7 რამ, რითაც მადონამ საცეკვაო მუსიკა შეცვალა

მადონა
Getty Images

როცა 1982 წელს მადონას სადებიუტო სინგლი Everybody გამოვიდა, მას ყველაფერი ჰქონდა იმისთვის, რომ ეპოქისთვის დამახასიათებელი საკლუბო კლასიკა გამხდარიყო. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ სიმღერა შესანიშნავია, ის არ ყოფილა იმ მასშტაბის, რომელიც პოპვარსკვლავს მსოფლიოს დააპყრობინებდა. 

თუმცა რამდენიმე წლის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. მადონამ, სტუდენტმა მოცეკვავემ მიჩიგანიდან, რომელიც მანჰეტენზე ჯიბეში 35 დოლარითა და დიდი შემართებით ჩამოვიდა, ნელ-ნელა პოპის დედოფლის ტახტზე აღზევებისკენ დაიწყო სვლა, საბოლოოდ კი მოახერხა და კარიერის განმავლობაში Billboard Hot 100-ის 12 და საცეკვაო სიმღერების ჩარტის 50 ლიდერი სიმღერა დააგროვა. 

1983 წლის სადებიუტო ალბომის შემდეგ მან ბევრს მიაღწია. მაგრამ Veronica Electronica-ს გამოსვლის შემდეგ დროა, დავფიქრდეთ იმ კომპონენტებზე, რითაც საცეკვაო მუსიკა, მადონას წყალობით, დღეს სულ სხვანაირია. 

ნახეთ 7 რამ, რითაც მადონამ საცეკვაო მუსიკა შეცვალა:

რემიქსი

იმ დროისთვის, როცა მადონამ სადებიუტო ალბომი გამოსცა (1983 წელს), რემიქსები ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი არ იყო. იმ პერიოდში რემიქსი ნიშნავდა სიმღერის უფრო ვრცელ ან ინსტრუმენტულ ვერსიას. მადონა კი ამ ყველაფრის ცვლილების ნაწილი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ეს პროცესი ეწინააღმდეგებოდა მისთვის კომფორტულ მოცემულობას, კონტროლი ჰქონოდა ყველაფერზე. 

“არ  მინდა, მოვისმინო ამგვარად შეცვლილი ჩემი სიმღერები. არ ვიცი, მომწონს თუ არა, რომ ადამიანები სრულიად ცვლიან ჩემს ჩანაწერებს,” – ამბობდა მომღერალი რემიქსების შესახებ 1986 წელს. მიუხედავად ამისა, როგორც ნიუ-იორკის ანდერგრაუნდ საკლუბო სცენის ვეტერანს, მას ესმოდა, რომ რემიქსები ადამიანებთან ახალ კავშირებს ამყარებდა. “თუმცა ფანებს ეს მოსწონთ – ბავშვებს კლუბში, რომელთაც უნდათ, რომ ეს სიმღერები ახლებურად მოისმინონ.” და როცა Shep Pettibone-მა 1986 წელს True Blue-ს რემიქსი გააკეთა და დრამის პარტია გააძლიერა, მადონას იმდენად მოეწონა მოსმენილი, რომ მუსიკოსი 1987 წლის You Can Dance-ში მიიწვია – პოპვარსკვლავის პირველ რემიქს ალბომში.

მას შემდეგ პოპის დედოფალი სრულად გადაერთო რემიქსებზე, რომლებმაც მისი სიმღერები იდეალური გახადა საცეკვაო სცენისთვის, იქნებოდა ეს მცირედად შეცვლილი თუ ორიგინალი კომპოზიციებისგან სრულიად განსხვავებული და გაუმჯობესებული ვერსიებიც კი. პოპმომღერლები, როკბენდები და რეპერები კი მის გზას გაჰყვნენ და ახალი სინგლების პოპულარიზაციისთვის აქტიურად დაიწყეს რემიქსების კეთება – პრაქტიკა, რომელიც სტრიმინგის ეპოქაშიც ყვავის. 

ჰაუსი

მადონა არ ყოფილა პირველი არტისტი, რომელმაც ჰაუსი მუსიკალურ ჩარტებში შეიყვანა. 1986 წელს Farley-ს Jackmaster და Funk-ის Love Can’t Turn Around დიდი ბრიტანეთის ჩარტის ტოპ ათეულში შევიდა, სტივ ჰარლის Jack Your Body კი დიდი ბრიტანეთის სინგლების ჩარტის ლიდერი გახდა. თუმცა, მიუხედავად ამერიკული ფესვებისა, ჰაუსს მეტი დრო დასჭირდა, რომ Billboard Hot 100-ში ეპოვა ადგილი.  მადონა კი ამ ყველაფრის დიდი ნაწილი გახდა. 

Shep Pettibone-თან ერთად მადონამ Love Can’t Turn Around-ის ძლიერი რიტმი, Mr. Fingers-ის მდიდრული ენერგია და ქვიარ და ტრანს ბოლრუმის კულტურა გააერთიანა სიმღერაში Vogue, რომელმაც 1990 წლის Hot 100-ის ლიდერობა მოიპოვა და ჩარტის კარი გაუხსნა ჰაუსმუსიკის მომავალ ლიდერებს.

ტრიპ-ჰოპი

ტრიპ-ჰოპი – ჰიპ-ჰოპ ბიტებისა და ემბიენთ მუსიკის მელანქოლიური, ნელი ტემპის მიქსი მდორედ ტივტივებდა დიდ ბრიტანეთში, როცა Justify My Love გამოვიდა, როგორც ორიდან ერთ-ერთი ახალი სინგლი მადონას 1990 წლის კომპილაციური ალბომიდან The Immaculate Collection. თუმცა, რომ არა Massive Attack-ის ერთი თვით ადრე გამოცემული Daydreaming, ამერიკელი მსმენელი მადონას Justify My Love-ისთვის ალბათ მზად არ იქნებოდა. 

ლენი კრავიცისა და ანდრე ბეტსის პროდიუსერობით შექმნილი სიმღერა, რომელიც წინ უსწრებდა დროს, აკრძალული ვიდეოს წყალობით 1991 წელს Hot 100-ის ლიდერი გახდა. მალე ტრიპ-ჰოპის პიონერებმა, როგორებიც არიან Portishead და Tricky, წარმატება შტატებშიც მოიპოვეს. მადონამ კი 1995 წელს ითანამშრომლა ჟანრის პიონერებთან: ნილ ჰუპერთან Bedtime Story-ზე და Massive Attack-თან I Want You-ზე. 

ელექტრონული მუსიკა მეინსტრიმში 

რთულია, განსაზღვრო, თუ როდის შევიდა ელექტრონული მუსიკა ამერიკის მეინსტრიმში. 1998 წლისთვის ეისიდ ჰაუსი Ray of Light-ში თუ Frozen-ის ინდუსტრიული ტონი მსმენლის ყურისთვის უკვე ნაცნობი იყო. თუმცა მსოფლიოს მთავარი პოპვარსკვლავი, რომელიც სრულად ელექტრონულ ალბომს გამოსცემს, მაინც საკმაოდ უსწრებდა დროს. მადონამ Ray of Light გამოსცა – ალბომი, რომელიც დაეხმარა ჟანრს, გავრცელებულიყო ისეთ ადგილებში, სადაც მანამდე არც კი განიხილებოდა, განსაკუთრებით სტრიმინგის წინა ეპოქაში.

ფოლკტრონიკა

Mirwais-თან  2000 წელს თანამშრომლობის შემდეგ მადონა ფრანგ პროდიუსერს 2003 წელს დაუბრუნდა ალბომისთვის American Life. ფოლკტრონიკის კოლაბორაცია არ ყოფილა არტისტულად ან კომერციულად ნაყოფიერი, მაგრამ ჟანრების შერევის მიმართ მადონას მაქსიმალისტურმა მიდგომამ ბევრი ადამიანის ყურადღება დაიმსახურა და გზა გაუკვალა მსგავსი აკუსტიკური/ელექტრო შეწყვილების კომერციულ წარმატებას. დამთხვევაა ეს თუ არა, მადონას Girl Gone Wild-ის რემიქსიდან ზუსტად ერთი წლის შემდეგ Avicii-მ გამოსცა Wake Me Up!, რომელიც შვედი ვარსკვლავის უდავო კლასიკა და Hot 100-ის ტოპ ათეულის ერთადერთი სიმღერა გახდა. 

დისკო 

2000-იანების დასაწყისში დისკოს გაცოცხლების სათავეში ფრანგი DJ/პროდიუსერები იდგნენ. თუმცა 2005 წელს მადონამ ინგლისელ მუსიკოსთან, სტიუარტ პრაისთან თანამშრომლობა გადაწყვიტა, რათა დისკოსთვის 21-ე საუკუნისთვის შესაფერისი სახე მიეცა. Confessions on a Dance Floor-მა დიდი როლი ითამაშა იმ დამკვიდრებული რწმენის ჩამოშლაში, რომ დისკო მოძველებული და არარელევანტური ჟანრი იყო. გარდა ამისა, ალბომმა შეახსენა ადამიანებს, თუ რამდენად სასიამოვნო შეიძლება იყოს დისკო, როცა მას ქმნიან ისინი, ვისაც ის უყვართ და გაუკვალა გზა ყველა შემდგომ არტისტს, ფარელითა და მარკ რონსონით დაწყებული, დუა ლიპათი დასრულებული. 

ახალი ტალანტების აღმოჩენა

უზადო სმენით, რომელიც ერთი მოსმენით გრძნობს მომავალ წარმატებებს საცეკვაო ჟანრში, ორმოცწლიანი კარიერის განმავლობაში მადონას არაერთი დიჯეი და პროდიუსერი აუყვანია წარმატების სრულიად ახალ მასშტაბზე. მან ხელი შეუწყო ჟანრის ისეთი დიდი მუსიკოსების კარიერების შექმნას, როგორებიც არიან Shep Pettibone, უილიამ ორბიტი, ვიქტორ კალდერონი, Mirwais და სტუარტ პრაისი. კომპილაციურ ალბომ Finally Enough Love-ში ჩამოთვლილი პროდიუსერების სია მოიცავს ბოლო ოთხი ათწლეულის ყველაზე დიდ სახელებს, რაც მიუთითებს მადონას ნიჭზე, აღმოაჩინოს და გააძლიეროს ახალი ტალანტები.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ჯასტინ ტიმბერლეიკი საქართველოში ჩატარებული კონცერტის ამსახველ ვიდეოს აქვეყნებს

შემდეგი სტატია

Coldplay-ს კონცერტის სკანდალის შემდეგ გვინეტ პელტროუ კომპანია Astronomer-ს დროებითი სპიკერის სტატუსით შეუერთდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

რას ფიქრობენ მიკ ჯაგერი და კით რიჩარდსი მუსიკაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაზე

Foreign Tongues-ის გამოსვლის შემდეგ ჯაგერი და რიჩარდსი „ბილბორდის” უახლესი გამოცემის გარეკანზე გამოჩნდნენ.
მეტი

„ზან-ზარი“ – ორდღიანი მუსიკალური ფესტივალი მთაწმინდის ამფითეატრში გაიმართება

25-26 ივლისს ფესტივალი ადგილობრივ არტისტებსა და მრავალფეროვან მუსიკალურ პროგრამას გააერთიანებს.
მეტი
Beck - 2025 წლის როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიაზე Peacock Theater-ში, 2025 წლის 8 ნოემბერი, ლოს-ანჯელესი, კალიფორნია. GILBERT FLORES/BILLBOARD

Beck  შვიდწლიანი პაუზის შემდეგ ახალ ალბომს, Ride Lonesome-ს აანონსებს და სინგლ In the Night-ის ვიდეორგოლს აქვეყნებს

2019 წლის Hyperspace-ის შემდეგ Beck მე-16 სტუდიური ალბომით ბრუნდება, რომელიც 18 სექტემბერს გამოვა.
მეტი
Aleksandre Kharanauli & Vaqo -„სულის ლომბარდი"

VAQO-ს და ალექსანდრე ხარანაულის კოლაბორაცია – „სულის ლომბარდი“

„სულის ლომბარდი“ ჩვენი დროის მისტიკური იგავია, რომელიც ერთი პერსონაჟის ამბის მიღმა ბევრისთვის ნაცნობ სოციალურ რეალობას ასახავს.
მეტი
Anana Kaye

Anana Kaye ახალ სინგლსა და ვიდეორგოლს Cross the Water აქვეყნებს

„ეს არის ერთდროულად ძალიან პირადი მოგზაურობა და პატივისცემა ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვისაც ოდესმე დაუტოვებია ერთი ნაპირი, რათა მეორე ეპოვა.“
მეტი

16 სიმღერა, რომელსაც ჩემპიონობის განწყობა მოაქვს

უკვდავი ჰიმნებით დაწყებული, დღევანდელი უდიდესი ჰიტებით დამთავრებული, ეს სიმღერები თავდაჯერებულობის, ენერგიისა და ზეიმის განწყობას ქმნის და იდეალურია ყველა მნიშვნელოვანი მომენტისთვის. ფლეილისტს MLB წარმოგიდგენთ.
მეტი