ლიზა ბათიაშვილი იმპერატორ ოტოს პრემიით დაჯილდოვდა

იმპერატორ ოტოს პრემია გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდოა, რომელიც ევროპული იდეის ხელშეწყობისთვის ორ წელიწადში ერთხელ გაიცემა.
ლიზა ბათიაშვილი იმპერატორ ოტოს პრემიის მიღებისას

ლიზა ბათიაშვილი გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდოს, იმპერატორ ოტოს პრემიის ლაურეატი გახდა. პრემია გადაეცემათ ადამიანებს, რომლებიც ემსახურებიან ევროპული ერთიანობის პროცესსა და ევროპის იდეის ხელშეწყობას. ჯილდო 2005 წლიდან არსებობს და ორ წელიწადში ერთხელ გაიცემა. სხვადასხვა დროს მისი ლაურეატები გახდნენ ევროპის ქვეყნების პრეზიდენტები და მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურები (ანგელა მერკელი – გერმანიის ყოფილი კანცლერი, ვაირა ვიკე-ფრეიბერგა – ლატვიის ყოფილი პრეზიდენტი, რიხარდ ფონ ვაიცზეკერი – გერმანიის ყოფილი პრეზიდენტი, ორგანიზაცია „ეუთო” და ა.შ).

წელს, პრემიის 10 წლის იუბილეზე, პირველი შემთხვევაა, როცა პრესტიჟული ჯილდო ხელოვანებს გადაეცათ. ლიზა ბათიაშვილთან ერთად ჯილდოს მფლობელი გახდა პიანისტი იგორ ლევიტიც. 

იმპერატორ ოტოს კულტურული ფონდის განცხადებით, მუსიკოსები დაჯილდოვდნენ მათი შეუპოვარი ძალისხმევისთვის ევროპაში დიალოგის, მშვიდობისა და ჰუმანიტარული ღირებულებების ხელშეწყობაში.

ლიზა ბათიაშვილი და იგორ ლევიტი

ლიზა ბათიაშვილსა და იგორ ლევიტს პრემია 2 ივლისს მაგდებურგის საკათედრო ტაძარში გადაეცათ. ხელოვანებმა სამადლობელი სიტყვებიც წარმოთქვეს.

„სწორედ ამიტომ, მუსიკა და ხელოვნება არ შეიძლება იყოს აპოლიტიკური, განსაკუთრებით – დღეს! ჩვენ ყოველთვის შეგვიძლია საზოგადოების თანადგომა. ხელოვანები იმავდროულად მოქალაქეები ვართ და ყოველთვის უნდა ვიბრძოლოთ, გვქონდეს პასუხისმგებლობა და აქტიურად მივიღოთ მონაწილეობა საზოგადოების ფორმირებაში,” – განაცხადა ლიზა ბათიაშვილმა. 

იმპერატორი ოტო თანამედროვე ევროპის ერთ-ერთ დამფუძნებელ მამად მიიჩნევა. სწორედ მისი მმართველობის დროს მიიღო ევროპამ ახალი სახე და საფუძველი ჩაეყარა დღევანდელი ევროპის იდეას. იმპერატორ ოტოს კულტურული ფონდი პატივს მიაგებს ისტორიული მმართველის მემკვიდრეობას და მისი სახელობის პრემიით უკვდავყოფს მას. 

ნახეთ ვიდეო.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Diddy-ს ოჯახის წევრები და მეგობრები სასამართლო შენობას მას შემდეგ ტოვებენ, რაც ნიუ-იორკში ნაფიცმა მსაჯლებმა ხუთი ბრალდებიდან Diddy მხოლოდ ორი მუხლით სცნეს დამნაშავედ. 2025 წლის 2 ივლისი ფოტო: სელჩუკ აკარი / Anadolu via Getty Images.

Diddy-ს შვილი კინგ კომბსი მამის სასამართლო ვერდიქტს ეხმიანება

შემდეგი სტატია

ჯონ ლეჯენდის თქმით, კანიე უესტთან ადრეულ თანამშრომლობაში არაფერს ნანობს

შეიძლება დაგაინტერესოთ

სინდი ლოპერის თქმით, მოდის და მუსიკის ინდუსტრიები შემოქმედ ადამიანებს მუდმივი წნეხის ქვეშ აქცევენ

ლეგენდარული მომღერალი და სიმღერების ავტორი სინდი ლოპერი ამბობს, რომ სურს, Bonhams-ის აუქციონზე გამოტანილმა მისმა კოლექციამ ადამიანები შთააგონოს და შეახსენოს ის დრო, როდესაც პოპვარსკვლავები და როკერები მოდის სფეროში მეტ რისკზე მიდიოდნენ.
მეტი

ადგილობრივი და საერთაშორისო ჰედლაინერები Tbilisi Hip-Hop Festival-ის სცენაზე

ღონისძიების მთავარი ჰედლაინერები სამხრეთ ლონდონის ახალი ტალღის ბრიტანული რეპ-სცენის წარმომადგენელი Flohio და სოციალური ჰიპ-ჰოპის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად აღიარებული Talib Kweli იყვნენ.
მეტი

მუსიკალური ინდუსტრიის ვარსკვლავები და ცნობილი მოდელები Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე

Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე გამოვიდა ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანიც, რომლის გამოჩენისას პოდიუმზე 2000-იანების ცნობილი მომღერლის, Aaliyah-ის ჰიტი – Try Again გაჟღერდა.
მეტი
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

ემინემმა Kid Rock-თან კოლაბორაცია დაიცვა: „საქმე მხარეების არჩევა არ არის“

რეპერი იმ კრიტიკას გამოეხმაურა, რომელიც Kid Rock-ის ახალ ალბომში მისი სტუმრის სტატუსით გამოჩენას მოჰყვა და აღნიშნა, რომ მათ ათწლეულების მეგობრობა აკავშირებთ.
მეტი