FIFA Club World Cup-ის ფინალის მუსიკალურ შოუზე აუდიტორიის წინაშე Doja Cat, Tems, J Balvin და Coldplay წარდგნენ

საერთაშორისო ვარსკვლავებმა მხარი დაუჭირეს გლობალური განათლების მიზანს. რაც შეეხება მატჩს – „ჩელსიმ“ 3:0 დაამარცხა „პარი სენ-ჟერმენი“ და თასი მოიპოვა.
Doja Cat ასრულებს მუსიკალურ ნომერს FIFA Club World Cup-ის ფინალის შოუზე. 2025 წლის 13 ივლისი, ნიუ-ჯერსი.
Getty Images/Global Citizen

საერთაშორისო ორგანიზაცია Global Citizen-ის ორგანიზებით და Coldplay-ს ლიდერის, კრის მარტინის კურატორობით, FIFA-მ ისტორიაში პირველად წარადგინა FIFA Club World Cup-ის ფინალის მუსიკალური შოუ, როცა მოედანზე „ჩელსი“ და „პარი სენ-ჟერმენი“ უპირისპირდებოდნენ ერთმანეთს.

MetLife-ის სტადიონზე, ტაიმებს შორის წარდგა ოთხი მსოფლიო ვარსკვლავი – Doja Cat, Tems, J Balvin და Coldplay. შოუ ფუტურისტული დიზაინის, ე.წ. მრავალდონიან სცენაზე მიმდინარეობდა, რომელიც სტადიონის ზემოთ, თითქოს ჰაერში იყო ჩამოკიდებული. შოუ J Balvin-მა გახსნა თავისი ენერგიული ჰიტით – Mi Gente. კოლუმბიელი არტისტი სცენაზე გამოვიდა მოცეკვავეებისა და დრამერების თანხლებით, რომელთა კოსტიუმებიც კოლუმბიის ეროვნული ფერებით იყო გაფორმებული.

შემდეგ სცენაზე Tems გამოჩნდა – ნიგერიელმა შემსრულებელმა Love Me Jeje იმღერა. ამის შემდეგ სცენაზე მეორედ დაბრუნდა Balvin ტრეკით Reggaeton და შოუ Doja Cat-ის გამოსვლით გაგრძელდა, რომელმაც თავისი ჰიტი Woman შეასრულა. მის სასცენო იმიჯში ჩანდა დაანონსებული ალბომის ელემენტებიც – არტისტს წელზე დიდი ასოებით ეწერა „Vie”.

„წარმოვადგენდე ამერიკას ამ უნიკალურ სცენაზე, ჩემთვის დიდი პატივია. ეს არის სცენა, რომელიც მსოფლიოს ყველა კუთხიდან გააერთიანებს ადამიანებს,“ – თქვა Doja Cat-მა Rolling Stone-ისთვის მიცემულ ინტერვიუში გასულ კვირას. „განსაკუთრებით მადლობელი ვარ, რომ FIFA-სა და Global Citizen-ის განათლების ფონდის ფარგლებში, გლობალური განათლების მხარდაჭერა შემიძლია.“

შოუს სიურპრიზი კი Coldplay-ის გამოსვლა იყო. ბენდმა A Sky Full of Stars შეასრულა. მუსიკალური ნომრის დროს სცენის ფონზე ცისარტყელას ფერები ანათებდა. ჯგუფს შეუერთდა ავსტრალიელი არტისტი ემანუელ კელი, რომელმაც საზოგადოებას ერთიანობისაკენ მოუწოდა.

„მიხარია, რომ ერთად ვართ,“ – მიმართა მსმენელს კელიმ. ემანუელ კელი FIFA-ს ისტორიაში გახდა პირველი შშმ არტისტი, რომელიც ტაიმებს შორის გამართულ მუსიკალურ შოუზე გამოვიდა.

როგორც Global Citizen-ის დირექტორმა ჰიუ ევანსმა აღნიშნა, ეს შოუ FIFA-ს ისტორიაში განსაკუთრებული მოვლენაა, რადგან სცენაზე გაერთიანდნენ არტისტები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან. „ეს საერთაშორისო შემადგენლობა იდეალურად წარმოაჩენს, როგორ შეუძლია მუსიკასა და ფეხბურთს მსოფლიოს გაერთიანება და როდესაც ერთად ვმოქმედებთ, შეგვიძლია უზარმაზარ შედეგს მივაღწიოთ – განსაკუთრებით ბავშვებისთვის განათლების ხელმისაწვდომობის კუთხით.“

FIFA-მ და Global Citizen-მა უკვე 10 მილიონი დოლარის მობილიზება შეძლეს. ორგანიზაციების მიზანია 100 მილიონი დოლარის მობილიზება, რომელიც ბავშვების განათლების დაფინანსებას მოხმარდება FIFA Global Citizen Education Fund-ის მეშვეობით. ეს პარტნიორობა გაგრძელდება 2026 წელს, როცა FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის მუსიკალური შოუ კვლავ MetLife-ის სტადიონზე გაიმართება.

იხილეთ მუსიკალური შოუს სრული ჩანაწერი:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Torcho-მ ახალი მუსიკალური ვიდეო გამოუშვა

შემდეგი სტატია

King Crimson წევრები 1974 წელი, Michael Ochs Archives/Getty Images

King Crimson-ის მენეჯერის თქმით, გულშემატკივრები ახალი ალბომის გამოცემის შესახებ ჭორებს არ უნდა აყვნენ

შეიძლება დაგაინტერესოთ

STRAUSWERK-ის დებიუტი ბერლინში: ქართული დამოუკიდებელი კულტურა ერთ სივრცეში

7 ნოემბერს Haus der Visionäre-ში, Straus Entertainment-ის ორგანიზებით, ქართული კულტურის წარმომადგენლები STRAUSWERK ფესტივალზე გაერთიანდებიან.
მეტი

Tashyo და Sabana – ქართული ჰიპ-ჰოპ სცენის გამორჩეული შემოქმედებითი დუეტი Tbilisi Hip-Hop Festival-ზე

მსმენელი მათ უკვე იცნობს როგორც არტისტების დუეტს, რომელიც ავთენტური ჟღერადობით ისეთ კოლაბორაციებს ქმნის, რომლებიც მალევე ჰიტებად იქცევა.
მეტი
Zuk n' Sos - ყაყაჩო (feat. Ketato Nergadze)

Zuk n’ Sos-ის ახალი ქავერი „ყაყაჩო“ – ცნობილი სიმღერის თანამედროვე ინტერპრეტაცია

თბილისურმა მუსიკალურმა დუეტმა, ქეთათო ნერგაძესთან ერთად, ცნობილი კომპოზიციის, „ყაყაჩოს“ ქავერ ვერსია გამოუშვა.
მეტი

ბრიტნი სპირსმა აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა გააზიარა, რომლის თანაავტორიც მისი იმდროინდელი შეყვარებული ჯასტინ ტიმბერლეიკია

სიმღერა სპირსის ალბომის, Britney-ს 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სპეციალურ გამოშვებაში შევა, რომელიც 6 ნოემბერს გამოვა.
მეტი

ოლივია როდრიგო პოტენციურ კოლაბორაციას აანონსებს

პოპვარსკვლავმა ინსტაგრამზე ჩაწერის სესიიდან მცირე ფრაგმენტი გამოაქვეყნა, რამაც ფანებში ახალგაზრდა მუსიკოსთან მისი შესაძლო თანამშრომლობის ვარაუდები გააჩინა.
მეტი