სელენა გომესმა 33-ე დაბადების დღე ბენი ბლანკოსთან, ტეილორ სვიფტთან და სხვა ახლო მეგობრებთან ერთად აღნიშნა

მომღერალმა ინსტაგრამზე წვეულების ფოტოები და ვრცელი პოსტი გააზიარა, რომელშიც განვლილ წელს იხსენებს.
სელენა გომესი 2025 Vanity Fair Oscar Party-ზე.
Leon Bennett/GA/The Hollywood Reporter via Getty Images

სელენა გომესმა თავისი 33-ე დაბადების დღე რამდენიმე დღით ადრე საყვარელ ადამიანებთან ერთად აღნიშნა. მათ შორის იყო ვარსკვლავის საქმრო ბენი ბლანკო და ახლო მეგობარი ტეილორ სვიფტი. გომესმა დაბადების დღის წვეულების ამსახველი ფოტოგალერეა ინსტაგრამზე გააზიარა და მასთან ერთად პოსტიც გამოაქვეყნა, რომელშიც გასულ წელს შეეხო. 

როგორც ჩანს, წვეულება ლოს-ანჯელესში გაიმართა, გომესის დაბადების დღის რეალურ თარიღამდე – 22 ივლისამდე რამდენიმე დღით ადრე. ერთ-ერთ ფოტოში, რომელიც სახურავზეა გადაღებული, სავარაუდოდ, ჰოლივუდის რუზველტის სასტუმროს ნიშანი ჩანს. კიდევ ერთი ფოტო კი გომესის და  ბლანკოს კოცნას ასახავს. სხვა კადრში ის ტეილორ სვიფტთან ერთად პოზირებს ბუშტებით გაფორმებულ სივრცეში.

„როდესაც 33-ე დაბადების დღის აღნიშვნისთვის ვემზადებოდი, სურვილი გამიჩნდა, გამეხსენებინა საოცარი გზა, რომელმაც აქამდე მომიყვანა. გასული წელი ყველაზე ლამაზი პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში და ამაში თქვენ დიდი წვლილი მიგიძღვით. მადლობელი ვარ თქვენი მუდმივი სიყვარულისა და სიკეთისთვის. თქვენ მგულშემატკივრობდით და თანადგომას იჩენდით კარგ თუ რთულ დღეებში, ან უბრალოდ ყურადღებით მისმენდით – თქვენ ეს წელი დაუვიწყარ გამოცდილებად აქციეთ. უკიდურესად მადლიერი ვარ თქვენი სიყვარულისთვის. ახლა, როცა ახალ წელს ვიწყებ, სავსე ვარ მოლოდინით და მომავლის იმედით. მოუთმენლად ველი, გაგიზიაროთ უფრო მეტი, შევქმნა ახალი მოგონებები და გავაგრძელო ეს მშვენიერი მოგზაურობა. სიგიჟემდე მიყვარხართ ყველა,“ – წერს სელენა გომესი. 

იხილეთ სელენა გომესის დაბადების დღის წვეულების ფოტოალბომი, რომელიც ვარსკვლავმა საკუთარ ინსტაგრამზე გამოაქვეყნა.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Billboard Georgia Presents: New Gen – ALYSON (Philippines)

შემდეგი სტატია

კენტ ნაგანო წინანდლის ფესტივალზე – დირიჟორი, რომელმაც ფრენკ ზაპასთან ერთად იმუშავა

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი