ბიონსეს და კენდრიკ ლამარის კოლაბორაციული სიმღერა პოლ თომას ანდერსონის ფილმის თრეილერში One Battle After Another-ში გაჟღერდა

ფილმში მთავარ როლს ლეონარდო დიკაპრიო, ტეიანა ტეილორი, რეგინა ჰოლი და შონ პენი ასრულებენ.
ბიონსე და კენდრიკ ლამარი, 2016 წელის 26 ივნისი, ლოს ანჯელესი, კალიფორნია. ფოტო: Paras Griffin/BET/Getty Images
ბიონსე და კენდრიკ ლამარი, 2016 წელის 26 ივნისი, ლოს ანჯელესი, კალიფორნია. ფოტო: Paras Griffin/BET/Getty Images

24 ივლისს პოლ თომას ანდერსონის ფილმის, One Battle After Another-ის  ტრეილერი გამოქვეყნდა, რომლის საუნდტრეკიც ბიონსესა და კენდრიკ ლამარის კოლაბორაციით შექმნილი სიმღერაა, სახელწოდებით – Freedom. ის ბიონსეს ალბომ Lemonade-შია შესული.

ფილმ One Battle After Another-ის პრემიერა 26 სექტემბერსაა დაგეგმილი, სადაც მთავარ როლს  ლეონარდო დიკაპრიო, ტეიანა ტეილორი, რეგინა ჰოლი და შონ პენი ასრულებენ. მსახიობთა გუნდში ასევე არიან ბენისიო დელ ტორო და რეგინა ჰოლი. 

აპრილში CinemaCon-ზე ლეონარდო დიკაპრიომ ფილმის შესახებ ისაუბრა: “ეს არის უდიდესი მასშტაბისა და დიაპაზონის ფილმი. ბევრი სცენარისტ-რეჟისორი მკაცრად განსაზღვრულ ჩარჩოებში მუშაობს, თუმცა ანდერსონს მსახიობებთან ურთიერთობის განსაკუთრებული მიდგომა აქვს.” 

ფილმის კომპოზიტორი ჯონი გრინვუდია. გადაღებები კალიფორნიაში მიმდინარეობდა. 

ჯასტ ბლეიზის პროდიუსერობით შექმნილი სიმღერა  Freedom ბიონსეს 2016 წლის ალბომ Lemonade-შია შესული, რომელიც ბიონსეს პირველი თანამშრომლობაა კენდრიკ ლამართან.  გოსპელ-როკის ელემენტებით გაჯერებული კომპოზიცია გრემის დაჯილდოებაზეც იყო ნომინირებული,  Billboard Hot 100-ის ჩარტში კი მან 35-ე ადგილი დაიკავა.

ნახეთ ფილმის ტრეილერი: One Battle After Another:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ოლივია როდრიგო და გრეისი აბრამსი პალესტინელი ბავშვების შიმშილის ფაქტებს გამოეხმაურნენ

შემდეგი სტატია

Madonna - Veronica Electronica

Madonna-ს ახალი პროექტი სახელწოდებით Veronica Electronica

შეიძლება დაგაინტერესოთ

Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი

ტექნოს პიონერი და ჯგუფ Cybotron-ის თანადამფუძნებელი ხუან ატკინსი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა

Cybotron-ის, Model 500-ისა და Belleville Three-ს მეშვეობით მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტექნო მუსიკის მსოფლიო აუდიტორიამდე მიტანაში.
მეტი