ოლივია როდრიგო და გრეისი აბრამსი პალესტინელი ბავშვების შიმშილის ფაქტებს გამოეხმაურნენ

„არასოდეს მიფიქრია, რომ ოდესმე ვიხილავდი ჩვილების განზრახ შიმშილით მკვლელობის ფაქტს იმ დროს, როცა საკვები და რძის ფხვნილები დაურიგებლად ინახება მათგან სულ რამდენიმე მილის დაშორებით,” – წერია ბავშვებისთვის განკუთვნილი კონტენტ კრეატორის, Ms. Rachel-ის პოსტში, რომელიც ვარსკვლავებმა „ინსტაგრამის სთორიში“ გააზიარეს.
ოლივია როდრიგო და გრეის აბრამსი. 2025 წლის 30 იანვარი, კალიფორნია

ოლივია როდრიგო და გრეისი აბრამსი თავიანთ პლატფორმებს მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე ყურადღების გასამახვილებლად იყენებენ: ვარსკვლავები გამოეხმაურნენ ღაზის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციების შედეგად დაზარალებულებს – განსაკუთრებით ბავშვებს, რომლებიც ღაზაში მიმდინარე ძალადობის ფონზე შიმშილით იტანჯებიან.

22 ივლისს ორივე პოპვარსკვლავმა „ინსტაგრამის სთორიში“ ერთი და იგივე პოსტი გააზიარა – ეს არის ბავშვებისთვის განკუთვნილი კონტენტ კრეატორის, Ms. Rachel-ის პოსტი, რომელიც დიდი ხანია, ღიად უჭერს მხარს პალესტინელებს და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას ითხოვს ღაზის იმ რეგიონებისთვის, სადაც შიმშილი უკვე თითქმის ორი წელია მძვინვარებს. ამ ტერიტორიაზე მოსახლეობა ომის შედეგად უკიდურეს ტანჯვას განიცდის.

„არასოდეს მიფიქრია, რომ ოდესმე ვიხილავდი ჩვილების განზრახ შიმშილით მკვლელობის ფაქტს იმ დროს, როცა საკვები და რძის ფხვნილები დაურიგებლად ინახება მათგან სულ რამდენიმე მილის დაშორებით. არასოდეს მეგონა, რომ ადამიანები, რომლებიც ყოველთვის ბავშვის უფლებებს იცავდნენ, ამას საკუთარი თვალით იხილავდნენ და მაინც დუმილს ამჯობინებდნენ,“ – წერია პოსტში.

როდრიგომ და აბრამსმა მოიწონეს ეს პოსტი ავტორის ინსტაგრამზე და შემდეგ საკუთარ „სთორიშიც“ გააზიარეს. ორივე ვარსკვლავი იმ უამრავ ცნობილ სახეს შორისაა, რომლებმაც პალესტინელების მიმართ სოლიდარობა გამოხატეს. Reuters-ის ინფორმაციით, ისრაელის სამხედრო ქმედებების შედეგად უკვე დაახლოებით 60 000 პალესტინელი დაიღუპა. 2023 წელს აბრამსმა ხელი მოაწერა მოწოდებას Artists4Ceasefire-ის წერილზე, რომელსაც ასევე შეუერთდნენ დრეიკი, ჯენიფერ ლოპესი, დუა ლიპა და სხვა მრავალი არტისტი. ბოლო კვირების განმავლობაში ლანა დელ რეიმ ინსტაგრამზე დაწერა, რომ ყოველდღე ლოცულობს პალესტინელებისათვის, ხოლო ბილი აილიშმა გააკრიტიკა ისრაელის „შემაძრწუნებელი“ გეგმა, რომელიც პალესტინელების იძულებით გადაყვანას ითვალისწინებს ღაზას სხვა რეგიონში.

ივლისის დასაწყისში როდრიგომ პირადი გზავნილიც გაავრცელა, რომელშიც ღაზაში არსებული „შემზარავი და სრულიად მიუღებელი“ მდგომარეობა დაგმო. „არ არსებობს სიტყვები იმ გულისტკივილის გადმოსაცემად, რასაც განვიცდი, როცა ღაზაში უდანაშაულო პალესტინელი ხალხი – დედები, მამები და ბავშვები შიმშილობენ. მათ არ აქვთ წყალი და არ ეძლევათ წვდომა ძირითად სამედიცინო სერვისებსა და ჰუმანიტარულ დახმარებაზე,“ – დაწერა როდრიგომ.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

შერონ ოსბორნი ოზი ოსბორნის გარდაცვალების შესახებ პოსტს გამოეხმაურა

შემდეგი სტატია

ბიონსე და კენდრიკ ლამარი, 2016 წელის 26 ივნისი, ლოს ანჯელესი, კალიფორნია. ფოტო: Paras Griffin/BET/Getty Images

ბიონსეს და კენდრიკ ლამარის კოლაბორაციული სიმღერა პოლ თომას ანდერსონის ფილმის თრეილერში One Battle After Another-ში გაჟღერდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

სოულის, ფანკის და R&B-ის საკულტო ეპოქის ენერგია თბილისში – Tatuza Jazz Club-ის სცენაზე Soul Train წარდგება

პროექტის სახელწოდება უკავშირდება ამერიკული ტელევიზიის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მუსიკალურ გადაცემას – Soul Train-ს, რომელიც ეთერში 1971 წლიდან 2006 წლამდე გადიოდა.
მეტი

მაიკი მედისონი ბრიტნი სპირსის ბიოგრაფიულ ფილმში მის მონაწილეობასთან დაკავშირებულ ჭორებს ეხმაურება: „ბრიტნი ჩემი ყველაფერია”

კვირის დასაწყისში რეჟისორმა ჯონ ემ ჩუმ განაცხადა, რომ კასტინგზე ჯერ არც კი ფიქრობს.
მეტი
ილუსტრაციის ავტორი: კრისტინა ცეკოვა

რას ნიშნავს Grammy-ს ნომინანტებისთვის „საუკეთესო ახალი შემსრულებლის“ დაჯილდოებაში შეტანილი მნიშვნელოვანი ცვლილებები

დღეს არტისტების წარმატებისკენ მიმავალი გზა უფრო გრძელი და მრავალფეროვანია, ამიტომ ხმის ჩამწერმა აკადემიამ „საუკეთესო ახალი შემსრულებლის“ კატეგორიის კრიტერიუმები განაახლა, რათა ის დღევანდელ რეალობას უკეთ ასახავდეს.
მეტი
Red Bull Dance Your Style საქართველოს ეროვნული ფინალის გამარჯვებული NEI NEI ფოტო: რეზი ყენია

Red Bull Dance Your Style-ის მსოფლიო ფინალზე საქართველოს NEI NEI წარადგენს

„ყველაზე მნიშვნელოვანი ავთენტურობაა - დარჩე საკუთარი თავის ერთგული“ - NEI NEI იმ გამოცდილებაზე საუბრობს, რომელმაც ის Red Bull Dance Your Style-ის მსოფლიო ფინალამდე მიიყვანა.
მეტი

DillaNext-ის Funk of 1993 –  ახალი ვიდეოკლიპის პრეზენტაცია „ანტენაში“

10 ოქტომბერს „ანტენა“ ზურა ჯიშკარიანის მუსიკალური პროექტის, DillaNext-ის ახალი ვიდეოკლიპის – Funk of 1993-ის პრეზენტაციას უმასპინძლებს. საღამო შაბათს,…
მეტი