მაიკლ ჯექსონზე გადაღებული ბიოგრაფიული ფილმის პრემიერა 2026 წელს შედგება

მთავარ როლს თავად მაიკლ ჯექსონის ძმისშვილი – ჯააფარ ჯექსონი ასრულებს.
მაიკლ ჯექსონი Super Bowl Halftime Show-ზე 1993 წელს
Steve Granitz/WireImage

Michael – ასე ჰქვია Lionsgate-ისა და Universal Pictures-ის ერთობლივ ბიოგრაფიულ ფილმს, რომლის რეჟისორიც ანტუან ფუკუაა. ფილმს მაყურებლები დაანონსების დღიდან ელიან და ახლა ცნობილი ხდება, რომ ნამუშევარი ეკრანებზე 2026 წლის 24 აპრილს გამოვა. თავდაპირველად მისი პრემიერა 2025 წლის ოქტომბერში იგეგმებოდა.

გადაწყვეტილება, რომელიც პირველად გამოცემა Deadline-მა გაავრცელა, მას შემდეგ მიიღეს, რაც ფილმის ძირითადი გადაღებები 2024 წლის მაისში დასრულდა. თუმცა მასშტაბურმა დამატებითმა სცენებმა და მონტაჟის პირველმა ეტაპმა პოსტპროდუქციის პროცესის გახანგრძლივება გამოიწვია. სტუდიის ხელმძღვანელები მანამდეც ვარაუდობდნენ შესაძლო გადადებას და ფილმის ორ ნაწილად გაყოფაზეც ფიქრობდნენ. აღსანიშნავია, რომ ნამუშევარი საკმაოდ მოცულობითია და მისი ბიუჯეტი 155 მილიონ დოლარს შეადგენს.

ჯონ ლოგანის სცენარი მაიკლ ჯექსონის ცხოვრების საკვანძო ეპიზოდებს ეხება – დაწყებული ბავშვობით, როცა ჯო და კეტრინ ჯექსონები მას მკაცრად ზრდიდნენ, დასრულებული მუსიკალური მსოფლიო რეკორდებით. მთავარ როლს თავად მაიკლ ჯექსონის ძმისშვილი – ჯააფარ ჯექსონი ასრულებს.

პროექტში ჩართულია ოსკაროსანი პროდიუსერი გრეჰემ კინგი. სწორედ ის ხელმძღვანელობს გუნდს, რომელმაც ჯექსონის ყველაზე ლეგენდარული სიმღერების გამოყენების უფლება მოიპოვა. წყაროების მიხედვით, ამ შეთანხმებებს კომპლექსური მოლაპარაკებები უძღოდა წინ,  როგორც ჯექსონის მემკვიდრეობით ფონდთან, ისე რამდენიმე მუსიკალურ გამომცემელთან.

„ჩემთვის დიდი პატივია მაიკლ ჯექსონის ამბის მოყოლა. ეს დიდი გზაა, რომელიც ახლა სრულდება და ამ ფილმით მაყურებელი მაიკლს სრულიად ახალი პერსპექტივით დაინახავს,“ – განაცხადა გრეჰემ კინგმა.

Lionsgate-ის კინოჯგუფის ხელმძღვანელმა ადამ ფოგელსონმა კი დაამატა: „მაიკლ ჯექსონი ერთ-ერთი უდიდესი შემსრულებელია მუსიკის ისტორიაში. მისი გავლენა მუსიკაზე, ვიზუალურ ხელოვნებაზე, მოდასა და კულტურაზე დღემდე ძლიერად იგრძნობა.”

ფილმის საერთაშორისო დისტრიბუციას Universal უზრუნველყოფს (იაპონიის გარდა, სადაც გავრცელების უფლება Kino Films-ს აქვს), ხოლო აშშ-ში ამ მიმართულებას Lionsgate უხელმძღვანელებს. პრემიერის მოახლოებასთან ერთად დაიწყება პრომოკამპანია, რომლის ფარგლებშიც ეტაპობრივად გავრცელდება  კულისებს მიღმა გადაღებული მასალა: ჯააფარ ჯექსონის გარდაქმნის პროცესის ამსახველი ვიდეოები, საარქივო ჩანაწერების ფრაგმენტების ინტეგრირების პროცესი და ჯექსონის ლეგენდარული გამოსვლების რეკონსტრუქციები.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Tame Impala ახალ ეტაპს იწყებს სინგლით End of Summer

შემდეგი სტატია

გიორგი გაგნიძე ოპერაში „მფრინავი ჰოლანდიელი” მთავარ პარტიას ასრულებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

2020 წლის არჩევნების გამო, კანიე უესტის კარდაშიანების ოჯახთან კონფლიქტის სცენა, პროდიუსერის თქმით, Keeping Up with the Kardashians-ის ბოლო სეზონიდან ამოიღეს

ექვსწლიანი ქორწინების შემდეგ კიმ კარდაშიანმა კანიე უესტთან განქორწინება 2021 წლის თებერვალში მოითხოვა.
მეტი
Madonna 026 წლის 4 ივნისი, ნიუ იორკი. Santiago Felipe/GC Images

ნახეთ, როგორ მოირგო Madonna-მ Nicole Kidman-ის იმიჯი Adela-ს ვირუსული ჰიტის ფონზე ახალ TikTok ვიდეოში

სლოვაკი ვარსკვლავის პოპულარულმა სიმღერამ - Nicole Kidman უკვე მიიპყრო მისი ჰოლივუდელი სეხნიის ყურადღება, ახლა კი ამ სახალისო ტენდენციას კიდევ ერთი ლეგენდარული არტისტი შეუერთდა.
მეტი

RAWAYANA – ვენესუელური ჯგუფი, რომელიც 5 წლის წინ დაშლას აპირებდა, დღეს მსოფლიოს უდიდეს სტადიონებზე შოუებს მართავს

ბენდის მიმდინარე ტურნე მათი 2026 წლის ალბომის – ¿Dónde Es El After?-ის მხარდასაჭერად იმართება, რომელიც 2026 წლის Latin Grammy-ზე წლის საუკეთესო ალბომის ნომინაციაზეა წარდგენილი.
მეტი

STRAUSWERK-ის დებიუტი ბერლინში: ქართული დამოუკიდებელი კულტურა ერთ სივრცეში

7 ნოემბერს Haus der Visionäre-ში, Straus Entertainment-ის ორგანიზებით, ქართული კულტურის წარმომადგენლები STRAUSWERK ფესტივალზე გაერთიანდებიან.
მეტი