Tame Impala ახალ ეტაპს იწყებს სინგლით End of Summer

კევინ პარკერმა სიმღერა პირველად გასულ თვეს ბარსელონის DJ სეტზე წარადგინა.
Tame Impala
Julian Klincewicz

კევინ პარკერმა პირობა შეასრულა და Tame Impala-ს ახალი სიმღერა გამოსცა, რომელიც, როგორც ჩანს, პირველი სინგლია მომავალი ალბომიდან. 

შვიდწუთიანი ტრეკი პირველი რელიზია, რომელიც Tame Impala-მ Columbia Records-თან გაფორმებული კონტრაქტის ქვეშ გამოსცა. პარკერის სავიზიტო ვოკალით End of Summer უდავოდ არის გადახვევა Tame Impala-ს წინა კურსისგან, თუმცა, ამავდროულად, ეს არის ლოგიკური განვითარება იმისა, რაზეც მუსიკოსი წინა ალბომებში უკვე მიგვანიშნებდა იმ დისკო ელემენტების საშუალებით, რომლებიც გამოყენებული იყო 2015 წლის Currents -სა და 2020 წლის The Slow Rush-ში.

სიმღერას მოჰყვება ვიდეოკლიპიც, რომელიც მოიცავს სხვადასხვა ლოკაციაზე გადაღებულ სწრაფად ცვალებად და რეტრო კადრებს.

End of Summer პარკერმა პირველად გასულ თვეს ბარსელონის DJ სეტზე წარადგინა. „გინდათ მოისმინოთ ახალი სიმღერა? გინდათ მოისმინოთ Tame Impala-ს ახალი სიმღერა?” – ჰკითხა მან მაყურებელს. „თქვენ პირველები იქნებით, ვინც ამას მოისმენს, ხვდებით? აქედან უკან დასახევი გზა აღარ არის.”

ივნისის დასაწყისში პარკერმა ინსტაგრამზე ფოტოების სერია გააზიარა, რომლითაც ის ახალ ალბომს აანონსებდა. ცოტა ხანში კი ვებსაიტს დაუსათაურებელი ვინილი დაემატა, რომელიც მალევე სრულად გაიყიდა. 

მიუხედავად იმისა, რომ სიმღერის ოფიციალურ აღწერაში არსად წერია, რომ End of Summer Tame Impala-ს მეხუთე ალბომის სინგლია, პარკერმა ცოტა ხნის წინ ინსტაგრამზე ალბომში შემავალი კომპოზიციების სია გამოაქვეყნა, რომელიც End of Summer-საც მოიცავს.

2020 წლის The Slow Rush-ის შემდეგ პარკერი არაერთი პროექტით იყო დაკავებული. 2023 წელს, Lonerism-ის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მან ალბომი ხელახლა გამოსცა. ამას მოჰყვა Journey to the Real World – სიმღერა „ბარბის” საუნდტრეკისთვის, ასევე Crowded House-ისა და ელვის პრესლის სიმღერების რემიქსები. პარკერი გამოჩნდა დაიანა როსისა და Gorillaz-ის მოწვეულ არტისტადაც. 

2024 წელს პარკერი იყო დუა ლიპას Radical Optimism-ის პროდიუსერი და მიწვეული მუსიკოსი. ასევე მონაწილეობდა ფრანგული ჯგუფის Justice-ის ორ სიმღერაში, რომელთაგანაც ერთ-ერთმა – Neverender – პარკერს 2025 წელს პირველი გრემი მოუტანა საუკეთესო საცეკვაო/ელექტრონული ჩანაწერისთვის. 

მოუსმინეთ სიმღერას End of Summer:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Madonna - Veronica Electronica

Madonna-ს ახალი პროექტი სახელწოდებით Veronica Electronica

შემდეგი სტატია

მაიკლ ჯექსონზე გადაღებული ბიოგრაფიული ფილმის პრემიერა 2026 წელს შედგება

შეიძლება დაგაინტერესოთ

ქართველმა არტისტმა, 9EYE-მ ახალი სინგლი და მასზე გადაღებული მუსიკალური ვიდეო გამოუშვა

კლიპი კალიფორნიის სონორანის უდაბნოში მდებარე Slab City-ში გადაიღეს. აღსანიშნავია, რომ Coldplay-ს Birds-იც იგივე ლოკაციაზეა გადაღებული.
მეტი

რიანას თქმით, მას არქივში „სულ მცირე“ 170 გამოუქვეყნებელი სიმღერა აქვს

აგვისტოში A$AP Rocky-მ ჯეისონ ლისთან ინტერვიუში გაამხილა, რომ რიანა სტუდიაში დაბრუნდა და აქტიურად წერს მუსიკას.
მეტი

ბრუნო მარსმა ლოს-ანჯელეს ლეიკერსის ვარსკვლავის მიერ ხელის თხოვნა სტადიონზე ცოცხალი შესრულებით გააფორმა

ზიარე უილიამსმა პარის ტიმანს ხელი მაშინ სთხოვა, როცა მარსი თავის საკულტო სიმღერას, Marry You-ს ასრულებდა.
მეტი

11 ოქტომბერს TATUZA Jazz Club-ში ფრედ უესლისა და The New JBs-ის კონცერტი გაიმართება

1968-1975 წლებში უესლი ჯეიმს ბრაუნის ლეგენდარული ბენდის, The J.B.’s-ის მუსიკალური ხელმძღვანელი, არანჟირების ავტორი და ერთ-ერთი მთავარი კომპოზიტორი იყო.
მეტი

კიმ კარდაშიანი Ye-სთან ერთად ნორსის აღზრდასა და მისი მუსიკალური კარიერისადმი დამოკიდებულებაზე საუბრობს

ნორს უესტი არის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა არტისტი, რომელიც Billboard Hot 100-ში მოხვდა.
მეტი