Cowboy Carter Tour-ის ფარგლებში ბიონსე ქართველი დიზაინერის, ირაკლი რუსაძის კოსტიუმით წარდგა

მომღერლის გარდა, რუსაძის მიერ შექმნილი კოსტიუმები ვარსკვლავის თანმხლებმა მოცეკვავეებმაც მოირგეს.
ირაკლი რუსაძე/SITUATIONIST/Cowboy Carter Tour
SOLO IG

ბიონსეს Cowboy Carter Tour ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი მოვლენაა მუსიკალურ სამყაროში. ტურნე უკავშირდება მის რიგით მეშვიდე სტუდიურ ალბომს – Cowboy Carter, რომელიც 2024 წლის მარტში გამოვიდა და გრემიც მოიპოვა. 

Cowboy Carter Tour 2025 წლის 28 აპრილს დაიწყო და 26 ივლისს დასრულდა. ტურნე მუსიკალურთან ერთად ვიზუალური ელემენტებითაც გამოირჩეოდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია კოსტიუმები, რომლებითაც ბიონსე და მისი თანმხლები მოცეკვავეები შოუს დროს სცენაზე ჩნდებოდნენ. სწორედ მათ შორის არის ქართული ბრენდის – SITUATIONIST-ის მიერ შექმნილი კოსტიუმებიც.

Cowboy Carter Tour
SOLO IG

თანამშრომლობის შესახებ SITUATIONIST-ის დამფუძნებელს და შემოქმედებით ხელმძღვანელს, დიზაინერ ირაკლი რუსაძეს ვესაუბრეთ:

„ჩვენი მხრიდან ეს ბიონსესთან რიგით მეორე თანამშრომლობაა. პარიზის კვირეულზე ახალი კოლექციის წარდგენის შემდეგ დაგვიკავშირდა მისი სტილისტი და თანამშრომლობა შემოგვთავაზა. SITUATIONIST-ის შექმნილი კოსტიუმები ბიონსეს და მოცეკვავეებს მუსიკალური ნომრების შესრულებისას ეცვათ. სამუშაო პროცესი ორი თვის განმავლობაში გრძელდებოდა, ჯამში დაახლოებით 100-მდე კოსტიუმი შევკერეთ. სთაილინგსა და კოსტიუმების გადანაწილებას ბოონსეს სტილისტი ხელმძღვანელობდა. კოსტიუმების შექმნის გაიდლაინები Cowboy Carter-ის ტურის თემატიკას ეყრდნობოდა, შესაბამისად, ჩვენი ნამუშევრები წინასწარ განსაზღვრული პალიტრისა და ე.წ. მუდბორდის მიხედვით შეიქმნა.“

როგორც ირაკლი რუსაძე Billboard Georgia-სთან საუბრისას აღნიშნავს, სამუშაო პროცესი საკმაოდ შრომატევადი იყო. ამ დროის განმავლობაში კი SITUATIONIST-ის შემოქმედებით გუნდს თითქმის ყოველდღიური კომუნიკაცია ჰქონდა Beyoncé-ს წარმომადგენლებთან.

როგორც ირაკლი რუსაძე გვიყვება, თანამშრომლობა წარმატებული აღმოჩნდა. „პროექტი ძალიან პოზიტიურად შეფასდა და მომავალშიც დიდი სიამოვნებით ვიმუშავებდით ბიონსეს გუნდთან,” – ამბობს SITUATIONIST-ის შემოქმედებითი ხელმძღვანელი.

Cowboy Carter Tour
SOLO IG

აღსანიშნავია, რომ SITUATIONIST ერთადერთი ქართული ბრენდია, რომელიც პარიზის მოდის კვირეულის ოფიციალურ განრიგშია. კვირეულის ფარგლებში ბრენდის მუდმივი მხარდამჭერია SOLO. ეს თანამშრომლობა Cowboy Carter-ის ტურის კოსტიუმებზე მუშაობის დროსაც გაგრძელდა.

ლიზა ქისტაური, SOLO-სა და Wealth Management-ის ბრენდ მენეჯერი:

„SOLO განაგრძობს ქართველი არტისტების მხარდაჭერას, რათა მათ შეძლონ საკუთარი პოტენციალის სრულად გამოვლენა და როგორც ლოკალურ, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე მიაღწიონ წარმატებას. სწორედ ამიტომ, როდესაც ირაკლი დაგვიკავშირდა და გვესაუბრა ამ პროექტის შესახებ, დიდი სიხარულით დავთანხმდით.  გვიხარია, რომ მოგვეცა შესაძლებლობა, SITUATIONIST-ის მხარდამჭერი ვყოფილიყავით ამ საინტერესო გზაზე, რომელიც ირაკლი რუსაძის ნამუშევრების გლობალურ ასპარეზზე წარდგენას ემსახურებოდა. გამომდინარე იქიდან, რომ ირაკლის საკმაოდ ცოტა დრო ჰქონდა კოსტიუმების შესაქმნელად, ჩვენ ყოველ ნაბიჯზე მის გვერდით ვიდექით და სრულ მზაობას ვუცხადებდით ნებისმიერ საკითხში მხარდაჭერისთვის.“

ბიონსემ ირაკლი რუსაძესთან 2023 წელსაც ითანამშრომლა. Renaissance-ის მსოფლიო ტურნეს დროს მომღერალმა ერთ-ერთი შოუ სწორედ ქართველი დიზაინერის კოსტიუმით გახსნა.

SITUATIONIST-ის დებიუტი 2015 წელს, “თბილისის მერსედეს-ბენც მოდის კვირეულის” პირველ სეზონზე შედგა. ბრენდი აერთიანებს როგორც ქალის, ისე მამაკაცის ხაზს. SITUATIONIST-ის ამ დროისთვის ბოლო, 2025 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექცია 10 მარტს, პარიზის მოდის კვირეულზე იყო წარდგენილი.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

My Chemical Romance / Chapman Baehler

My Chemical Romance-მა ლოს ანჯელესში გამართულ კონცერტზე პირველად შეასრულა აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა – War Beneath the Rain

შემდეგი სტატია

Tyler, The Creator Netflix-ის „The Piano Lesson“-ის პრემიერაზე, ლოს-ანჯელესი, 2024 წლის 19 ნოემბერი. Roger Kisby/Getty Images Netflix

Tyler, The Creator-ის თქმით,  The Clipse-ის ალბომისთვის საკუთარი  პარტიის 79-დან 100-ამდე ვერსია ჩაწერა

შეიძლება დაგაინტერესოთ

კიმ კარდაშიანის თქმით, როდესაც კანიე უესტის შესახებ ნეგატიური ამბები ვრცელდება, შვილების დასაცავად მთელი ოჯახი იზოლაციის რეჟიმზე გადადის

რეალითი შოუს ვარსკვლავი ახალ წიგნში Citizen Kim რეპერთან, როგორც მისი შვილების მამასთან, ურთიერთობაზე საუბრობს.
მეტი
System of a Down ვიდეოკლიპის გადაღებაზე. 2001 წლის 6 აგვისტო, ჰოლივუდი L. Cohen/WireImage

იყო თუ არა System of a Down 11 სექტემბრის მოვლენების თანმდევი მუსიკალური ხმა (პოდკასტი: Greatest Pop Stars)

პოდკასტი Greatest Pop Stars 2001 წლის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ალტერნატიული მეტალჯგუფის, System of a Down-ის შემოქმედებას საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს ამერიკულ ტრაგედიასთან ერთად მიმოიხილავს.
მეტი

დაჯილდოების ცერემონიაზე როსალია ესპანეთში მომხდარ სარკინიგზო ავარიას გამოეხმაურა

„სამძიმარს ვუცხადებ ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემს ქვეყანაში ცოტა ხნის წინ მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალდა,” – განაცხადა მომღერალმა.
მეტი

დევიდ ბოუის აქამდე უცნობი, 1978 წლის საკონცერტო ფილმი Stage არენებზე წარსადგენად ემზადება

როგორც ცნობილია, ახალი შოუ საკონცერტო ფილმისა და ცოცხალი პერფორმანსის ერთგვარი შერწყმა იქნება.
მეტი

Post Malone ახალ სიმღერას, Bad Mood-ს აანონსებს, რომელიც მსმენელს მისი 2018 წლის ალბომის, Beerbongs & Bentleys-ის ეპოქაში აბრუნებს

„მარადიული თრობა ახლოვდება“ - ასე დააანონსა მუსიკოსმა თავისი მომავალი ალბომი.
მეტი

რიანამ დაასახელა Fenty Beauty-ს პროდუქტი, რომელსაც A$AP Rocky მუდმივად ჰპარავს

რიანამ უპასუხა შეკითხვას იმის შესახებაც, სილამაზის და თავის მოვლის რა საიდუმლოებების სწავლებას გეგმავდა ქალიშვილისთვის – როკისათვის, რომელიც წყვილს გასული წლის სექტემბერში შეეძინა.
მეტი

ჯორჯ ჰარისონის ახალ ფოტოწიგნში The Beatles-ის აქამდე უცნობი ფოტოებია შესული

ფოტოები ჰარისონის მიერ, საკუთარი Pentax-ის ფირის კამერით 1963-დან 1970 წლებშია გადაღებული. ამ კოლექციაში ბევრი კადრი პირველად ქვეყნდება. ეს წლები The Beatles-ის კარიერის ყველაზე აქტიურ პერიოდს მოიცავს.
მეტი