Billboard Georgia წარმოგიდგენთ: ახალი თაობის მუსიკოსები –  იანგ რუნძე (ჩინეთი)

Yang Runze
Yang Runze

არტისტი იანგ რუნძე 2000 წლის 17 ივლისს ჩინეთში, შენჯენში, გუანდუნის პროვინციაში დაიბადა. იგი პოპ-როკ მომღერალი, მულტიინსტრუმენტალისტი და გიტარისტია, რომელმაც მუსიკალურ ინდუსტრიაში საკუთარი გამორჩეული გზა გაკვალა.

მისი მუსიკალური კარიერა 2020 წელს დაიწყო, როდესაც  Tencent Video-ს რეალითი შოუ The Coming One: Super Band-ში მიიღო მონაწილეობა და მალევე მოიპოვა ფართო აღიარება. იმავე წლის სექტემბერში მისი პროფესიული დებიუტი შედგა, როგორც ვოკალისტის და გიტარისტის, ჯგუფ  Fruit Planet-ში. ბენდთან ერთად არტისტმა მალევე მიიქცია ყურადღება ჩინეთის ცოცხალი მუსიკის სცენაზე. მომდევნო სამი წლის განმავლობაში იანგ რუნძე ისეთ ცნობილ ფესტივალებზე წარდგა, როგორებიცაა Wheat Field Music Festival, Little Strawberry Music Festival და LPA Independent Music Showcase.

2023 წლის აპრილში არტისტმა სოლო კარიერა დაიწყო, შემოქმედებითმა თავისუფლებამ და ინდივიდუალურმა სტილმა კი მისი შემოქმედება კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანა.  2024 წლის აპრილში მისი სადებიუტო სოლო ალბომი So I Hugged a Tree  გამოვიდა. ალბომმა კრიტიკოსების მოწონება დაიმსახურა და 3rd Wave Music Awards-ზე საუკეთესო ახალი არტისტის კატეგორიაში იყო ნომინირებული. 2024 წლის აგვისტოში იანგ რუნძემ ტურნე So I Hugged a Tree Tour დაიწყო და  მთელი ქვეყნის მასშტაბით გამართა კონცერტები.

2025 წელს იანგმა განაცხადა, რომ პოპულარულ მუსიკალურ შოუ  – Asian Rising Voices-ში იღებს მონაწილეობას. მისი სოლო კარიერის ერთ-ერთ მთავარ მიღწევად  2025 წლის ივნისში  ალბომ We’ll Return to Before the Universe Was Born-ის გამოცემა იქცა. ეს არის პირველი დამოუკიდებელი ალბომი, სადაც ინდი-მუსიკა, როკი და პოპი ერთიანდება. ახალ პროექტს ამავე სახელწოდების ტურნე სდევს თან, სადაც მსმენელი ყოფიერებისა და ნოსტალგიის მუსიკალურ სივრცეში იმოგზაურებს.

ინოვაციური მიდგომითა და პოეტური თხრობით, არტისტი იანგ რუნძე თანამედროვე ჩინური მუსიკის ერთ-ერთ გამორჩეულ და გავლენიან შემსრულებლად რჩება.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ოზი ოსბორნი Black Sabbath, 1975 წელი. ფოტო: იან დიკსონი/Redferns

ლეგენდარული მუსიკოსი ოზი ოსბორნი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა

შემდეგი სტატია

Yang Runze

Billboard Georgia Presents: New Gen – Yang Runze (China) 

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი