Madonna-ს ახალი პროექტი სახელწოდებით Veronica Electronica

პროექტი Madonna-ს 1998 წლის ალბომ Ray of Light-იდან რვა რემიქსს მოიცავს.
Madonna - Veronica Electronica
Madonna – Veronica Electronica

25 ივლისს  Madonna-ს რემიქს-ალბომი გამოვიდა, რომელიც 1998 წლის ალბომ Ray of Light-იდან აქამდე გამოუქვეყნებელ რელიზებს მოიცავს.

პროექტში მონაწილეობენ  Ray of Light-ის თანაავტორი  უილიამ ორბიტი და  კლუბური სცენის ვარსკვლავები პიტერ რაუჰოფერი, საშა,  BT და ვიქტორ კალდერონე. რემიქს-ალბომი სახელწოდებით Veronica Electronica აქამდე გამოუქვეყნებელ ორიგინალურ დემო-ვერსიებსაც მოიცავს, მაგალითად სიმღერა Gone, Gone, Gone, რომელიც პოპვარსკვლავმა რიკ ნოუილთან ერთად შექმნა. 

პროექტში ასევე შედის ტრეკები: Drowned World/Substitute For Love, Ray Of Light, Skin, Nothing Really Matters, Sky Fits Heaven, Frozen და The Power Of Good-Bye.

1998 წლის თებერვალში გამოცემული ლეგენდარული ალბომი Ray of Light  Billboard 200-ის ჩარტში  78 კვირის განმავლობაში იმყოფებოდა და მეორე ადგილამდე ავიდა, პირველ პოზიციას იმ პერიოდში Titanic-ის საუნდტრეკი იკავებდა. ალბომში შესული ოთხი ჰიტი კი Hot 100-შია შესული, ესენია:  Ray of Light, Frozen, The Power of Goodbye და Nothing Really Matters. 1999 წელს  ალბომმა გრემის ოთხი ჯილდო მოიპოვა,  მათ შორის საუკეთესო პოპ-ალბომის ნომინაციაში.

ალბომმა Ray of Light უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ელექტრონული მუსიკის მასშტაბურ პოპულარიზაციაში. Madonna პირველ უდიდეს პოპშემსრულებელად იქცა, რომელმაც სრულად ელექტრონული ალბომი გამოსცა, ამან კი 90-იანი წლების კლუბური კულტურა პოპკულტურაშიც გადმოიტანა.

თავდაპირველად ალბომი Veronica Electronica სრულად Ray of Light-ის რემიქს პროექტი უნდა ყოფილიყო,  თუმცა უდიდესი წარმატების გამო მისი გამოცემა გადაიდო. საბოლოოდ, ალბომის 16 მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაყიდა. 27 წლის შემდეგ კი პროექტი შედგა და ალბომი Veronica Electronica გამოიცა.

მოისმინეთ Veronica Electronica:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ბიონსე და კენდრიკ ლამარი, 2016 წელის 26 ივნისი, ლოს ანჯელესი, კალიფორნია. ფოტო: Paras Griffin/BET/Getty Images

ბიონსეს და კენდრიკ ლამარის კოლაბორაციული სიმღერა პოლ თომას ანდერსონის ფილმის თრეილერში One Battle After Another-ში გაჟღერდა

შემდეგი სტატია

Tame Impala ახალ ეტაპს იწყებს სინგლით End of Summer

შეიძლება დაგაინტერესოთ

STRAUSWERK-ის დებიუტი ბერლინში: ქართული დამოუკიდებელი კულტურა ერთ სივრცეში

7 ნოემბერს Haus der Visionäre-ში, Straus Entertainment-ის ორგანიზებით, ქართული კულტურის წარმომადგენლები STRAUSWERK ფესტივალზე გაერთიანდებიან.
მეტი

Tashyo და Sabana – ქართული ჰიპ-ჰოპ სცენის გამორჩეული შემოქმედებითი დუეტი Tbilisi Hip-Hop Festival-ზე

მსმენელი მათ უკვე იცნობს როგორც არტისტების დუეტს, რომელიც ავთენტური ჟღერადობით ისეთ კოლაბორაციებს ქმნის, რომლებიც მალევე ჰიტებად იქცევა.
მეტი
Zuk n' Sos - ყაყაჩო (feat. Ketato Nergadze)

Zuk n’ Sos-ის ახალი ქავერი „ყაყაჩო“ – ცნობილი სიმღერის თანამედროვე ინტერპრეტაცია

თბილისურმა მუსიკალურმა დუეტმა, ქეთათო ნერგაძესთან ერთად, ცნობილი კომპოზიციის, „ყაყაჩოს“ ქავერ ვერსია გამოუშვა.
მეტი

ბრიტნი სპირსმა აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა გააზიარა, რომლის თანაავტორიც მისი იმდროინდელი შეყვარებული ჯასტინ ტიმბერლეიკია

სიმღერა სპირსის ალბომის, Britney-ს 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სპეციალურ გამოშვებაში შევა, რომელიც 6 ნოემბერს გამოვა.
მეტი

ოლივია როდრიგო პოტენციურ კოლაბორაციას აანონსებს

პოპვარსკვლავმა ინსტაგრამზე ჩაწერის სესიიდან მცირე ფრაგმენტი გამოაქვეყნა, რამაც ფანებში ახალგაზრდა მუსიკოსთან მისი შესაძლო თანამშრომლობის ვარაუდები გააჩინა.
მეტი