Sandro Bibich-ის ახალი მუსიკალური კომპოზიცია სახელწოდებით – „რომ არ ვიცი, რა დავწერო”

გალაკტიონის ლექსსა და მელოდიას შორის ზუსტი თანხვედრა, მუსიკოსის თქმით, ერთგვარი ნიშანი იყო, რომელსაც განსაკუთრებული ემოციური დატვირთვა აქვს.
Sandro Bibich-„რომ არ ვიცი, რა დავწერო" - ილუსტრაციის ავტორი: ელენე ალავიძე
Sandro Bibich -„რომ არ ვიცი, რა დავწერო” – ილუსტრაციის ავტორი: ელენე ალავიძე

მუსიკოს Sandro Bibich-ის პირველი ქართულენოვანი კომპოზიცია, „რომ არ ვიცი, რა დავწერო”, გალაკტიონ ტაბიძის ლექსზე შეიქმნა. იგი არა მხოლოდ პოეტის შინაგან სამყაროს, არამედ შემოქმედებითი პროცესის ემოციურ მხარესაც წარმოაჩენს. 

Sandro Bibich – მუსიკოსი:

„2022 წელს გალაკტიონ ტაბიძისადმი მიძღვნილ კონცერტში მივიღე მონაწილეობა, სადაც მის ერთ-ერთ ლექსზე უნდა შემექნა სიმღერა. წავიკითხე პოეტის  ბიოგრაფია, შემდეგ მასზე გადაღებულ დოკუმენტურ ფილმს ვუყურე და შემოქმედებასაც გავეცანი. ეს პროცესი  საკმაოდ ხანგრძლივი აღმოჩნდა. საღამოს, გადაღლილი გონებით, უკვე ვეღარ ვახერხებდი  ლექსისა და მუსიკის თანხვედრაში მოყვანას. სწორედ ამ დროს აღმოვაჩინე ლექსი, სახელწოდებით „რომ არ ვიცი, რა დავწერო”. ჯერ გამიხარდა, რომ ჩემს იმდროინდელ მდგომარეობას კარგად აღწერდა და დავიწყე ჩემი მუსიკალური იდეების არქივის ქექვა. მივადექი მელოდიას, რომელიც  2010 წელს დავწერე. ამ თემის რითმული მონახაზი და ლექსის ხმოვნები იმდენად ზუსტ თანხვედრაში იყო, რომ ესეც რაღაცნაირი ნიშანი და აღმაფრთოვანებელი მომენტი აღმოჩნდა.” – ამბობს ავტორი.

Sandro Bibich-ის თქმით, მუსიკა და ტექსტი ამ პროცესთან ბუნებრივად შეთავსდა და საბოლოოდ, შეიქმნა სიმღერა, რომელიც თვითშემეცნებაზე, ემოციურ გადაღლილობასა და ქვეცნობიერზეა.

„სიმღერა ცნობიერებაზეა, რომელმაც არ იცის, რა დაწეროს და რა იმღეროს, რადგან აქვს გადაღლილი გული და ემოციური ინტელექტი. მისი ეგო არარეალიზებულობისგან არის ტანჯვაში, მაგრამ მასში მყოფი ბავშვი ეთამაშება და ამ სიმღერით თავის თავს ახსენებს, რომ ის ქაოსის მიღმა მყოფი ცნობიერებაა.“ – აღნიშნავს  Sandro Bibich.

სიმღერა 5 ივლისს მუსიკალურ პლატფორმებზე გამოქვეყნდა, რაც  მსმენელს შესაძლებლობას აძლევს, თავად შეიგრძნოს ტექსტისა და მუსიკის ის ორგანული სინთეზი, რომელმაც მისი შექმნა განაპირობა:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Oasis-ის წევრები, ნოელ და ლიამ გალაგერები, 2025 წლის 4 ივლისი, უელსი, კარდიფი. ფოტო: ენგუს ჯენერი

ცხრა გამორჩეული მომენტი Oasis-ის ტრიუმფალური კონცერტიდან

შემდეგი სტატია

სიდ ვილსონი და კელი ოსბორნი, 2024 წლი 20 ნომბერი ფოტო: ჯესი გრანტი /Getty Images for Live Nation

კელი ოსბორნი და Slipknot-ის წევრი სიდ ვილსონი Black Sabbath-ის ბოლო კონცერტის დროს დაინიშნენ

შეიძლება დაგაინტერესოთ

სინდი ლოპერის თქმით, მოდის და მუსიკის ინდუსტრიები შემოქმედ ადამიანებს მუდმივი წნეხის ქვეშ აქცევენ

ლეგენდარული მომღერალი და სიმღერების ავტორი სინდი ლოპერი ამბობს, რომ სურს, Bonhams-ის აუქციონზე გამოტანილმა მისმა კოლექციამ ადამიანები შთააგონოს და შეახსენოს ის დრო, როდესაც პოპვარსკვლავები და როკერები მოდის სფეროში მეტ რისკზე მიდიოდნენ.
მეტი

ადგილობრივი და საერთაშორისო ჰედლაინერები Tbilisi Hip-Hop Festival-ის სცენაზე

ღონისძიების მთავარი ჰედლაინერები სამხრეთ ლონდონის ახალი ტალღის ბრიტანული რეპ-სცენის წარმომადგენელი Flohio და სოციალური ჰიპ-ჰოპის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად აღიარებული Talib Kweli იყვნენ.
მეტი

მუსიკალური ინდუსტრიის ვარსკვლავები და ცნობილი მოდელები Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე

Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე გამოვიდა ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანიც, რომლის გამოჩენისას პოდიუმზე 2000-იანების ცნობილი მომღერლის, Aaliyah-ის ჰიტი – Try Again გაჟღერდა.
მეტი
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

ემინემმა Kid Rock-თან კოლაბორაცია დაიცვა: „საქმე მხარეების არჩევა არ არის“

რეპერი იმ კრიტიკას გამოეხმაურა, რომელიც Kid Rock-ის ახალ ალბომში მისი სტუმრის სტატუსით გამოჩენას მოჰყვა და აღნიშნა, რომ მათ ათწლეულების მეგობრობა აკავშირებთ.
მეტი