ლონდონში, Oasis-ის კონცერტზე გულშემატკივარი გარდაიცვალა

შაბათს, 2 აგვისტოს, კონცერტის დროს გულშემატკივარი სიმაღლიდან გადმოვარდნის შედეგად გარდაიცვალა.
Oasis Wales-ის სტადიონზე 2025 წლის 4 ივლისი. josh Halling
Oasis Wales-ის სტადიონზე 2025 წლის 4 ივლისი. josh Halling

Oasis-ის გულშემატკივარი  კონცერტის დროს, ინგლისში, Wembley-ს სტადიონზე,  სიმაღლიდან გადმოვარდნის შედეგად გარდაიცვალა. ბენდმა ამის შესახებ 3 აგვისტოს განცხადება გაავრცელა, სადაც ტრაგედიის გამო მწუხარება გამოხატა. ლონდონის პოლიციამ განაცხადა, რომ ოფიცრები და სასწრაფო დახმარების ბრიგადა შემთხვევის ადგილზე შეტყობინების მიღების შემდეგ მივიდნენ.

სამართალდამცავების ინფორმაციით, 40 წლამდე გულშემატკივარი შემთხვევის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. პოლიციამ მოუწოდა ყველას, ვინც მომხდარს შეესწრო ან მობილურით ვიდეოგადაღება მოახერხა, დაუკავშირდეს მათ და მიაწოდოს ინფორმაცია.

„შოკირებული და დამწუხრებული ვართ მას შემდეგ, რაც გუშინდელი შოუს დროს გულშემატკივრის ტრაგიკული დაღუპვის შესახებ შევიტყვეთ. გულწფელად ვუსამძიმრებთ დაღუპულის ოჯახსა და მეგობრებს.” – ნათქვამია Oasis-ის განცხადებაში, რომელსაც The Associated Press ავრცელებს. 

The Hollywood Reporter-ის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში Wembley-ს სტადიონის პრესსპიკერმა მომხდარი დაადასტურა: „გუშინ ღამით Wembley-ის სტადიონზე ინციდენტის შემდეგ ლონდონის სასწრაფო დახმარების სამსახურის ექიმები და პოლიცია ადგილზე გამოცხადდნენ. მიუხედავად მათი ძალისხმევისა, სამწუხაროდ, გულშემატკივარს სიცოცხლისადმი შეუსაბამო დაზიანებები აღმოაჩნდა და ადგილზე გარდაიცვალა. პოლიციამ მოუწოდა ყველას, ვინც ინციდენტს შეესწრო, სასწრაფოდ დაუკავშრდეს მათ.” 

Oasis-მა თითქმის 16 წლიანი პაუზის შემდეგ პირველი ტურნე უელსში 4 ივლისს გამართა. 2 აგვისტოს ჩატარებული კონცერტი  Wembley-ს სტადიონზე შვიდი კონცერტიდან რიგით მეოთხე შოუ იყო. მსოფლიო ტურნე გაგრძელდება ჩრდილოეთ ამერიკაში, აზიაში, ავსტრალიაში, სამხრეთ ამერიკასა და  ევროპაში.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ელდარ შენგელაია © საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა

კინორეჟისორი ელდარ შენგელაია გარდაიცვალა

შემდეგი სტატია

ორლანდო ბლუმი მასა და ანგელა მერკელზე გავრცელებულ ხუმრობას პასუხობს, მას შემდეგ, რაც კეტი პერისა და ჯასტინ ტრიუდოს შორის არსებულ რომანზე ჭორები გავრცელდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ტეილორ სვიფტი და ტრევის კელსი 2026 წლის iHeartRadio-ს მუსიკალურ დაჯილდოებაზე. 2026 წლის 26 მარტი, ლოს-ანჯელესი. Christopher Polk/Billboard

„ახლა დაქორწინებული კაცი ვარ” – ტრევის კელსიმ ტეილორ სვიფტთან ქორწინების შესახებ პირველად ისაუბრა

Kansas City Chiefs-ის მოთამაშემ, ტრევის კელსიმ, ქორწინების შემდეგ ჩაწერილი პირველი პოდკასტის, New Heights-ის ეპიზოდის ანონსში ტეილორ სვიფტზე და მათ ქორწინებაზე ისაუბრა.
მეტი
დოლი პარტონი და მაილი საირუსი 61-ე ყოველწლიური გრემის დაჯილდოებაზე, 2019 წლის 10 თებერვალი, ლოს-ანჯელესი, Photo by Kevin Winter/Getty Images for The Recording Academy

მაილი საირუსი ნათლიის, დოლი პარტონის ხსოვნას პატივს მიაგებს: „ახლა გვერდით ანგელოზი მყავს“

„დოლის სურვილი იქნებოდა, რომ ეს ტკივილი მეგრძნო, მასზე სიმღერა დამეწერა, შემდეგ კი გზა განმეგრძო და ძლიერი ვყოფილიყავი“, - დაწერა საირუსმა.
მეტი
ინგლისელი მსახიობი და მომღერალი ტიმ კარი, 1974 წლის 23 იანვარი. Evening Standard/Hulton Archive/Getty Images

ბრიტანელი ვარსკვლავი ტიმ კარი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა

მსოფლიოში აღიარებული ბრიტანელი მსახიობი, მწერალი, კომიკოსი და მომღერალი ყველაზე მეტად საკულტო კინოკლასიკა The Rocky Horror Picture Show-ში დოქტორ ფრანკ-ენ-ფურტერის როლის შესრულებით იყო ცნობილი.
მეტი
დოლი პარტონი 2014 წლის 28 მაისი, ტენესის შტატი. RICK DIAMOND/GETTY IMAGES

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრძანებით, დოლი პარტონის ხსოვნისადმი პატივსაცემის ნიშნად აშშ-ში დროშები ერთი კვირით დაეშვება

25 აგვისტოს ქანთრის მუსიკის ლეგენდა დოლი პარტონი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მეტი
ოლივია როდრიგო - Vanity Fair 2026-ის ღონისძიებაზე, ლოს ანჯელესი, ბევერლი ჰილზი, 2026 წლის 15 მარტი Chad Salvador/WWD

ოლივია როდრიგო Planned Parenthood-ის ოფისს ეწვია და რეპროდუქციულ უფლებებზე ისაუბრა

მომღერლის მომავალი ფესტივალიდან მიღებული შემოსავლის ნაწილი Planned Parenthood-სა და მსგავსი მიმართულების არაკომერციულ ორგანიზაციებს გადაერიცხებ
მეტი
კეტი პერი - Madison Square Garden. 2024 წლის 13 დეკემბერი, ნიუ-იორკი Kristina Bumphrey/Billboard

კეტი პერიმ ტრამპის ადმინისტრაცია მისი სიმღერის სამხედრო ოპერაციების ამსახველ ვიდეოში გამოყენების გამო გააკრიტიკა

არტისტი თეთრი სახლის მიერ მისი ჰიტის, Firework-ის უნებართვოდ გამოყენებას გამოეხმაურა
მეტი