როსალია პალესტინის შესახებ დუმილის გამო მიღებულ კრიტიკას პასუხობს: „ერთმანეთის გაკიცხვა საუკეთესო გზა არ არის”

როსალიას მიმართ ყურადღება განსაკუთრებით მას შემდეგ გამძაფრდა, რაც ესპანელმა მოდის დიზაინერმა, მიგელ ადროვერმა, საჯაროდ განაცხადა, რომ მომღერალთან თანამშრომლობაზე უარი მისი „დუმილის“ გამო თქვა.
როსალია
ARNOLD JEROCKI/GETTY IMAGES

როსალია გახდა მორიგი ცნობილი ფიგურა, რომელმაც ღაზაში მიმდინარე ჰუმანიტარული კრიზისის ფონზე თავისი პოზიცია გამოხატა. 30 ივლისს მომღერალი ინსტაგრამის Story-ში პალესტინაში მიმდინარე მოვლენებს შეეხო და კრიტიკოსებსაც უპასუხა. როსალიას მიმართ ყურადღება განსაკუთრებით მას შემდეგ გამძაფრდა, რაც ესპანელმა მოდის დიზაინერმა, მიგელ ადროვერმა, საჯაროდ განაცხადა, რომ როსალიასთან თანამშრომლობაზე უარი მისი „დუმილის“ გამო თქვა.

„ბოლო დღეებში ვადევნებ თვალს ყველაფერს, რაც ითქვა. ის, რომ ჩემი პლატფორმა სხვების სტილს ან მოლოდინს არ შეესაბამება, არ ნიშნავს, რომ პალესტინაში მიმდინარე პროცესებს არ ვგმობ,“ – დაწერა როსალიამ.

მან ასევე დაგმო ღაზას სექტორში ძალადობის ფაქტები და აღნიშნა, რომ „უმძიმესია ყოველდღე უდანაშაულო ადამიანების მკვლელობის ხილვა და ის, რომ ვისაც ამ ომის შეჩერება შეუძლია, არაფერს აკეთებს.“ თუმცა, როსალია არ დაეთანხმა მის მიმართ კრიტიკას და მიანიშნა, რომ ინდივიდებს შორის დაპირისპირება ნაკლებად ეფექტურია, ვიდრე ძალაუფლების მქონე პირების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება.

„ვერ ვხედავ, როგორ შეიძლება ერთმანეთის გაკიცხვა იყოს გამოსავალი პალესტინელთა თავისუფლებისთვის ბრძოლის გზაზე. თითი ზემოთ უნდა გავიშვიროთ – სწორედ მათკენ, ვინც გადაწყვეტილებებს იღებს და მოქმედების ძალა აქვს და არა – ერთმანეთისკენ.“ როსალიამ ამავე პოსტში პატივისცემა გამოხატა მათ მიმართ, ვინც რეალურად მოქმედებს, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების, აქტივისტების, ჟურნალისტებისა და მოხალისეების მიმართ.

მომღერლის განცხადებას წინ უძღოდა დიზაინერ მიგელ ადროვერის საჯარო პოსტი, რომლითაც მან გამომწერებს აუწყა, რომ როსალიასთან თანამშრომლობას წყვეტს. მისი თქმით, როსალიასთვის კაბის შექმნაზე უარი თქვა.

„დუმილი დანაშაულში თანამონაწილეობას ნიშნავს – მით უმეტეს, როცა გაქვს მიკროფონი, რომლის მეშვეობითაც მილიონები გისმენენ. სწორედ ამიტომ გაქვს ვალდებულება, ეს ძალა გამოიყენო გენოციდის დასგმობად,“ – წერს ადროვერი.

პოსტში დიზაინერმა როსალიას გუნდთან ელექტრონული ფოსტის მიმოწერის ე.წ. სქრინშოტიც გააზიარა. ერთ-ერთი წერილი ასე იკითხება: „ბოდიში, მაგრამ მიგელი არ თანამშრომლობს არტისტებთან, რომლებიც საჯაროდ არ უჭერენ მხარს პალესტინას.“ 

მოგვიანებით, იმავე პოსტში, ადროვერმა თავად როსალიას მიმართა: „როსალია, არაფერ პირადულს არ გულისხმობს ეს. შენს ნიჭს და მიღწევებს დიდად ვაფასებ. ახლა კი დროა, სწორად მოვიქცეთ.“

მიუხედავად იმისა, რომ როსალია მანამდე ერიდებოდა საჯარო განცხადებებს, გულშემატკივრები აღნიშნავენ, რომ ჯერ კიდევ 2023 წლის ოქტომბერში მან ინსტაგრამზე Story გააზიარა, რომელიც ღაზაში ჰუმანიტარული კრიზისის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურებოდა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

სელინ დიონი - 66-ე ყოველწლიური გრემის დაჯილდოებაზე, ლოს ანჯელესი, 2024 წლის 4 თებერვალი. Monica Schipper/Getty Images The Recording Academy

სელინ დიონი ოზი ოსბორნის ხსოვნას პატივს მიაგებს

შემდეგი სტატია

ჯასტინ ტიმბერლეიკმა გაამხილა, რომ ლაიმის დაავადება აქვს

შეიძლება დაგაინტერესოთ

2020 წლის არჩევნების გამო, კანიე უესტის კარდაშიანების ოჯახთან კონფლიქტის სცენა, პროდიუსერის თქმით, Keeping Up with the Kardashians-ის ბოლო სეზონიდან ამოიღეს

ექვსწლიანი ქორწინების შემდეგ კიმ კარდაშიანმა კანიე უესტთან განქორწინება 2021 წლის თებერვალში მოითხოვა.
მეტი
Madonna 026 წლის 4 ივნისი, ნიუ იორკი. Santiago Felipe/GC Images

ნახეთ, როგორ მოირგო Madonna-მ Nicole Kidman-ის იმიჯი Adela-ს ვირუსული ჰიტის ფონზე ახალ TikTok ვიდეოში

სლოვაკი ვარსკვლავის პოპულარულმა სიმღერამ - Nicole Kidman უკვე მიიპყრო მისი ჰოლივუდელი სეხნიის ყურადღება, ახლა კი ამ სახალისო ტენდენციას კიდევ ერთი ლეგენდარული არტისტი შეუერთდა.
მეტი

RAWAYANA – ვენესუელური ჯგუფი, რომელიც 5 წლის წინ დაშლას აპირებდა, დღეს მსოფლიოს უდიდეს სტადიონებზე შოუებს მართავს

ბენდის მიმდინარე ტურნე მათი 2026 წლის ალბომის – ¿Dónde Es El After?-ის მხარდასაჭერად იმართება, რომელიც 2026 წლის Latin Grammy-ზე წლის საუკეთესო ალბომის ნომინაციაზეა წარდგენილი.
მეტი

STRAUSWERK-ის დებიუტი ბერლინში: ქართული დამოუკიდებელი კულტურა ერთ სივრცეში

7 ნოემბერს Haus der Visionäre-ში, Straus Entertainment-ის ორგანიზებით, ქართული კულტურის წარმომადგენლები STRAUSWERK ფესტივალზე გაერთიანდებიან.
მეტი

Tashyo და Sabana – ქართული ჰიპ-ჰოპ სცენის გამორჩეული შემოქმედებითი დუეტი Tbilisi Hip-Hop Festival-ზე

მსმენელი მათ უკვე იცნობს როგორც არტისტების დუეტს, რომელიც ავთენტური ჟღერადობით ისეთ კოლაბორაციებს ქმნის, რომლებიც მალევე ჰიტებად იქცევა.
მეტი