My Chemical Romance-მა ლოს ანჯელესში გამართულ კონცერტზე პირველად შეასრულა აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა – War Beneath the Rain

სიმღერა My Chemical Romance-ის 2012 წლის გამოუქვეყნებელი, მეხუთე ალბომის ჩანაწერების პერიოდშია შექმნილი.
My Chemical Romance / Chapman Baehler
My Chemical Romance / Chapman Baehler

My Chemical Romance-მა ლოს ანჯელესში გამართულ კონცერტზე პირველად შეასრულა აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა War Beneath the Rain.

ამჟამად ბენდი ჩრდილოეთ ამერიკაში ტურნეს Long Live The Black Parade Tour ატარებს, სადაც 2006 წლის საკულტო ალბომის, The Black Parade-ის სიმღერებს ასრულებენ.  

კლასიკურმა ჩანაწერმა – The Black Parade, Billboard 200-ის ჩარტში მეორე ადგილი დაიკავა. ჯგუფის საკონცერტო პროგრამა  ასევე მოიცავს გულშემატკივართა რამდენიმე ფავორიტ სიმღერას, რომლითაც ბენდი კონცერტებს ასრულებს. 

ერთ-ერთი კონცერტის დროს, 26 ივლისს, ლოს ანჯელესში, Dodger Stadium-ზე My Chemical Romance-მა პირველად შეასრულა  გამოუქვეყნებელი სიმღერა, სახელწოდებით War Beneath the Rain.

„არ მახსოვს, რამდენი ხნის წინ იყო ეს, ალბათ სანამ ჯგუფი დაიშლებოდა, გვქონდა სტუდია და ვწერდით ალბომს, რომელიც საბოლოოდ აღარ გამოსულა, ეს კი ერთ-ერთი იმ სიმღერათაგანია, რომელიც მართლა ძალიან გვიყვარდა.” – თქვა ბენდის ფრონტმენმა ჯერარდ უეიმ.

“სტუდიაში მხოლოდ ჩვენ და ჩვენი მეგობარი დოუგ მაკკეინი ვიყავით, ის ამ ყველაფერს იწერდა. მისი ოჯახი ახლა აქ არის, ჩვენთან, და მინდა, ეს სიმღერა მათ მივუძღვნა.” – განაცხადა კონცერტზე ჯერარდმა.

დაგ მაკკეინი ხმის ინჟინერი   იყო, რომელიც  My Chemical Romance-ის საკულტო ალბომ The Black Parade-ზეც მუშაობდა. ის 2022 წელს მოულოდნელად, ტვინში სისხლის ჩაქცევით, 54 წლის ასაკში გარდაიცვალა. გრემის ჯილდოს მფლობელმა ხმის ინჟინერმა და პროდიუსერმა კარიერის განმავლობაში იმუშავა ისეთ ბენდებთან როგორიცაა Green Day, Simple Plan და Paramore, ხოლო  მისი თანამშრომლობა My Chemical Romance-თან  ჯგუფის ბოლო სინგლამდე,  2022 წელს გამოქვეყნებულ The Foundations of Decay-მდე გაგრძელდა. 

2013 წელს, ჯგუფის დაშლის პერიოდში, My Chemical Romance მეხუთე ალბომზე მუშაობდა. მოგვიანებით ბენდმა განაცხადა, რომ ალბომის სახელწოდება იყო The Paper Kingdom.

ეს იყო კონცეპტუალური ალბომი, რომელსაც ჯერარდ უეის თქმით,  საკმაოდ მძიმე სიუჟეტის ჰქონდა. ალბომის მთავარი თემა  ეხებოდა “მშობლების მხარდამჭერ ჯგუფს”, რომელთაც შვილები დაკარგეს.

მანამდე კი ალბომიდან მხოლოდ ერთი სიმღერა იყო გამოცემული, რომლის სახელწოდებაცაა  Fake Your Death. კომპოზიცია    ჯგუფის 2014 წლის კომპილაციურ ალბომში – May Death Never Stop You-ში შევიდა. ჯერჯერობით არ არის ცნობილი, აპირებს თუ არა სამომავლოდ ბენდი ალბომის ოფიციალურად გამოქვეყნებას.

My Chemical Romance ჩრდილოეთ ამერიკის ტურნეს სექტემბრის ბოლომდე აგრძელებს, შემდეგ კი, 2026 წლის იანვარსა და თებერვალში, რამდენიმე კონცერტი სამხრეთ ამერიკაში აქვთ დაგეგმილი.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ფილ კოლინზი Des Willie/Redferns

ფილ კოლინზის წარმომადგენლის თქმით, მომღერალი არა ჰოსპისში, არამედ საავადმყოფოშია

შემდეგი სტატია

Cowboy Carter Tour-ის ფარგლებში ბიონსე ქართველი დიზაინერის, ირაკლი რუსაძის კოსტიუმით წარდგა

შეიძლება დაგაინტერესოთ

CHARLI XCX YOUTUBE

ნახეთ Charli XCX-ის სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, რომელიც მის ახალ ალბომ –  Music, Fashion, Film-ს ახლავს

პოპვარსკვლავი გულშემატკივრებს საკუთარ შემოქმედებით პროცესსა და შთაგონების წყაროებს უფრო სიღრმისეულად აცნობს.
მეტი

„Unburned Live არასდროს ყოფილა მხოლოდ კონცერტი” – Quemmekh დაანონსებული პერფორმანსის შესახებ

Unburned არის Quemmekh-ის და გურამ მაცხონაშვილის ერთობლივი პროექტი, რომელიც, მუსიკასთან ერთად, ხელოვნებისა და აუდიტორიასთან ინტერაქციის სხვადასხვა ფორმას აერთიანებს.
მეტი

50 Cent ემინემთან  და 2Pac-თან ერთობლივ ტრეკს აანონსებს

50 Cent-მა განმარტა, რომ თანხმობა 2Pac-ის მემკვიდრეობის მმართველებისგან მიიღო და რომ გარდაცვლილი რეპერის პარტია ტრეკში ხელოვნური ინტელექტით არ არის შექმნილი.
მეტი

BTS-ის წევრები ჯარში ყოფნის პერიოდზე: „არავინ გვყავდა, ვისაც დაველაპარაკებოდით“

K-pop-ის სუპერვარსკვლავებმა თავიანთი საქმიანობა 2022 წლის ბოლოს შეაჩერეს, როდესაც ჯარში პირველი ჯინი გაიწვიეს.
მეტი

გინესის ისტორიული რეკორდისა და სრულად გაყიდული ტურნეს შემდეგ, Pitbull ამჯერად Billboard Latin Music Week 2026-ის მონაწილე იქნება

მაიამი ბიჩი, ფლორიდა (22 ივლისი, 2026) – ისტორიული წარმარმატების სერიის შემდეგ – რომლის ფარგლებშიც გინესის რეკორდი დაამყარა ერთ…
მეტი
ტრევის სკოტი ფილმ The Odyssey-ს პრემიერაზე ნიუ იორკში, 14 ივლისი, 2026 წელი Jamie McCarthy/Getty Images

ტრევის სკოტი ახალ ალბომს აანონსებს: „საკუთარ თავს ვცდი… რათა შევქმნა ისეთი რამ, რაც აქამდე არასდროს გამიკეთებია“

ახალ ინტერვიუში არტისტმა ასევე საკუთარი კომპანიის - Cactus Jack-ის მიერ კინოსტუდიასთან გაფორმებულ კონტრაქტზეც ისაუბრა.
მეტი