ჯასტინ ტიმბერლეიკმა გაამხილა, რომ ლაიმის დაავადება აქვს

პოპვარსკვლავმა ახლახან დაასრულა მსოფლიო ტურნე.
ჯასტინ ტიმბერლეიკი
JAMIE MCCARTHY/WIREIMAGE

Forget Tomorrow World Tour-ის დასრულებიდან ერთი დღის შემდეგ ჯასტინ ტიმბერლეიკმა გაამხილა, რომ ტურნეს პარალელურად ლაიმის დაავადებას ებრძოდა.

ინსტაგრამის პოსტში პოპვარსკვლავმა ტურნეს ფოტოები გააზიარა და დაწერა: „რადგან ტურნეს ვაჯამებ, მინდა, რომ ცოტა მეტი გითხრათ, თუ რა ხდება ჩემს თავს.

სხვა პრობლემებთან ერთად, რაც ჩემს ჯანმრთელობას ეხება, ლაიმის დაავადების დიაგნოზიც დამისვეს. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ შეგეცოდოთ, არამედ იმიტომ, რომ ნათელი მოვფინო იმას, თუ რისი გადატანა მიწევდა სცენის მიღმა.

თუ ეს დაავადება გამოგიცდიათ ან იცნობთ ვინმეს ამ დიაგნოზით, მაშინ გეცოდინებათ, რომ მასთან ერთად ცხოვრება განუწყვეტელი გამოფიტვაა როგორც მენტალურად, ასევე ფიზიკურად. როცა დიაგნოზი პირველად გავიგე, შოკში ჩავვარდი. მაგრამ მინიმუმ იმის მიზეზი გავარკვიე, თუ რატომ მქონდა ძლიერი ტკივილი სცენაზე ან რატომ ვგრძნობდი გიჟურ დაღლილობასა და სისუსტეს. დავდექი პირადი არჩევანის წინაშე: შევწყვიტო ტურნე? თუ განვაგრძო და მისი გამკლავების გზები ვიპოვო. საბოლოოდ კი გადავწყვიტე, რომ სიამოვნება, რომელსაც სცენაზე დგომა მანიჭებს, დიდად აღემატებოდა იმ სტრესს, რომელსაც ჩემი სხეული განიცდიდა. და ბედნიერი ვარ, რომ ტურნეს გაგრძელება ავირჩიე.”

ლაიმის დაავადებას იწვევს ბაქტერია ბორელია, რომლის გადამტანიც ზოგიერთი ტკიპაა. ადამიანებს, როგორც წესი, დაავადება ტკიპის ნაკბენის შედეგად უვითარდებათ. სიმპტომები მოიცავს ცხელებას, სხეულის ტკივილს, გაშეშებას, კუნთების სისუსტესა და იმუნური სისტემის პრობლემებს. 

ტიმბერლეიკი არ არის პირველი მუსიკოსი, ვინც ლაიმის დაავადებაზე ისაუბრა. შენაია ტვეინი, ავრილ ლავინი, ჯასტინ ბიბერი მათ შორის არიან, ვისაც ეს დიაგნოზი საკუთარ თავზე გამოუცდიათ და მასთან ბრძოლაზე საჯაროდ უსაუბრიათ.

Forget Tomorrow World Tour ტიმბერლეიკმა 2024 წლის აპრილში, ალბომ Everything I Thought It Was-ის გამოცემიდან ერთი თვის შემდეგ დაიწყო. „ბილბორდის” მონაცემებით, აღნიშნულმა ტურნემ პოპვარსკვლავს მეათე ადგილი მოუტანა ყველაზე მაღალშემოსავლიანი ტურნეს არტისტების რეიტინგში. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

როსალია პალესტინის შესახებ დუმილის გამო მიღებულ კრიტიკას პასუხობს: „ერთმანეთის გაკიცხვა საუკეთესო გზა არ არის”

შემდეგი სტატია

Doechii - Tom Ford-ის 2025-2026 წლების შემოდგომა/ზამთრის ჩვენებაზე, 2025 წლის 5 მარტი, პარიზი Arnold Jerocki/Getty Images

Doechii lollapalooza-ს ფესტივალზე განსაკუთრებული სტუმრის მოწვევას გეგმავს

შეიძლება დაგაინტერესოთ

BLACKPINK-ის LISA-მ ახალი სოლო ნამუშევარი და მასზე გადაღებული მუსიკალური ვიდეო გამოუშვა

კომპოზიცია პირველი რელიზია LISA-ს დაანონსებული EP-იდან, სახელწოდებით – Press Play, რომელიც 23 ოქტომბერს გამოვა.
მეტი

Quemmekh-ის დაანონსებული შოუს კამპანია გრძელდება – ნახეთ Unburned-ის ახალი პოსტერი და მოკლემეტრაჟიანი ფილმი

25 და 26 სექტემბერს მულტიფუნქციურ სახელოვნებო სივრცე Factory Tbilisi-ში Quemmekh-ის მუსიკალური შოუ ჩატარდება, რომლის კრეატიული დირექტორიც გურამ მაცხონაშვილია.
მეტი

ოლივია როდრიგო დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას პოპვარსკვლავებთან დაპირისპირების  გამო აკრიტიკებს

„ვფიქრობ, ეს ერთგვარი ინსტრუმენტია, რომელსაც ისინი იყენებენ. პოპვარსკვლავებთან დაპირისპირება შესანიშნავი სატყუარაა, სანამ ისინი სხვა საშინელ რამეებს აკეთებენ,” – აღნიშნა როდრიგომ.
მეტი

ვინსენ გარსია წინანდლის ფესტივალს დახურავს – ესპანელი ბასისტი ფესტივალის Afterparty-ზე 13 სექტემბერს დაუკრავს

წინანდლის ფესტივალის დასკვნითი საღამო ესპანური ჯაზის ერთ-ერთ გამორჩეულ ვარსკვლავს, ბასისტ ვინსენ გარსიას დაეთმობა.
მეტი
ედ შირანი - 2025 წლის 12 დეკემბერი, ნიუ-იორკი. John Nacion/Billboard

ედ შირანის კონცერტზე მომხდარ ინციდენტს, რომლის შედეგადაც ექვსი თანამშრომელი დაზიანდა, დეტროიტში იძიებენ

გავრცელებული ინფორმაციით, კონცერტის დასრულების შემდეგ, სცენის დემონტაჟის დროს, ტექნიკური ჯგუფის წევრებს ჩამოვარდნილი აღჭურვილობის ნაწილები დაეცათ.
მეტი