Rihanna-ს თქმით, მისი შვილები გაჯეტებზე არ იქნებიან დამოკიდებული

მომღერალმა ლოს-ანჯელესში ანიმაციური ფილმის, Smurfs-ის პრემიერაზე მესამე შვილის სქესის შესახებაც ისაუბრა.
Smurfs-ის პრემიერა, 2025 წლის 13 ივლისი, Paramount Theater-ში, ლოს-ანჯელესი / ფოტო: მაიკლ ბაქნერი
Smurfs-ის პრემიერა, 2025 წლის 13 ივლისი, Paramount Theater-ში, ლოს-ანჯელესი / ფოტო: მაიკლ ბაქნერი

13 ივლისს ლოს-ანჯელესში ანიმაციური ფილმის, Smurfs-ის  პრემიერა გაიმართა, სადაც Rihanna-მ გამოცემა Entertainment Tonight-თან გულახდილად ისაუბრა, თუ რა გავლენა მოახდინა მის აღზრდაზე მამამ, რომელიც 70 წლის ასაკში გარდაიცვალა.  Rihanna-ს  A$AP Rocky-სთან ორი ვაჟი ჰყავს, ამჟამად კი წყვილი მესამე შვილს ელოდება. 

„სულ ვფიქრობდი, თუ როგორი ბაბუა იქნებოდა შვილიშვილებისთვის, მან ნამდვილად შემამზადა ბავშვების აღზრდისთვის, თავგადასვლების და ბუნების მოყვარული ვარ და რისკიანი ხასიათი მაქვს, სწორად ასე მინდა აღვზარდო ისინიც. მინდა  ბუნებაში გაიზარდონ და არ იყვნენ გაჯეტებზე დამოკიდებული.” – თქვა Rihanna-მ.

მომღერალმა დააამატა, რომ მამა მისთვის ბავშვობის ყველაზე მხიარული ნაწილი იყო.  თუმცა ბოლო წლებში Rihanna-ს მამასთან რთული ურთიერთობა ჰქონდა, მას შემდეგ, რაც 2009 წელს კრის ბრაუნმა Rihanna-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, მომღერლის მამამ კი მედიასთან მისი თანხმობის გარეშე ისაუბრა.

2019 წელს Rihanna-მ მამას, რონალდ ფენტის და მის ბიზნეს პარტნიორს, მოზეკ პრეკინსს იმის გამო უჩივლა, რომ მათ კომპანია, სახელწოდებით Fenty Entertainment დააარსეს. მომღერალი ამტკიცებდა, რომ ისინი მისი სახელის გამოყენებით მოგების მიღებას ცდილოდბენ და ამით ინვესტორები შეცდომაში შეჰყავდათ, თუმცა 2021 წელს მომღერალმა სარჩელი უკან გაიტანა.

Smurfs-ის  პრემიერაზე Rihanna-ს ორივე შვილი, 3 წლის არზა და 11 თვის რაიოთ როუზიც იმყოფებოდნენ, სადაც მომღერალმა მომავალი შვილის სქესის შესახებაც ისაუბრა. „ყოველთვის მინდოდა გოგო, თუმცა ღმერთმა უკეთ იცის, არა? და მინდა ვთქვა, რომ ჩემს ბიჭებს ვაღმერთებ.” – თქვა სუპერვარსკვლავმა Extra-სთან საუბარში.  ხოლო როდესაც გამოცემა Access Hollywood-მა ჰკითხა Rihanna-ს, თუ ვის ელიან მისი შვილები, სმურფს თუ სმურფეტის, მომღერალმა იხუმრა კიდეც:  „ისინი ელიან მას, ვინც ლურჯი არ იქნება.“

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

King Crimson წევრები 1974 წელი, Michael Ochs Archives/Getty Images

King Crimson-ის მენეჯერის თქმით, გულშემატკივრები ახალი ალბომის გამოცემის შესახებ ჭორებს არ უნდა აყვნენ

შემდეგი სტატია

NBA-ს ვარსკვლავმა კლეი ტომპსონმა, როგორც ჩანს, დაადასტურა, რომ Megan Thee Stallion-ს ხვდება

შეიძლება დაგაინტერესოთ

ტეილორ სვიფტი და ტრევის კელსი 2026 წლის iHeartRadio-ს მუსიკალურ დაჯილდოებაზე. 2026 წლის 26 მარტი, ლოს-ანჯელესი. Christopher Polk/Billboard

„ახლა დაქორწინებული კაცი ვარ” – ტრევის კელსიმ ტეილორ სვიფტთან ქორწინების შესახებ პირველად ისაუბრა

Kansas City Chiefs-ის მოთამაშემ, ტრევის კელსიმ, ქორწინების შემდეგ ჩაწერილი პირველი პოდკასტის, New Heights-ის ეპიზოდის ანონსში ტეილორ სვიფტზე და მათ ქორწინებაზე ისაუბრა.
მეტი
დოლი პარტონი და მაილი საირუსი 61-ე ყოველწლიური გრემის დაჯილდოებაზე, 2019 წლის 10 თებერვალი, ლოს-ანჯელესი, Photo by Kevin Winter/Getty Images for The Recording Academy

მაილი საირუსი ნათლიის, დოლი პარტონის ხსოვნას პატივს მიაგებს: „ახლა გვერდით ანგელოზი მყავს“

„დოლის სურვილი იქნებოდა, რომ ეს ტკივილი მეგრძნო, მასზე სიმღერა დამეწერა, შემდეგ კი გზა განმეგრძო და ძლიერი ვყოფილიყავი“, - დაწერა საირუსმა.
მეტი
ინგლისელი მსახიობი და მომღერალი ტიმ კარი, 1974 წლის 23 იანვარი. Evening Standard/Hulton Archive/Getty Images

ბრიტანელი ვარსკვლავი ტიმ კარი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა

მსოფლიოში აღიარებული ბრიტანელი მსახიობი, მწერალი, კომიკოსი და მომღერალი ყველაზე მეტად საკულტო კინოკლასიკა The Rocky Horror Picture Show-ში დოქტორ ფრანკ-ენ-ფურტერის როლის შესრულებით იყო ცნობილი.
მეტი
დოლი პარტონი 2014 წლის 28 მაისი, ტენესის შტატი. RICK DIAMOND/GETTY IMAGES

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრძანებით, დოლი პარტონის ხსოვნისადმი პატივსაცემის ნიშნად აშშ-ში დროშები ერთი კვირით დაეშვება

25 აგვისტოს ქანთრის მუსიკის ლეგენდა დოლი პარტონი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მეტი
ოლივია როდრიგო - Vanity Fair 2026-ის ღონისძიებაზე, ლოს ანჯელესი, ბევერლი ჰილზი, 2026 წლის 15 მარტი Chad Salvador/WWD

ოლივია როდრიგო Planned Parenthood-ის ოფისს ეწვია და რეპროდუქციულ უფლებებზე ისაუბრა

მომღერლის მომავალი ფესტივალიდან მიღებული შემოსავლის ნაწილი Planned Parenthood-სა და მსგავსი მიმართულების არაკომერციულ ორგანიზაციებს გადაერიცხებ
მეტი
კეტი პერი - Madison Square Garden. 2024 წლის 13 დეკემბერი, ნიუ-იორკი Kristina Bumphrey/Billboard

კეტი პერიმ ტრამპის ადმინისტრაცია მისი სიმღერის სამხედრო ოპერაციების ამსახველ ვიდეოში გამოყენების გამო გააკრიტიკა

არტისტი თეთრი სახლის მიერ მისი ჰიტის, Firework-ის უნებართვოდ გამოყენებას გამოეხმაურა
მეტი