King Crimson-ის მენეჯერის თქმით, გულშემატკივრები ახალი ალბომის გამოცემის შესახებ ჭორებს არ უნდა აყვნენ

„ჯერ ნამდვილად არ ვიცით, საერთოდ გამოვა თუ არა ეს ალბომი.” – დაწერა ბენდის მენეჯერმა, დევიდ სინგლტონმა სოციალურ მედიაში.
King Crimson წევრები 1974 წელი, Michael Ochs Archives/Getty Images
King Crimson წევრები 1974 წელი, Michael Ochs Archives/Getty Images

პროგრესული როკის ლეგენდარული ბენდის,  King Crimson-ის ახალი ალბომის შესახებ ჭორები გავრცელდა, თუმცა ბენდის მენეჯერმა გულშემატკივრებს მოლოდინი გაუქარწყლა და მოუწოდა, რომ ჭორებს არ აჰყოლოდნენ.

ალბომის გამოცემის შესახებ ინფორმაცია პირველად გასულ კვირას გავრცელდა, როდესაც გიტარისტმა ჯაკო ჯუაქსიკმა  ჟურნალ Goldmine-თან ინტერვიუში სოლო პროექტზე ისაუბრა და 2013 წელს ბენდ King Crimson-ში გაწევრიანება გაიხსენა:

,,ეს ჩემთვის  საოცარი გამოცდილება იყო, რომელიც ახლაც გრძელდება. ამ ეტაპზე  King Crimson-ის სტუდიურ ალბომზე ვმუშაობთ. როდის, როგორ და რა ფორმატით გამოვა  ეს ალბომი  – ჩემს კომპეტენციას სცდება, მაგრამ, დიახ, ეტაპობრივად ვმუშაობთ ამ მიმართულებით. რამდენიმე თვის წინ მენეჯერმა გვკითხა,  შეგვეძლო თუ არა, ასე რომ, ვინ იცის, რა ფორმით და როდის გამოვა. ვნახოთ.”

ლეგენდარული ბენდის ახალი ალბომის შესახებ ინფორმაცია გულშემაკტივრებისთვის საკმაოდ მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან King Crimson-ის 2021 წლის ტურნეს შემდეგ ითვლებოდა, რომ მათ მუსიკალური კარიერა დაასრულეს.  

გავრცელებული ჭორების შემდეგ კი ბენდის მენეჯერმა დევიდ სინგლტონმა სოციალურ მედიაში განცხადება გაავრცელა:

“შესაძლოა, ბენდი მუშაობს რაღაც ახალზე, რაც ჯერ არავის მოუსმენია. ამ მუსიკის მთავარი ნაწილი სამი დრამერია. მათ უკვე ჩაწერეს თავიანთი პარტიები სუდიაში, ცალცალკე სუფთა ჟღერადობა რომ ყოფილიყო. ასე რომ, რაღაც ახალის დასაწყისი არსებობს, თუმცა ჯერ ნამდვილად არ ვიცით, ეს ალბომი გამოვა თუ არა, ან საერთოდ იქნება თუ არა. შემოქმედებით პროცესში შედეგი ყოველთვის გაურკვეველია.

დიახ, ჩაწერები დაწყებულია. ახალ სტუდიას ვაშენებთ და როცა მზად იქნება, ვნახავთ, რა გამოვა. თუმცა ამ ეტაპზე ახალი ალბომით აღფრთოვანება ნაადრევია.” – განაცხადა დეივდ სინგლტონმა.

King Crimson 1968 წელს რობერტ ფრიპის, იან მაკდონალდის, გრეგ ლეიკის, მაიკლ ჯაილსის და პიტერ სინფილის მიერ დაარსდა, მომდევნო წელს კი ბენდმა სადებიუტო ალბომი In the Court of the Crimson King გამოსცა.

ჯგუფი პირველად 1974 წელს,  შვიდი ალბომის გამოცემის შემდეგ დაიშალა, თუმცა შემდგომ წლებში არაერთი კონცერტი გამართეს ერთად, მათი ბოლო სტუდიური ალბომი – The Power to Believe – 2003 წელს გამოვიდა.

ბენდი ბოლოს 2021 წლის დეკემბერში დაიშალა. პირვანდელი შემადგენლობიდან ჯგუფის ერთადერთი წევრი რობერტ ფრიპი რჩებოდა. მან ჟურნალ Rolling Stone-თან თქვა, რომ King Crimson-ის ტურნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში გამართავდა, „თუ ზუსტად ეცოდინებოდა, რომ ეს ერთადერთი გზა იქნებოდა მესამე მსოფლიო ომის თავიდან ასაცილებლად.” 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

FIFA Club World Cup-ის ფინალის მუსიკალურ შოუზე აუდიტორიის წინაშე Doja Cat, Tems, J Balvin და Coldplay წარდგნენ

შემდეგი სტატია

Smurfs-ის პრემიერა, 2025 წლის 13 ივლისი, Paramount Theater-ში, ლოს-ანჯელესი / ფოტო: მაიკლ ბაქნერი

Rihanna-ს თქმით, მისი შვილები გაჯეტებზე არ იქნებიან დამოკიდებული

შეიძლება დაგაინტერესოთ

CHARLI XCX YOUTUBE

ნახეთ Charli XCX-ის სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, რომელიც მის ახალ ალბომ –  Music, Fashion, Film-ს ახლავს

პოპვარსკვლავი გულშემატკივრებს საკუთარ შემოქმედებით პროცესსა და შთაგონების წყაროებს უფრო სიღრმისეულად აცნობს.
მეტი

„Unburned Live არასდროს ყოფილა მხოლოდ კონცერტი” – Quemmekh დაანონსებული პერფორმანსის შესახებ

Unburned არის Quemmekh-ის და გურამ მაცხონაშვილის ერთობლივი პროექტი, რომელიც, მუსიკასთან ერთად, ხელოვნებისა და აუდიტორიასთან ინტერაქციის სხვადასხვა ფორმას აერთიანებს.
მეტი

50 Cent ემინემთან  და 2Pac-თან ერთობლივ ტრეკს აანონსებს

50 Cent-მა განმარტა, რომ თანხმობა 2Pac-ის მემკვიდრეობის მმართველებისგან მიიღო და რომ გარდაცვლილი რეპერის პარტია ტრეკში ხელოვნური ინტელექტით არ არის შექმნილი.
მეტი

BTS-ის წევრები ჯარში ყოფნის პერიოდზე: „არავინ გვყავდა, ვისაც დაველაპარაკებოდით“

K-pop-ის სუპერვარსკვლავებმა თავიანთი საქმიანობა 2022 წლის ბოლოს შეაჩერეს, როდესაც ჯარში პირველი ჯინი გაიწვიეს.
მეტი

გინესის ისტორიული რეკორდისა და სრულად გაყიდული ტურნეს შემდეგ, Pitbull ამჯერად Billboard Latin Music Week 2026-ის მონაწილე იქნება

მაიამი ბიჩი, ფლორიდა (22 ივლისი, 2026) – ისტორიული წარმარმატების სერიის შემდეგ – რომლის ფარგლებშიც გინესის რეკორდი დაამყარა ერთ…
მეტი
ტრევის სკოტი ფილმ The Odyssey-ს პრემიერაზე ნიუ იორკში, 14 ივლისი, 2026 წელი Jamie McCarthy/Getty Images

ტრევის სკოტი ახალ ალბომს აანონსებს: „საკუთარ თავს ვცდი… რათა შევქმნა ისეთი რამ, რაც აქამდე არასდროს გამიკეთებია“

ახალ ინტერვიუში არტისტმა ასევე საკუთარი კომპანიის - Cactus Jack-ის მიერ კინოსტუდიასთან გაფორმებულ კონტრაქტზეც ისაუბრა.
მეტი