სელინ დიონი ოზი ოსბორნის ხსოვნას პატივს მიაგებს

„ის იყო უშიშარი, კეთილი, გულისხმიერი და ამავდროულად დიდსულოვანი ადამიანი.” – თქვა სელინ დიონმა ლეგენდარულ ოზი ოსბორნზე.
სელინ დიონი - 66-ე ყოველწლიური გრემის დაჯილდოებაზე, ლოს ანჯელესი, 2024 წლის 4 თებერვალი. Monica Schipper/Getty Images The Recording Academy
სელინ დიონი – 66-ე ყოველწლიური გრემის დაჯილდოებაზე, ლოს ანჯელესი, 2024 წლის 4 თებერვალი. Monica Schipper/Getty Images The Recording Academy

სელინ დიონმა მძიმე მეტალის ლეგენდარული მუსიკოსის,   Black Sabbath-ის ფრონტმენის, ოზი ოსბორნის ხსოვნას ემოციური სიტყვებით პატივი მიაგო და მას უშიშარი და დიდსულოვანი უწოდა.

„ძალიან დამწყვიტა გული ოზი ოსბორნის გარდაცვალებამ, ჩვენ მრავალი წლის განმავლობაში ერთი ლეიბლის არტისტები ვიყავით. მიუხედავად იმისა, რომ ორი სრულიად განსხავებული მუსიკალური სამყაროდან მოვდივართ, მე ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი მისი უსაზღვრო სულისკვეთებით. მიყვარს მისი სიმღერები, განსაკუთრებით, Mama, I’m Coming Home. ის იყო ორიგინალური, უშიშარი, კეთილი, გულისხმიერი და  ამავდროულად დიდსულოვანი ადამიანი.”- წერს სელინ დიონი სოციალურ ქსელში.

ოზი ოსბორნი 22 ივლისს 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. 30 ივლისს ლეგენდარული მუსიკოსის სამგლოვიარო პროცესია ბირმინგემში გაიმართა, სადაც ათასობით გულშემატკივარი მისი ხსოვნისადმი პატივისცემის ნიშნად შეიკრიბა. მსვლელობას წინ ორკესტრი მიუძღოდა, რომელიც ჰიტებს –  Iron Man-ს და Crazy Train-ს ასრულებდა. ოზის მეუღლე შერონი და მისი შვილები: ჯეკი, კელი და ემი  – ოსბორნს ბოლო გზაზე აცილებდნენ. კელი ოსბორნი მამის ცნობილ იისფერ სათვალეს ატარებდა, შერონს კი გულზე მეუღლის საქორწინო ბეჭედი ეკიდა. 

ოზი ოსბორნის მუსიკალური კარიერის ბოლო, საჯარო გამოსვლა 5 ივლისს ბირმინგემში, Back to the Beginning-ის შოუზე შედგა.  ეს იყო  Black Sabbath-ის გამოსამშვიდობებელი კონცერტი, რომელიც მარადიულად, ფილმის სახით დარჩება. ჩანაწერის გამოშვებას  Mercury Studios 2026 წლისთვის გეგმავს. კონცერტიდან მიღებული შემოსავალი საქველმოქმედო ორგანიზაციებში, მათ შორის Cure Parkinson‑ისა და ბირმინგემის ბავშვთა საავადმყოფოს ფონდში გადაირიცხება.

მუსიკალური სამყაროდან ოზი ოსბორნს პატივს მიაგებენ სხვა არტისტებიც, მათ შორის არიან:  ელტონ ჯონი, ბილი ჯო არმსტრონგი, ელის კუპერი, ზაკკ ვაილდი, Coldplay, Ghost-ის ტობიას ფორჯი, Yungblud, პატ ბუნე, ადამ სენდლერი, Black Sabbath-ის წევრები ტონი ლომი, გიზერი ბატლერი და  ბილ ვარი.

ოზი ოსბორნის გულშემატკივრებმა Change.org‑ზე პეტიციები შეადგინეს, სადაც ისინი ბირმინგემის აეროპორტისთვის და როკისა და მეტალის Download ფესტივალის ერთ-ერთი სცენისთვის ოზი ოსბორნის სახელის მინიჭებას ითხოვენ. აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთ პეტიციაზე ერთ კვირაში 52 000-ზე მეტი ხელმოწერა შეგროვდა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

მაილი საირუსის თქმით, „ჰანა მონტანას” 20 წლის იუბილეზე განსაკუთრებული რამ აქვს დაგეგმილი

შემდეგი სტატია

როსალია პალესტინის შესახებ დუმილის გამო მიღებულ კრიტიკას პასუხობს: „ერთმანეთის გაკიცხვა საუკეთესო გზა არ არის”

შეიძლება დაგაინტერესოთ

ტეილორ სვიფტი და ტრევის კელსი 2026 წლის iHeartRadio-ს მუსიკალურ დაჯილდოებაზე. 2026 წლის 26 მარტი, ლოს-ანჯელესი. Christopher Polk/Billboard

„ახლა დაქორწინებული კაცი ვარ” – ტრევის კელსიმ ტეილორ სვიფტთან ქორწინების შესახებ პირველად ისაუბრა

Kansas City Chiefs-ის მოთამაშემ, ტრევის კელსიმ, ქორწინების შემდეგ ჩაწერილი პირველი პოდკასტის, New Heights-ის ეპიზოდის ანონსში ტეილორ სვიფტზე და მათ ქორწინებაზე ისაუბრა.
მეტი
დოლი პარტონი და მაილი საირუსი 61-ე ყოველწლიური გრემის დაჯილდოებაზე, 2019 წლის 10 თებერვალი, ლოს-ანჯელესი, Photo by Kevin Winter/Getty Images for The Recording Academy

მაილი საირუსი ნათლიის, დოლი პარტონის ხსოვნას პატივს მიაგებს: „ახლა გვერდით ანგელოზი მყავს“

„დოლის სურვილი იქნებოდა, რომ ეს ტკივილი მეგრძნო, მასზე სიმღერა დამეწერა, შემდეგ კი გზა განმეგრძო და ძლიერი ვყოფილიყავი“, - დაწერა საირუსმა.
მეტი
ინგლისელი მსახიობი და მომღერალი ტიმ კარი, 1974 წლის 23 იანვარი. Evening Standard/Hulton Archive/Getty Images

ბრიტანელი ვარსკვლავი ტიმ კარი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა

მსოფლიოში აღიარებული ბრიტანელი მსახიობი, მწერალი, კომიკოსი და მომღერალი ყველაზე მეტად საკულტო კინოკლასიკა The Rocky Horror Picture Show-ში დოქტორ ფრანკ-ენ-ფურტერის როლის შესრულებით იყო ცნობილი.
მეტი
დოლი პარტონი 2014 წლის 28 მაისი, ტენესის შტატი. RICK DIAMOND/GETTY IMAGES

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრძანებით, დოლი პარტონის ხსოვნისადმი პატივსაცემის ნიშნად აშშ-ში დროშები ერთი კვირით დაეშვება

25 აგვისტოს ქანთრის მუსიკის ლეგენდა დოლი პარტონი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მეტი
ოლივია როდრიგო - Vanity Fair 2026-ის ღონისძიებაზე, ლოს ანჯელესი, ბევერლი ჰილზი, 2026 წლის 15 მარტი Chad Salvador/WWD

ოლივია როდრიგო Planned Parenthood-ის ოფისს ეწვია და რეპროდუქციულ უფლებებზე ისაუბრა

მომღერლის მომავალი ფესტივალიდან მიღებული შემოსავლის ნაწილი Planned Parenthood-სა და მსგავსი მიმართულების არაკომერციულ ორგანიზაციებს გადაერიცხებ
მეტი
კეტი პერი - Madison Square Garden. 2024 წლის 13 დეკემბერი, ნიუ-იორკი Kristina Bumphrey/Billboard

კეტი პერიმ ტრამპის ადმინისტრაცია მისი სიმღერის სამხედრო ოპერაციების ამსახველ ვიდეოში გამოყენების გამო გააკრიტიკა

არტისტი თეთრი სახლის მიერ მისი ჰიტის, Firework-ის უნებართვოდ გამოყენებას გამოეხმაურა
მეტი