ფილ კოლინზის წარმომადგენლის თქმით, მომღერალი არა ჰოსპისში, არამედ საავადმყოფოშია

სპიკერის განმარტებით, კოლინზი ამჟამად საავადმყოფოში მუხლის ოპერაციის გამოა.
ფილ კოლინზი Des Willie/Redferns
ფილ კოლინზი Des Willie/Redferns

ინტერნეტში გავრცელებული ჭორები, თითქოს ლეგენდარული მომღერალი და დრამერი ფილ კოლინზი ჰოსპისში იმყოფებოდა, მისმა წარმომადგენელმა უარყო. მისი თქმით 73 წლის არტისტი საავადმყოფოში მუხლის ოპერაციის გამოა.


ბოლო წლებში ფილ კოლინზს ხშირად ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემები. Genesis-ის ყოფილი ფრონტმენი ყოველთვის ღიად საუბრობდა ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, რომელიც 2007 წელს მიღებული ზურგის მძიმე ტრავმის შედეგად გაუარესდა. შემდგომმა გართულებებმა ნერვის დაზიანება გამოიწვია, რამაც საბოლოოდ არტისტს ერთ ფეხში მგრძნობელობა დაუქვეითა.


2024 წლის დოკუმენტურ ფილმში Phil Collins: Drummer First, რომელიც 18 დეკემბერს Drumeo-ს YouTube არხზე გამოქვეყნდა, მუსიკოსმა გულწრფელად ისაუბრა ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, მის ცხოვრებასა და კარიერაზე.


„მთელი ცხოვრება დრამზე დაკვრას დავუთმე. ამ შესაძლებლობის დაკარგვა შოკისმომგვრელია. თუ იმას, რასაც ადრე ვაკეთებდი, ვეღარ გავაკეთებ ისეთივე ხარისხით, მირჩევნია, საერთოდ თავი დავანებო. თუ ერთ დღეს გავიღვიძებ და ისევ შევძლებ ხელში ჯოხების დაჭერას, რა თქმა უნდა, ვცდი, მაგრამ ვფიქრობ, ჩემი ძალები უკვე ამოვწურე.“ – ამბობს ფილმში მუსიკოსი.


კოლინზმა Genesis-თან გამოსვლა ოფიციალურად 2022 წელს გამართული გამოსამშვიდობებელი კონცერტის შემდეგ დაასრულა.


ის Genesis-ის წევრებთან, მაიკ რეზერფორდთან და ტონი ბანკსთან ერთად სცენაზე ბოლოს ლონდონში გამოვიდა. მაშინ კოლინზმა მსმენელს ხუმრობით მიმართა: „ამ საღამოს შემდეგ ყველამ ნორმალური სამუშაო უნდა ვიპოვოთ.“


კოლინზმა მუსიკალურ კარიერაში განსაკუთრებულ წარმატებას 1980-იან წლებში მიაღწია. როგორც სოლო არტისტი, ის შვიდი N1 ჰიტით მოხვდა Billboard Hot 100-ში, მათ შორის ჰიტ სიმღერებით: Against All Odds (Take a Look at Me Now), Sussudio, და Another Day in Paradise, ეს უკანასკნელი კი ოთხი კვირის განმავლობაში ლიდერობდა.


Billboard 200-ში პირველ ადგილზე გავიდა ფილ კოლინზის 1985 წლის ალბომი No Jacket Required, რომელმაც ბრილიანტის-სტატუსი და წლის ალბომის გრემი მიიღო. Genesis-თან ერთად კოლინზმა 1986 წელს N1 ადგილი მოიპოვა ჰიტ სიმღერით – Invisible Touch.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Cowboy Carter-ის ტურნეს ფინალურ შოუზე ბიონსეს სცენაზე Destiny’s Child-ის წევრები შეუერთდნენ

შემდეგი სტატია

My Chemical Romance / Chapman Baehler

My Chemical Romance-მა ლოს ანჯელესში გამართულ კონცერტზე პირველად შეასრულა აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა – War Beneath the Rain

შეიძლება დაგაინტერესოთ

ტეილორ სვიფტი და ტრევის კელსი 2026 წლის iHeartRadio-ს მუსიკალურ დაჯილდოებაზე. 2026 წლის 26 მარტი, ლოს-ანჯელესი. Christopher Polk/Billboard

„ახლა დაქორწინებული კაცი ვარ” – ტრევის კელსიმ ტეილორ სვიფტთან ქორწინების შესახებ პირველად ისაუბრა

Kansas City Chiefs-ის მოთამაშემ, ტრევის კელსიმ, ქორწინების შემდეგ ჩაწერილი პირველი პოდკასტის, New Heights-ის ეპიზოდის ანონსში ტეილორ სვიფტზე და მათ ქორწინებაზე ისაუბრა.
მეტი
დოლი პარტონი და მაილი საირუსი 61-ე ყოველწლიური გრემის დაჯილდოებაზე, 2019 წლის 10 თებერვალი, ლოს-ანჯელესი, Photo by Kevin Winter/Getty Images for The Recording Academy

მაილი საირუსი ნათლიის, დოლი პარტონის ხსოვნას პატივს მიაგებს: „ახლა გვერდით ანგელოზი მყავს“

„დოლის სურვილი იქნებოდა, რომ ეს ტკივილი მეგრძნო, მასზე სიმღერა დამეწერა, შემდეგ კი გზა განმეგრძო და ძლიერი ვყოფილიყავი“, - დაწერა საირუსმა.
მეტი
ინგლისელი მსახიობი და მომღერალი ტიმ კარი, 1974 წლის 23 იანვარი. Evening Standard/Hulton Archive/Getty Images

ბრიტანელი ვარსკვლავი ტიმ კარი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა

მსოფლიოში აღიარებული ბრიტანელი მსახიობი, მწერალი, კომიკოსი და მომღერალი ყველაზე მეტად საკულტო კინოკლასიკა The Rocky Horror Picture Show-ში დოქტორ ფრანკ-ენ-ფურტერის როლის შესრულებით იყო ცნობილი.
მეტი
დოლი პარტონი 2014 წლის 28 მაისი, ტენესის შტატი. RICK DIAMOND/GETTY IMAGES

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრძანებით, დოლი პარტონის ხსოვნისადმი პატივსაცემის ნიშნად აშშ-ში დროშები ერთი კვირით დაეშვება

25 აგვისტოს ქანთრის მუსიკის ლეგენდა დოლი პარტონი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მეტი
ოლივია როდრიგო - Vanity Fair 2026-ის ღონისძიებაზე, ლოს ანჯელესი, ბევერლი ჰილზი, 2026 წლის 15 მარტი Chad Salvador/WWD

ოლივია როდრიგო Planned Parenthood-ის ოფისს ეწვია და რეპროდუქციულ უფლებებზე ისაუბრა

მომღერლის მომავალი ფესტივალიდან მიღებული შემოსავლის ნაწილი Planned Parenthood-სა და მსგავსი მიმართულების არაკომერციულ ორგანიზაციებს გადაერიცხებ
მეტი
კეტი პერი - Madison Square Garden. 2024 წლის 13 დეკემბერი, ნიუ-იორკი Kristina Bumphrey/Billboard

კეტი პერიმ ტრამპის ადმინისტრაცია მისი სიმღერის სამხედრო ოპერაციების ამსახველ ვიდეოში გამოყენების გამო გააკრიტიკა

არტისტი თეთრი სახლის მიერ მისი ჰიტის, Firework-ის უნებართვოდ გამოყენებას გამოეხმაურა
მეტი