Coldplay-ს კონცერტის სკანდალის შემდეგ გვინეტ პელტროუ კომპანია Astronomer-ს დროებითი სპიკერის სტატუსით შეუერთდა

გვინეტ პელტროუ Guggenheim International Gala Dinner-ზე. 2018 წლის 15 ნოემბერი.
Nicholas Hunt/Getty Images/Dior

25 ივლისს პელტროუ ტექნოლოგიური კომპანია Astronomer-ის სახალისო სარეკლამო ვიდეოში გამოჩნდა. ვიდეოს წინ უძღოდა ვირუსულად გავრცელებული ინციდენტი, როდესაც Astronomer-ის აღმასრულებელი დირექტორი ენდი ბაირონი და საკადრო განყოფილების ხელმძღვანელი კრისტინ კაბოტი Coldplay-ს ბოსტონის კონცერტზე ე.წ. „კოცნის კამერაზე“ ერთად დააფიქსირეს.

მალევე კომპანიაში ორივე მათგანმა დატოვა თანამდებობა. შემდეგ კი Astronomer-მა გაავრცელა ვიდეო, სადაც პელტროუ, რომელიც 2003- 2016 წლებში Coldplay-ს სოლისტზე, კრის მარტინზე იყო დაქორწინებული, კომპანიის „დროებითი სპიკერის“ როლში გამოდის და თანამშრომელთა სახელით საუბრობს.

„მადლობა Astronomer-ით დაინტერესებისთვის,“ – ამბობს პელტროუ ვიდეოში. „მე დროებით დამიქირავეს, რათა Astronomer-ის 300-ზე მეტი თანამშრომლის სახელით ვილაპარაკო. ბოლო დღეებში კომპანიის მისამართით უამრავი კითხვა დაისვა და ჩემი მისიაა, მათ ვუპასუხო.“

ეკრანზე რამდენიმე კითხვა ჩნდება, მათ შორის: „თქვენი სოციალური მედიის გუნდი ამას როგორ უძლებს?“ – რაზეც პელტროუ იუმორით არიდებს თავს პასუხს და ტექნიკურ თემებზე გადადის. პელტროუ განმარტავს, რომ Astronomer არის კომპანია, რომელიც მონაცემთა სისტემასა და AI-ზე არის ფოკუსირებული. „სასიამოვნოა, რომ ამდენი ადამიანი უეცრად დაინტერესდა მონაცემთა ავტომატიზაციით,“ – აღნიშნავს მსახიობი.

როცა ეკრანზე მომდევნო კითხვა ჩნდება, პელტროუ კომპანიის სექტემბრის კონფერენციას აანონსებს: „ახლა დავუბრუნდეთ იმას, რაც საუკეთესოდ გამოგვდის – მომხმარებლებისთვის გარდამტეხი შედეგების მიწოდებას. მადლობა Astronomer-ით დაინტერესებისთვის,“ – ამბობს ის.

15 ივლისს Coldplay-მ კონცერტი გამართა ბოსტონის Gillette Stadium-ზე, სადაც კამერამ დააფიქსირა ბაირონი, რომელსაც ხელი ჰქონდა მოხვეული კაბოტისთვის. როგორც კი ორივემ კადრი შენიშნა, ბაირონი კამერის ხედვის არეალს სასწრაფოდ გაერიდა, კაბოტი კი სწრაფად შეტრიალდა. „შეხედეთ ამ ორს. ან საიდუმლო რომანი აქვთ, ან ძალიან მორიდებულები არიან,“ – იხუმრა კრის მარტინმა.

როგორც აღმოჩნდა, ორივე მათგანი სხვადასხვა ადამიანზეა დაქორწინებული და სწორედ ეს ინციდენტი გახდა მიზეზი, რომ მალევე კომპანიიდან ორივე წავიდა.

იხილეთ პელტროუს ვიდეო X-ზე:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

7 რამ, რითაც მადონამ საცეკვაო მუსიკა შეცვალა

შემდეგი სტატია

ბილი ჯოელმა დოკუმენტურ ფილმთან ერთად 155-სიმღერიანი კოლექცია გამოაქვეყნა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი

ტექნოს პიონერი და ჯგუფ Cybotron-ის თანადამფუძნებელი ხუან ატკინსი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა

Cybotron-ის, Model 500-ისა და Belleville Three-ს მეშვეობით მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტექნო მუსიკის მსოფლიო აუდიტორიამდე მიტანაში.
მეტი