Charli XCX და ბენდ The 1975-ის წევრი ჯორჯ დენიელი ლონდონში დაქორწინდნენ

პოპვარსკვლავი საქორწილო კაბაში 19 ივლისს დააფიქსირეს.
ჯორჯ დენიელი და Charli XCX BRIT Award-ზე 2025 წელი, ლონდონი, .JMEnternational/Getty Images
ჯორჯ დენიელი და Charli XCX BRIT Award-ზე 2025 წელი, ლონდონი, .JMEnternational/Getty Images

19 ივლისს Charli XCX ბენდ The 1975-ის წევრ ჯორჯ დენიელთან ერთად საქორწილო კაბაში გამოწყობილი დააფიქსირეს. – ამის შესახებ გამოცემა TMZ წერს. სოციალურ ქსელ X-ზე გავრცელებულ ვიდეოში კი ჩანს, თუ როგორ აღნიშნავს წყვილი ოჯახის წევრებისა და მეგობრების გარემოცვაში ამ მნიშვნელოვან დღეს. ბრიტანელმა მომღერალმა საქორწინო ცერემონიალისთვის მოკლე, თეთრი, მხრებზე ჩამოშლილი აბრეშუმის კაბა შეარჩია, ჯორჯ დენიელს კი მუქი ფერის პიჯაკი და  ღია ფერის პერანგი ეცვა.  

TMZ-ის ინფორმაციით, ცერემონია ვიწრო წრეში ჩატარდა, სადაც მხოლოდ 20-მდე ადამიანი იმყოფებოდა. ღონისძიებას ფრონტმენ მეთ ჰილის გარდა ბენდ 1975-ის წევრებიც  ესწრებოდნენ. 

Charli XCX და ჯორჯ დენიელი ერთმანეთს 2022 წლიდან ხვდებოდნენ.  მათი ნიშნობის შესახებ კი 2023-ში გახდა ცნობილი. წყვილის ურთიერთობას ოფიციალური სახე 2022 წლის მაისში მიეცა, მას შემდეგ, რაც Charli XCX-ის ალბომზე Crash ერთად იმუშავეს. იმავე წელს ალბომმა  Billboard 200-ის ჩარტში მე-7 ადგილი დაიკავა. დენიელმა პოპვარსკვლავის სხვა ტრეკების პროდიუსინგშიც მიიღო მონაწილეობა, მათ შორის არის სემ სმითთან დუეტი სიმღერით – In the City  და Hot Girl, რომელიც ფილმის Bodies Bodies Bodies ერთ-ერთი საუნდტრეკია. 

Charli XCX-მა ფურორი მოახდინა გასულ წელს რიგით მეექვსე ალბომ  Brat-ის გამოცემით, რომელმაც Billboard 200-ის ჩარტში მესამე ადგილი დაიკავა, ეს კი არტისტის კარიერაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 

ალბომ Brat-ის მხარდასაჭერი წარმატებული ტურნეს შემდეგ ყურადღება ეკრანზე გადაიტანა და ამჟამად ის A24-ისთვის საკუთარ ფილმზე, The Moment-ზე მუშაობს. ცოტა ხნის წინ კი Charli XCX-მა მსახიობის და პროდიუსერის ამპლუაში ცნობილი იაპონელი ჰორორ-რეჟისორის, ტაკაში მიიკეს ახალ ფილმშიც (Yakuza Apocalypse) მიიღო მონაწილეობა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Coldplay-ს კონცერტის შემდეგ Astronomer-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ენდი ბაირონმა თანამდებობა დატოვა

შემდეგი სტატია

Billboard Georgia წარმოგიდგენთ: ახალი თაობის მუსიკოსები – ALYSON (ფილიპინები)

შეიძლება დაგაინტერესოთ

ტეილორ სვიფტი და ტრევის კელსი 2026 წლის iHeartRadio-ს მუსიკალურ დაჯილდოებაზე. 2026 წლის 26 მარტი, ლოს-ანჯელესი. Christopher Polk/Billboard

„ახლა დაქორწინებული კაცი ვარ” – ტრევის კელსიმ ტეილორ სვიფტთან ქორწინების შესახებ პირველად ისაუბრა

Kansas City Chiefs-ის მოთამაშემ, ტრევის კელსიმ, ქორწინების შემდეგ ჩაწერილი პირველი პოდკასტის, New Heights-ის ეპიზოდის ანონსში ტეილორ სვიფტზე და მათ ქორწინებაზე ისაუბრა.
მეტი
დოლი პარტონი და მაილი საირუსი 61-ე ყოველწლიური გრემის დაჯილდოებაზე, 2019 წლის 10 თებერვალი, ლოს-ანჯელესი, Photo by Kevin Winter/Getty Images for The Recording Academy

მაილი საირუსი ნათლიის, დოლი პარტონის ხსოვნას პატივს მიაგებს: „ახლა გვერდით ანგელოზი მყავს“

„დოლის სურვილი იქნებოდა, რომ ეს ტკივილი მეგრძნო, მასზე სიმღერა დამეწერა, შემდეგ კი გზა განმეგრძო და ძლიერი ვყოფილიყავი“, - დაწერა საირუსმა.
მეტი
ინგლისელი მსახიობი და მომღერალი ტიმ კარი, 1974 წლის 23 იანვარი. Evening Standard/Hulton Archive/Getty Images

ბრიტანელი ვარსკვლავი ტიმ კარი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა

მსოფლიოში აღიარებული ბრიტანელი მსახიობი, მწერალი, კომიკოსი და მომღერალი ყველაზე მეტად საკულტო კინოკლასიკა The Rocky Horror Picture Show-ში დოქტორ ფრანკ-ენ-ფურტერის როლის შესრულებით იყო ცნობილი.
მეტი
დოლი პარტონი 2014 წლის 28 მაისი, ტენესის შტატი. RICK DIAMOND/GETTY IMAGES

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრძანებით, დოლი პარტონის ხსოვნისადმი პატივსაცემის ნიშნად აშშ-ში დროშები ერთი კვირით დაეშვება

25 აგვისტოს ქანთრის მუსიკის ლეგენდა დოლი პარტონი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მეტი
ოლივია როდრიგო - Vanity Fair 2026-ის ღონისძიებაზე, ლოს ანჯელესი, ბევერლი ჰილზი, 2026 წლის 15 მარტი Chad Salvador/WWD

ოლივია როდრიგო Planned Parenthood-ის ოფისს ეწვია და რეპროდუქციულ უფლებებზე ისაუბრა

მომღერლის მომავალი ფესტივალიდან მიღებული შემოსავლის ნაწილი Planned Parenthood-სა და მსგავსი მიმართულების არაკომერციულ ორგანიზაციებს გადაერიცხებ
მეტი
კეტი პერი - Madison Square Garden. 2024 წლის 13 დეკემბერი, ნიუ-იორკი Kristina Bumphrey/Billboard

კეტი პერიმ ტრამპის ადმინისტრაცია მისი სიმღერის სამხედრო ოპერაციების ამსახველ ვიდეოში გამოყენების გამო გააკრიტიკა

არტისტი თეთრი სახლის მიერ მისი ჰიტის, Firework-ის უნებართვოდ გამოყენებას გამოეხმაურა
მეტი