კენტ ნაგანო წინანდლის ფესტივალზე – დირიჟორი, რომელმაც ფრენკ ზაპასთან ერთად იმუშავა

წინანდლის ფესტივალი 2025 წლის 4 სექტემბერს მე-7 სეზონს გახსნის.
კენტ ნაგანო
წინანდლის ფესტივალი

წინანდლის ფესტივალი ინსტაგრამის გვერდზე ავრცელებს ვიდეოს, რომელშიც პიანისტი და მუსიკისმცოდნე ნინო ჟვანია გვიყვება კენტ ნაგანოს შესახებ – ერთ-ერთ გამორჩეულ დირიჟორზე, რომელიც 10 სექტემბერს ფესტივალის ფარგლებში პიანისტ ნიკოლაი ლუგანსკისა და პან-კავკასიური ორკესტრის მონაწილეობით დაგეგმილ კონცერტს უდირიჟორებს.

„ნაგანო ცნობილია არა მხოლოდ თავისი უზადო სადირიჟორო ტექნიკითა და ინტერპრეტაციების ინტელექტუალური სიღრმით, არამედ იმითაც, რომ ხშირად არღვევს ტრადიციულ ჩარჩოებს და თამამად უთავსებს კლასიკას თანამედროვე ინოვაციებს. მაგალითად, მას ფრენკ ზაპასთან ერთად აქვს ჩაწერილი ალბომები,“ – ამბობს ნინო ჟვანია ვიდეოში.

წინანდლის ფესტივალი 2025 წლის 4 სექტემბერს მე-7 სეზონს გახსნის. 11 დღის განმავლობაში ღონისძიება კლასიკური მუსიკის არაერთ ადგილობრივ და საერთაშორისო ვარსკვლავს უმასპინძლებს.

იხილეთ ვიდეო: 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

სელენა გომესმა 33-ე დაბადების დღე ბენი ბლანკოსთან, ტეილორ სვიფტთან და სხვა ახლო მეგობრებთან ერთად აღნიშნა

შემდეგი სტატია

Billboard Georgia წარმოგიდგენთ: ახალი თაობის მუსიკოსები –  RHYDER (ვიეტნამი) 

შეიძლება დაგაინტერესოთ

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი