Coldplay-ს კონცერტის შემდეგ Astronomer-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ენდი ბაირონმა თანამდებობა დატოვა

„ჩვენი ლიდერები ყოფაქცევისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტებს უნდა აწესებდნენ. ცოტა ხნის წინ კი ეს სტანდარტები დაირღვა,” – წერს კომპანია.
Coldplay
Anna Lee

Astronomer-ის აღმასრულებელი დირექტორი ენდი ბაირონი თანამდებობიდან გადადგა მას შემდეგ, რაც Coldplay-ს კონცერტზე ის კამერამ თანამშრომელთან ჩახუტებული დააფიქსირა. 

ბოსტონში გამართული კონცერტის დროს დიდ ეკრანზე მოულოდნელად გამოჩნდა ბაირონი, რომელიც თავისი კომპანიის მთავარ HR-ს, კრისტინ კაბოს ეხვეოდა. მას შემდეგ, რაც წყვილმა გააანალიზა, რომ ეკრანზე ჩანდნენ, ბაირონი სწრაფად გავიდა კადრიდან, კაბო კი სახეზე ხელებაფარებული შეტრიალდა. დამოუკიდებლად ორივე მათგანი ქორწინებაში იმყოფება.

„ან რომანი აქვთ, ან უბრალოდ ძალიან მორცხვები არიან,” – თქვა კრის მარტინმა სცენიდან ინციდენტის დროს.

მომდევნო დღეებში ვიდეომ სოციალური მედია დაიპყრო. ინციდენტის შესახებ გაჩნდა მიმებისა და ხუმრობების ტალღა. ქანთრის მომღერალი მორგან უოლენი ამ ამბავს კონცერტზეც კი გამოეხმაურა და მაყურებელს მიმართა, რომ  მის კონცერტზე ამ მხრივ დაცულები იყვნენ.

შემთხვევას გამოეხმაურა Astronomer-იც. კომპანიამ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ეწერა, რომ ბაირონი დაკავებულ თანამდებობას ტოვებდა და კომპანია მის შემცვლელს ეძებდა. 

„ასტრონომერი ერთგულია იმ ღირებულებებისა და კულტურის, რითაც ჩვენი დაარსების დღიდან ვხელმძღვანელობთ. ჩვენი ლიდერები ყოფაქცევისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტებს უნდა აწესებდნენ. ცოტა ხნის წინ კი ეს სტანდარტები დაირღვა. ენდი ბაირონმა გადადგომა მოითხოვა და დირექტორთა საბჭომ მისი მოთხოვნა დააკმაყოფილა. ამჟამად ბორდი ახალ აღმასრულებელ დირექტორს ეძებს. მანამდე კი მის მოვალეობას კომპანიის თანადამფუძნებელი პიტ დეჯოი შეასრულებს,” – ვკითხულობთ განცხადებაში.

„ამ კვირამდე ჩვენი კომპანია ცნობილი იყო, როგრც პიონერი DataOps სივრცეში. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ცნობადობა ერთ ღამეში სრულიად შეიცვალა, არ შეცვლილა ჩვენი პროდუქტი და მომხმარებლისთვის გაწეული სამუშაო. ჩვენ განვაგრძობთ იმის კეთებას, რაც საუკეთესოდ გამოგვდის – ვეხმარებით მომხმარებლებს ყველაზე რთული მონაცემებისა და ხელოვნური ინტელექტის საკითხებში.”

ინციდენტის შესახებ განცხადება არ გაუვრცელებია Coldplay-ს. თუმცა ბენდის შაბათის კონცერტზე ერთ-ერთ ფანს ეჭირა ბანერი წარწერით: „ის არ არის ჩემი დირექტორი,” – და ისარი მის გვერდით მდგომ კაცზე იყო მითითებული.

კრის მარტინმა კი მაყურებელს მიმართა: „გვინდა, რომ ზოგიერთ თქვენგანს მოგესალმოთ. როგორ ვაკეთებთ ამას – გამოვიყენებთ ჩვენს კამერებს და ზოგიერთი თქვენგანი დიდ ეკრანზე გამოჩნდებით. ასე რომ, გთხოვთ, თუ ჯერ არ გაქვთ მაკიაჟი, გაიკეთეთ ახლავე.”

აღნიშნული შოუს შემდეგ ერთ-ერთმა ფანმა დაწერა, რომ შაბათის კონცერტზე დიდ ეკრანზე არც ერთი წყვილი აღარ უჩვენებიათ.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Tyler, The Creator ახალ ალბომს გამოსცემს

შემდეგი სტატია

ჯორჯ დენიელი და Charli XCX BRIT Award-ზე 2025 წელი, ლონდონი, .JMEnternational/Getty Images

Charli XCX და ბენდ The 1975-ის წევრი ჯორჯ დენიელი ლონდონში დაქორწინდნენ

შეიძლება დაგაინტერესოთ

STRAUSWERK-ის დებიუტი ბერლინში: ქართული დამოუკიდებელი კულტურა ერთ სივრცეში

7 ნოემბერს Haus der Visionäre-ში, Straus Entertainment-ის ორგანიზებით, ქართული კულტურის წარმომადგენლები STRAUSWERK ფესტივალზე გაერთიანდებიან.
მეტი

Tashyo და Sabana – ქართული ჰიპ-ჰოპ სცენის გამორჩეული შემოქმედებითი დუეტი Tbilisi Hip-Hop Festival-ზე

მსმენელი მათ უკვე იცნობს როგორც არტისტების დუეტს, რომელიც ავთენტური ჟღერადობით ისეთ კოლაბორაციებს ქმნის, რომლებიც მალევე ჰიტებად იქცევა.
მეტი
Zuk n' Sos - ყაყაჩო (feat. Ketato Nergadze)

Zuk n’ Sos-ის ახალი ქავერი „ყაყაჩო“ – ცნობილი სიმღერის თანამედროვე ინტერპრეტაცია

თბილისურმა მუსიკალურმა დუეტმა, ქეთათო ნერგაძესთან ერთად, ცნობილი კომპოზიციის, „ყაყაჩოს“ ქავერ ვერსია გამოუშვა.
მეტი

ბრიტნი სპირსმა აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა გააზიარა, რომლის თანაავტორიც მისი იმდროინდელი შეყვარებული ჯასტინ ტიმბერლეიკია

სიმღერა სპირსის ალბომის, Britney-ს 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სპეციალურ გამოშვებაში შევა, რომელიც 6 ნოემბერს გამოვა.
მეტი

ოლივია როდრიგო პოტენციურ კოლაბორაციას აანონსებს

პოპვარსკვლავმა ინსტაგრამზე ჩაწერის სესიიდან მცირე ფრაგმენტი გამოაქვეყნა, რამაც ფანებში ახალგაზრდა მუსიკოსთან მისი შესაძლო თანამშრომლობის ვარაუდები გააჩინა.
მეტი