Billboard Georgia წარმოგიდგენთ: ახალი თაობის მუსიკოსები – Westside Cowboy დიდი ბრიტანეთი

მათ სიმღერებს სიმარტივე და რეალისტურობა გამოარჩევს.
Westside Cowboy
Joe Moss

მანჩესტერში დაფუძნებული ჯგუფისთვის მოვლენები ძალიან სწრაფად ვითარდება. ნოემბერში მათ გამოსცეს სადებიუტო სინგლი I’ve Never Met Anyone I Thought I Could Really Love (Until I Met You), რამდენიმე თვის შემდეგ კი გლასტონბერის ამომავალ ტალანტთა კონკურსის ტრიუმფატორები გახდნენ და ჯილდოდ წლევანდელ გლასტონბერის ფესტივალზე გამოსვლა მოიგეს. 

მათ სიმღერებს სიმარტივე და რეალისტურობა გამოარჩევს. Westside Cowboy მღერის მიწიერ თემებზე – ავტობუსის მარშრუტებზე, ჩონჩხებზე მუზეუმებში, ცუდ სამსახურებსა და წარმოსახვით კოვბოებზე, რითაც ყოველდღიურობის მეოცნებე და გულწრფელ დაკვირვებებს ასახავენ.

I’ve Never Met Anyone I Thought I Could Really Love (Until I Met You), ისევე, როგორც აპრილში გამოცემული Shells, ინდი-როკ სიმღერებია, რომლებიც ღრმად გვებეჭდება მეხსიერებაში, მათი აკორდები და შეულამაზებელი ტექსტები კი გონების დაფარულ შრეებში ილექება.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

რინგო სტარი 2024 წლის 15 ნოემბერი ლოს-ანჯელესი. ფოტო: Kevin Winter/Getty Images

რინგო სტარმა რეჟისორ სემ მენდესს Beatles-ის ბიოგრაფიული ფილმის სცენარში კორექტივების შეტანა სთხოვა

შემდეგი სტატია

Billboard Georgia Presents: New Gen – Westside Cowboy   UK

შეიძლება დაგაინტერესოთ

Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი

ტექნოს პიონერი და ჯგუფ Cybotron-ის თანადამფუძნებელი ხუან ატკინსი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა

Cybotron-ის, Model 500-ისა და Belleville Three-ს მეშვეობით მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტექნო მუსიკის მსოფლიო აუდიტორიამდე მიტანაში.
მეტი