Billboard Georgia წარმოგიდგენთ: ახალი თაობის მუსიკოსები –  RHYDER (ვიეტნამი) 

ვიეტნამელი მუსიკოსი RHYDER 2001 წელს დაიბადა. მისი სრული სახელია: ნგუიენ კუანგ ანჰი. იგი ვიეტნამურ მუსიკაში ახალ მიმდინარეობას ქმნის, სადაც ერთმანეთს რეპი, R&B, პოპი და ინტროსპექცია  ერწყმის. RHYDER-მა 2013 წელს The Voice Kids Vietnam-ში გაიმარჯვა, ამ მიღწევის შემდეგ კი არტისტმა საკუთარ მუსიკალურ განვითარებას წლები დაუთმო. ამ პერიოდის განმავლობაში სწავლობდა ჯაზ ინსტრუმენტებზე დაკვრას, მუშაობდა ვოკალზე და წერდა სიმღერებს. 

RHYDER-მა წარმატების გზა ვიეტნამის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მუსიკალური რეალითი შოუს, Rap Việt-ის მესამე სეზონიდან დაიწყო, სადაც აუდიტორიას ტექნიკური ოსტატობით და ამბავზე დაფუძნებული თხრობით დაამახსოვრა თავი. შოუში RHYDER ტოპ ცხრა მონაწილეს შორის მოხვდა. მისი მუსიკა თვითდაკვირვებასა და ჟანრების მრავალფეროვნებაზე ორიენტირებულ სტილად ჩამოყალიბდა, რომელიც პოპ-ბალადებსა და მელოდიურ რეპ ჟღერადობას აერთიანებს.

2024 წელს RHYDER-მა კრიტიკოსების და მსმენელის მოწონება ორი ჰიტ სიმღერით დაიმსახურა: Sau Cơn Mưa  (After the Rain), რომელიც COOLKID-თან მონაწილეობით შეიქმნა და წლის ტოპ ათ ადგილობრივ სიმღერათა სიაში მოხვდა. მეორე სიმღერა კი  Chịu Cách Mình Nói Thua (Accept the way I say it), COOLKID-სა და BAN-თან თანამშრომლობით  ჩაწერა და ის  ტოპ ხუთეულში მოხვდა.  ორივე ჰიტი IFPI-ს ვიეტნამის ოფიციალური ჩარტის მიერ არის აღიარებული.


RHYDER-მა მსმენელს სხვა რელიზებითაც დაამახსოვრა თავი, მისი გამორჩეული ტრეკებია:  Dân Chơi Sao Phải Khóc (People who play Star Must Cry) და Anh Biết Rồi (You Know That), ამ სიმღერებმა კიდევ უფრო გააფართოვა არტისტის შემოქმედებითი არეალი, სადაც პოპ-როკი, ტრეპი და რეპ მიმდინარეობებია გაერთიანებული.  

RHYDER ცნობილი ვიეტნამური მუსიკალური რეალითი შოუს, Anh Trai ‘Say Hi’-ის 2024 წლის სეზონში  მეორე ადგილზე გავიდა, რის შემდეგაც არტისტმა სადებიუტო პროექტზე მუშაობა დაიწყო. ახალი ალბომის გამოსვლა კი 2025 წლის ბოლოს იგეგმება. ვიეტნამის პოპულარული მუსიკალური შოუ nh Trai ‘Say Hi’ გამოჩენილ ახალბედა მომღერლებს საშუალებას აძლევს, თავიანთი უნიკალური სტილი წარმოაჩინონ. სწორედ ამის ნათელი მაგალითია – RHYDER, რომელმაც ქვეყნის მასშტაბით, გულწრფელი ემოციებითა და ჟანრობრივი მრავალფეროვნებით მალვე მიიქცია საზოგადოების ყურადღება. 

RHYDER-ის  მომავალი  ალბომი  მის მუსიკალურ გზას ასახავს, რომელიც მრავალჟანრობრივი სტილის მიუხედავად,  საკუთარი ხელწერისა და ემოციური თხრობის ერთგული რჩება. 

პოეტური ტექსტებით, მელოდიური ჟღერადობით და მრავალფეროვანი მუსიკალური სინთეზით  RHYDER ახალ მუსიკალურ აღქმას აყალიბებს, – თუ რას ნიშნავს, იყო Gen Z არტისტი თანამედროვე ვიეტნამურ მუსიკალურ სცენაზე.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

კენტ ნაგანო წინანდლის ფესტივალზე – დირიჟორი, რომელმაც ფრენკ ზაპასთან ერთად იმუშავა

შემდეგი სტატია

Billboard Georgia Presents: New Gen – RHYDER (Vietnam)

შეიძლება დაგაინტერესოთ

ბიონსეს საქველმოქმედო ფონდმა ინდიანას შტატს წყალდიდობის შედეგებთან გასამკლავებლად მსხვილი დონაცია გამოუყო

ფედერალურმა მთავრობამ შტატში შექმნილი ვითარება ახლახან მასშტაბურ კატასტროფად შეაფასა.
მეტი
მაილი საირუსი 2026 წლის 26 მარტს დოლბი თეატრში, iHeartRadio Music-ის დაჯილდოებაზე Gilbert Flores/Billboard

მაილი საირუსი ახალ მუსიკას და, სავარაუდოდ, სასცენო სახელის ცვლილებას აანონსებს

ვარსკვლავმა, როგორც ჩანს, სასცენო სახელიდან Cyrus ამოიღო. შესაძლოა, მაილი საირუსი იმიჯის ცვლილებისთვის ემზადება
მეტი

DillaNext-მა ორი ახალი მუსიკალური ნამუშევარი წარადგინა

DillaNext ზურა ჯიშკარიანის მიმდინარე მუსიკალური პროექტი და ალტერ ეგოა, რომელიც არტისტის შემოქმედებითი ძიებების ახალ ეტაპს ასახავს.
მეტი

თუფაქ შაკურის მკვლელობის საქმეზე განაჩენი გამოტანილია – დუეინ დევისი დამნაშავედ ცნეს

1996 წელს ლას-ვეგასში მომხდარი ტრაგიკული სროლიდან თითქმის 30 წლის შემდეგ, თუფაქ შაკურის მკვლელობის საქმეზე სასამართლომ საბოლოო განაჩენი გამოიტანა.
მეტი

ტენესის გუბერნატორი ნეშვილის აეროპორტისთვის დოლი პარტონის სახელის მინიჭების ინიციატივით გამოდის

ამ ინიციატივის შესახებ ლეგენდარული მომღერლის გარდაცვალებიდან სულ რამდენიმე დღეში გახდა ცნობილი.
მეტი
Prince - Super Bowl-ის ღონისძიებაზე. 2007 წლის 4 თებერვალი. ფლორიდა. ფოტო: ჯონათან დანიელი

Prince-ის ქონების მმართველმა ფონდმა მომღერლის გარდაცვალების 10 წლისთავისადმი მიძღვნილი ალბომი – TIMELESS გამოსცა

იშვიათი და მანამდე გამოუქვეყნებელი სიმღერების კოლექცია 1977-დან 2016 წლამდე პერიოდშია ჩაწერილი.
მეტი

ტეილორ სვიფტმა 50 000 დოლარი გადაურიცხა ქალს, რომელიც უცნობი მოზარდების გადარჩენის მცდელობისას დაშავდა

სვიფტის 50 000-დოლარიანი შემოწირულობა ყველაზე მსხვილი ინდივიდუალური დონაციაა კამპანიაში.
მეტი