the Morning, სადაც ის ჩრდილოამერიკულ ტურნეზე სასაუბროდ იყო მიწვეული. ეს ტურნე მის სადებიუტო ალბომს, Get Lifted-ს ეძღვნება, რომელიც 20 წლის იუბილეს აღნიშნავს და 40 ქალაქს მოიცავს.

ინტერვიუს დროს მუსიკოსს იმ კომენტარებზეც ჰკითხეს, რომლებიც მასზე Ye-მ ცოტა ხნის წინ, DJ Akademiks-თან საუბრისას გააკეთა. გაზაფხულზე, კანიე უესტმა DJ Akademiks-სთან ინტერვიუში თქვა, რომ ჯონ ლეჯენდს, ამინდის მიუხედავად, ყოველთვის სვიტერი აცვია და კარტოფილის პიურეს სუნი აქვს. 

„ის შეპყრობილი იყო ჩემი სვიტერებით და ამბობდა, რომ პიურეს სუნი მაქვს,” – თქვა ლეჯენდმა კანიეს შესახებ.

„რაც არ უნდა იყოს, ყველა ეს კომენტარი სევდას მგვრის. პირადად ჩემზე ეს არ მოქმედებს, მაგრამ მთლიანად ისტორიაა სევდიანი. რომ უყურებ ადამიანს, რომელიც ადოლფ ჰიტლერს აქებს… ხედავ მას, როგორც სიძულვილის, ზიზღისა და ღვარძლიანი ენერგიის წყაროს… ეს არის ადამიანი, რომელიც საუკუნის ერთ-ერთი გამორჩეული არტისტი, შემსრულებელი და დიზაინერი იყო. ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ სამყარო უფრო ლამაზი და საინტერესო ყოფილიყო  და ახლა ასეთად რომ იქცა, ეს უბრალოდ სევდიანია,” – თქვა ლეჯენდმა.

შემდეგ ჯონ ლეჯენდს უესტთან თანამშრომლობის ადრეულ წლებზეც ჰკითხეს. მან მხოლოდ დადებითად გაიხსენა პერიოდი, როცა ერთად მუშაობდნენ. „ის სავსე იყო ენერგიით, კრეატიულობითა და ოპტიმიზმით. ნამდვილად გვჯეროდა, რომ მუსიკაში ახალ სიტყვას ვამბობდით. იმ ყველაფრის ნაწილი რომ ვიყავი, ძალიან შთამაგონებელი იყო. ამიტომაც არის დღეს ეს ყველაფერი ასეთი სევდიანი. ერთად მართლა შესანიშნავი რაღაცები გავაკეთეთ – როგორც კოლექტივმა, როგორც მოძრაობამ. წარმოგიდგენიათ, რამდენი შესანიშნავი მუსიკა შეიქმნა იმ წლებში? G.O.O.D. Fridays და საერთოდ ყველაფერი, რაც მისი კარიერის პირველ ათწლეულში ხდებოდა. ეს ნამდვილად ამაღელვებელი იყო და ძალიან მიხარია, რომ ამის ნაწილი ვიყავი. არავითარი სინანული არ მაქვს. მიუხედავად იმისა, რომ დღეს სრულიად სხვაგან არის, მიხარია, რაც მაშინ გავაკეთეთ,“ – აღნიშნა ჯონ ლეჯენდმა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ლიზა ბათიაშვილი იმპერატორ ოტოს პრემიით დაჯილდოვდა

შემდეგი სტატია

Khondzi&Papuna by Dimitri Mais

ხონძის და პაპუნა შარიქაძის დუეტის სადებიუტო ალბომი First of Many 9 ივლისს გამოვა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Red Bull Dance Your Style საქართველოს ეროვნული ფინალის გამარჯვებული NEI NEI ფოტო: რეზი ყენია

Red Bull Dance Your Style-ის მსოფლიო ფინალზე საქართველოს NEI NEI წარადგენს

„ყველაზე მნიშვნელოვანი ავთენტურობაა - დარჩე საკუთარი თავის ერთგული“ - NEI NEI იმ გამოცდილებაზე საუბრობს, რომელმაც ის Red Bull Dance Your Style-ის მსოფლიო ფინალამდე მიიყვანა.
მეტი

DillaNext-ის Funk of 1993 –  ახალი ვიდეოკლიპის პრეზენტაცია „ანტენაში“

10 ოქტომბერს „ანტენა“ ზურა ჯიშკარიანის მუსიკალური პროექტის, DillaNext-ის ახალი ვიდეოკლიპის – Funk of 1993-ის პრეზენტაციას უმასპინძლებს. საღამო შაბათს,…
მეტი

„დროის მანქანა” – „ისინი” ახალი სიმღერით ბრუნდებიან

სიმღერა სურვილზეა, არსებობდეს დროის მანქანა, რომელიც სასურველ განცდებში დაგაბრუნებს. საბოლოოდ კი თავადვე ხდება ასეთი მანქანა.
მეტი
Drake -ჰიუსტონი, 2024 წლის 16 მარტი ფოტო: Carmen Mandato/Getty Images

Drake-ის თქმით, მოკლემეტრაჟიან ფილმ FOMO-ში გაჟღერებული სიმღერების ნაწილი ამ კვირაში სტრიმინგ პლატფორმებზე გამოვა

Drake-მა უკვე წარადგინა PARTYNEXTDOOR-სა და დონ ტოლივერთან ერთად ჩაწერილი კოლაბორაციები, ასევე Choosin’ Texas-ის ფრაგმენტები.
მეტი
Nirvana-ს წევრები დეივ გროლი, კრისტ ნოვოსელიჩი და პეტ სმირი 2026 წლის MTV Video Music Awards-ზე Video Vanguard-ის ჯილდოს მიღებისას. 2026 წლის 27 სექტემბერი, ლოს-ანჯელესი, Peacock Theater. Kevin Winter/Getty Images

Nirvana-მ MTV Video Vanguard-ის ჯილდო მიიღო

ჯგუფს ჯილდო რეპის ლეგენდამ, Chuck D-იმ გადასცა, ხოლო ტრიოს სახელით სამადლობელი სიტყვით ბასისტი კრისტ ნოვოსელიჩი გამოვიდა.
მეტი