კელი ოსბორნი და Slipknot-ის წევრი სიდ ვილსონი Black Sabbath-ის ბოლო კონცერტის დროს დაინიშნენ

5 ივლისს, კონცერტის ფინალური სცენის დროს, სიდ ვილსონმა კელი ოსბორნს ხელი სთხოვა.
სიდ ვილსონი და კელი ოსბორნი, 2024 წლი 20 ნომბერი ფოტო: ჯესი გრანტი /Getty Images for Live Nation
სიდ ვილსონი და კელი ოსბორნი, 2024 წლი 20 ნომბერი ფოტო: ჯესი გრანტი /Getty Images for Live Nation

Black Sabbath-ის გამოსამშვიდობებელ კონცერტზე სიდ ვილსონმა კელი ოსბორნს ოჯახის თანდასწრებით სთხოვა ხელი. მათი ემოციური რეაქცია კამერამაც აღბეჭდა.

„კელი, ამ სამყაროში ყველაზე მეტად მიყვარხარ.” – დაიწყო სიდმა, თუმცა ოზი ოსბორნმა ხუმრობით შეაწყვეტინა: „ძალიან მაგარი ამბავია, თუმცა ჩემი გოგო ცოლად შენ არ მოგყვება.”

ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ ვიდეოში სიდი კვლავ აგრძელებს წინადადებას: „არაფერი ისე არ გამახარებს, როგორც მთელი დარჩენილი ცხოვრების შენთან გატარება. ასე რომ, ვკითხულობ შენი ოჯახისა და ჩვენი მეგობრების წინაშე, კელი, გამომყვები ცოლად?” 

კადრებში ჩანს, რომ სიდ ვილსონმა დაიჩოქა და თანხმობის შემდეგ კელის თითზე ბეჭედი გაუკეთა. დარბაზი კი ამ ფაქტს ოვაციებით შეხვდა. 

კელის და სიდს უკვე ჰყავთ შვილი – 3 წლის სიდნი, რომელიც 2022 წელს დაიბადა. ახალშობილის შესახებ გადაცემაში  The Talk  პირველად ბებიამ, შერონ ოსბორნმა 2023 წლის იანვარში ისაუბრა, თუმცა მოგვიანებით კელი ოსბორნმა აღნიშნა, რომ ჯერ მზად არ იყო, შვილი მთელი მსოფლიოსთვის წარედგინა. 

წყვილი ერთმანეთს 1999 წელს, Slipknot-ის და Ozzfest-ის ტურნეს დროს შეხვდა. სოციალურ ქსელში 2022 წლის იანვარში კელიმ ურთიერთობის შესახებ გაამხილა და დაწერა: „ოცდასამწლიანი მეგობრობის შემდეგ ვერ ვიჯერებ, სად მოვედით.”- კელიმ სიდს საუკეთესო მეგობარი და სულის მეგზური უწოდა და ასევე აღნიშნა, რომ იგი  საოცრად შეყვარებულია. 

ოზი ოსბორნისა და Black Sabbath-ის გამოსამშვიდობებელი კონცერტი – Back to the Beginning, 5 ივლისს ბირმინგემში, სტადიონ Villa Park-ში გაიმართა, სადაც 45 000-მდე გულშემატკივარი შეიკრიბა. კონცერტზე ბენდის ძველი შემადგენლობა იყო წარმოდგენილი: ოზი ოსბორნი, ტონი აიომი, გიზერ ბატლერი და ბილ უორდი.

გამოსამშვიდობებელ კონცერტზე აუდიტორიის წინაშე ასევე წარდგნენ ლეგენდარული ბენდები: Metallica, Slayer, Guns N’ Roses, Tool, Pantera, Anthrax. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Sandro Bibich-„რომ არ ვიცი, რა დავწერო" - ილუსტრაციის ავტორი: ელენე ალავიძე

Sandro Bibich-ის ახალი მუსიკალური კომპოზიცია სახელწოდებით – „რომ არ ვიცი, რა დავწერო”

შემდეგი სტატია

Kesha Brendan Walter

Kesha-მ პირველი დამოუკიდებელი ალბომი Period გამოსცა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ტეილორ სვიფტი და ტრევის კელსი 2026 წლის iHeartRadio-ს მუსიკალურ დაჯილდოებაზე. 2026 წლის 26 მარტი, ლოს-ანჯელესი. Christopher Polk/Billboard

„ახლა დაქორწინებული კაცი ვარ” – ტრევის კელსიმ ტეილორ სვიფტთან ქორწინების შესახებ პირველად ისაუბრა

Kansas City Chiefs-ის მოთამაშემ, ტრევის კელსიმ, ქორწინების შემდეგ ჩაწერილი პირველი პოდკასტის, New Heights-ის ეპიზოდის ანონსში ტეილორ სვიფტზე და მათ ქორწინებაზე ისაუბრა.
მეტი
დოლი პარტონი და მაილი საირუსი 61-ე ყოველწლიური გრემის დაჯილდოებაზე, 2019 წლის 10 თებერვალი, ლოს-ანჯელესი, Photo by Kevin Winter/Getty Images for The Recording Academy

მაილი საირუსი ნათლიის, დოლი პარტონის ხსოვნას პატივს მიაგებს: „ახლა გვერდით ანგელოზი მყავს“

„დოლის სურვილი იქნებოდა, რომ ეს ტკივილი მეგრძნო, მასზე სიმღერა დამეწერა, შემდეგ კი გზა განმეგრძო და ძლიერი ვყოფილიყავი“, - დაწერა საირუსმა.
მეტი
ინგლისელი მსახიობი და მომღერალი ტიმ კარი, 1974 წლის 23 იანვარი. Evening Standard/Hulton Archive/Getty Images

ბრიტანელი ვარსკვლავი ტიმ კარი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა

მსოფლიოში აღიარებული ბრიტანელი მსახიობი, მწერალი, კომიკოსი და მომღერალი ყველაზე მეტად საკულტო კინოკლასიკა The Rocky Horror Picture Show-ში დოქტორ ფრანკ-ენ-ფურტერის როლის შესრულებით იყო ცნობილი.
მეტი
დოლი პარტონი 2014 წლის 28 მაისი, ტენესის შტატი. RICK DIAMOND/GETTY IMAGES

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრძანებით, დოლი პარტონის ხსოვნისადმი პატივსაცემის ნიშნად აშშ-ში დროშები ერთი კვირით დაეშვება

25 აგვისტოს ქანთრის მუსიკის ლეგენდა დოლი პარტონი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მეტი
ოლივია როდრიგო - Vanity Fair 2026-ის ღონისძიებაზე, ლოს ანჯელესი, ბევერლი ჰილზი, 2026 წლის 15 მარტი Chad Salvador/WWD

ოლივია როდრიგო Planned Parenthood-ის ოფისს ეწვია და რეპროდუქციულ უფლებებზე ისაუბრა

მომღერლის მომავალი ფესტივალიდან მიღებული შემოსავლის ნაწილი Planned Parenthood-სა და მსგავსი მიმართულების არაკომერციულ ორგანიზაციებს გადაერიცხებ
მეტი
კეტი პერი - Madison Square Garden. 2024 წლის 13 დეკემბერი, ნიუ-იორკი Kristina Bumphrey/Billboard

კეტი პერიმ ტრამპის ადმინისტრაცია მისი სიმღერის სამხედრო ოპერაციების ამსახველ ვიდეოში გამოყენების გამო გააკრიტიკა

არტისტი თეთრი სახლის მიერ მისი ჰიტის, Firework-ის უნებართვოდ გამოყენებას გამოეხმაურა
მეტი