ცხრა გამორჩეული მომენტი Oasis-ის ტრიუმფალური კონცერტიდან

ძმები გალაგერები Principality-ს სტადიონზე, კარდიფში, 4 ივლისს გრანდიოზული კონცერტით დაბრუნდნენ
Oasis-ის წევრები, ნოელ და ლიამ გალაგერები, 2025 წლის 4 ივლისი, უელსი, კარდიფი. ფოტო: ენგუს ჯენერი
Oasis-ის წევრები, ნოელ და ლიამ გალაგერები, 2025 წლის 4 ივლისი, უელსი, კარდიფი. ფოტო: ენგუს ჯენერი

თექვსმეტწლიანი პაუზის შემდეგ Oasis სცენაზე კვლავ გამოჩნდა.  „ვარსკვლავები შეერთდნენ, ეს აუცილებლად უნდა ნახოთ, რადგან ტელევიზიით ეს არ გადაიცემა.“ – წერდა Oasis 2024 წლის აგვისტოში გამოქვეყნებულ განცხადებაში.

კარდიფი (უელსი) გახდა ის ქალაქი,  სადაც 2009 წლის აგვისტოს შემდეგ Oasis პირველ კონცერტს ჩაატარებდა. ბოლო გამოსვლის დროს ნოელ გალაგერს ძმასთან, ლაიმთან შელაპარაკება მოუვიდა და ბენდმა მუსიკალური პაუზა აიღო. 2025 წლის 4 ივლისს კი ისინი კვლავ ერთად წარდგნენ აუდიტორიის წინაშე.

ამ პერიოდის განმავლობაში ძმები ერთად საჯაროდ აღარ გამოჩენილან, არც ინტერვიუ მიუციათ პრესისთვის და არც ახალი მუსიკა შეუქმნიათ. ისინი  მხოლოდ მენეჯმენტის მიერ გამოქვეყნებული მოკლე განცხადებებით შემოიფარგლებოდნენ. 

ბიჭები ქალაქში დაბრუნდნენ:

Oasis-ის 2000 წელს გამოცემული ცნობილი ჰიტი  F—in’ in the Bushes  ბენდის ბოლო ათწლეულების შემოქმედებითი გზის განუყოფელი ნაწილია. სწორედ ამ მუსიკის ფონზე წარდგნენ ხელიხელჩაკიდებული ძმები სცენაზე. როკ-ენ-როლის ამ თამამმა, აგრესიული ჟღერადობის სიმღერამ აუდიტორიაც მყისიერად აიყოლია, ფონად კი ეკრანზე პრესის ამონარიდები ჩნდებოდა, რომლებიც Oasis-ის დაბრუნების შესახებ იუწყებოდა. 

ჩვენ ერთმანეთი გვჭირდება:

Oasis-მა კონცერტი ოფიციალურად სიმღერა Hello-თი გახსნა, რასაც მოჰყვა შემდეგი ტრეკი Acquiesce. ამ ყველაფერმა კი ცხადი გახადა, რომ Oasis ტრიუმფალურად დაბრუნდა, ნოელი და ლაიმი კი ჰარმონიული ჟღერადობით საოცარ მუხტს ქმნიდნენ.  

მოემზადეთ ხმაურისთვის:

Oasis – გამორჩეულად ხმაურიანი და ენერგიული ბენდია, რომელმაც კარდიფში Principality-ს სცენა ააზანზარა. არენაზე კონცერტი სრული ანშლაგით მიმდინარეობდა, სადაც 74 500-მა გულშემატკივარმა მოიყარა თავი.   

ნოსტალგია:


Oasis გულშემატკივრების მისამართით სულაც არ არის მკაცრი. სიმღერაში D’You Know What I Mean? ბენდი განურჩევლად ყველა ადამიანს უჭერს მხარს.  1994 წელს გამოსული სიმღერა Fade Away კი მანჩესტერში ცხოვრების შესახებ გვიყვება, სადაც ლაიმი კითხულობს – არის თუ არა ვინმე მათი მშობლიური ადგილიდან, ბურნიჯიდან, რომელმაც მსგავს წარმატებას მიაღწია. ამ კონცერტზე, The Masterplan-ის შესრულებისას, ნოელმა სიმღერა ყველა 20 წლის ადამიანს მიუძღვნა, რომელიც აქამდე არასდროს უნახავთ. – ეს ყოველივე  ნათელი მაგალითია იმისა, რომ Oasis არის ბენდი, რომელიც ახალგაზრდობის, თავისუფლებისა და ოცნების აღმაფრენას თუ დაცემას ერთად ასახავს. 

ნოელის ჯადოსნობა:

ნოელის, როგორც სიმღერების ავტორის ნიჭი განუზომელია, კონცერტზე 23 სიმღერიანი სეტლისტი ისე ზუსტად იყო შერჩეული, რომ თითოეული სიმღერა ბენდისა თუ მსმენელისთვის იყო განკუთვნილი. კონცერტის მსვლელობისას ნოელმა  წამყვანი ვოკალით სამი სიმღერა შეასრულა:  Talk Tonight, Half the World Away და Little by Little. თითოეული მათგანი ამ სეტლისტში გამორჩეულ ადგილს იკავებდა,  განსაკუთრებით კი აღანიშნავია Talk Tonight, რომელიც ნოელმა 1995 წელს, წარუმატებელი კონცერტის შემდეგ დაწერა. იგი დღემდე რჩება მუსიკოსისთვის ერთ-ერთ ყველაზე პირადულ კომპოზიციად.  Talk Tonight ეძღვნება იდუმალ ქალს, რომელიც ნოელს  ყველაზე მძიმე წუთებში მხარში დაუდგა და აჩვენა, რომ ცხოვრება ღირდა.

სახუმარო ამბები:

ბენდის გაერთიანების შემდეგ ნოელისა და ლაიმის გამორჩეული იუმორი გულშემატკივარს ნამდვილად მონატრებული ჰონდა. სცენაზე ნოელმა „ბილეთების ფასებზე” იხუმრა, რომელის შესაძნად Oasis-ის გულშემატკივრებს წარმოუდგენელ ორთაბრძოლაში ჩართვა მოუწიათ. ლაიმმა კი მაყურებელს ჰკითხა, ღირდა თუ არა ამაში  40 000 ფუნტი სტრელინგის გადახდა. კონცერტის დასასრულს ნოელმა ჯოი უორონკერს, გაერთიანებული ტურის ახალ წევრს, „მე-14 დრამერი“ უწოდა, რომელიც, მისი თქმით, იმედია, რომ უკანასკნელიც იქნება.

შთამაგონებელი მიძღვნა:

სიმღერა Live Forever შეიძლება, პირდაპირი ან მეტაფორული მნიშვნელობით გაიგოს მსმენელმა, თუმცა ამ კონცერტზე ის უფრო რეალობის ამსახველი იყო. სიმღერის დასრულებისას ბენდმა პატივი მიაგო ლივერპულის საფეხბურთო კლუბის მოთამაშეს, დიოგო ჟოტას, რომელიც ხუთშაბათს ავტოსაგზაო შემთხვევაში ტრაგიკულად დაიღუპა. მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფის წევრები მანჩესტერ სიტის დიდი ხნის გულშემატკივრები არიან, ამ მომენტში ფეხბურთის  მიმართ სიყვარული და ადამიანურობა მათ ნებისმიერ სპორტულ დაპირისპირებაზე მაღლა დააყენეს. 

ფუტკრები აქ არიან:


სიმღერა Don’t Look Back in Anger ბრიტანელების ალტერნატიული მუსიკის ჰიმნად ითვლება, რომელიც დაკარგულ სიყვარულსა და უკეთეს დღეებზე გვიყვება. 2017 წელს არიანა გრანდეს კონცერტზე ტერორისტულმა თავდასხმამ 22 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, რომლის შემდეგაც სწორედ ეს სიმღერა, რომელიც გამძლეობასა და რთულ პერიოდზე გვიყვება, კიდევ უფრო სიმბოლური გახდა. კონცერტის დროს, ამ სიმღერის შესრულებისას, ეკრანზე მანჩესტერის სიმბოლოდ მფრინავი ფუტკრები გამოჩნდნენ.

Oasis-ი კარდიფში, Principality-ის სტადიონზე, 2025 წლის 4 ივლისი. ფოტო: ფოტო: ლუის ევანსი

ბოლო აკორდი

წლების განმავლობაში Oasis კონცერტს The Beatles-ის სიმღერით, I Am The Walrus-ით ასრულებდა, თუმცა ამჯერად ტრადიცია შეცვალეს და კონცერტის დასასრულს  ლეგენდარული სიმღერა – Champagne Supernova შეასრულეს. ეს იყო წარმოუდგენელი ფინალური ეტაპი, რომელმაც კონცერტი იდელურად დახურა. ნოელმა და ლაიმმა კი მსმენელთა უდიდესი ოვაცია დაიმსახურეს. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ახალი თიზერის გავრცელებით, ჯგუფი BLACKPINK, სავარაუდოდ, ახალ მუსიკას აანონსებს

შემდეგი სტატია

Sandro Bibich-„რომ არ ვიცი, რა დავწერო" - ილუსტრაციის ავტორი: ელენე ალავიძე

Sandro Bibich-ის ახალი მუსიკალური კომპოზიცია სახელწოდებით – „რომ არ ვიცი, რა დავწერო”

შეიძლება დაგაინტერესოთ

Backstreet Boys-ის კონცერტების სერია –  Into the Millennium ლას ვეგასში, Sphere-ის სცენაზე

კონცერტზე სიმღერები 1999 წლის ალბომ Millennium-იდან შესრულდა, თუმცა არა იმ თანმიმდევრობით, როგორც ეს 90-იანი წლების თინეიჯერებს ახსოვდათ.
მეტი
კეტი პერი The Lifetimes -ის ტურნეს ფარგლებში, 2025 წლის 23 აპრილი, მექსიკა. ფოტო: თეო ვარგო /Getty Images for Katy Perry

კეტი პერიმ ავსტრალიაში ჩატარებული კონცერტის დასასრულს აუდიტორიას ემოციური გამოსამშვიდობებელი სიტყვებით მიმართა

„მადლობა, რომ ყოველთვის ჩემ გვერდით ხართ,“ - უთხრა მომღერალმა თაყვანისმცემლებს.
მეტი

ლეგენდა სცენაზე – ნანი ბრეგვაძის კონცერტი თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით გაიმართება

22 ივნისს, 20:00 საათზე, TEC-ის სივრცე განსაკუთრებული მუსიკალური საღამოს მასპინძელი გახდება. კონცერტს ქართული კულტურის ცოცხალი ლეგენდა ნანი ბრეგვაძე წარადგენს.
მეტი