In Whose Name? – გამოქვეყნდა კანიე უესტზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის ტრეილერი, რომელშიც კიმ კარდაშიანიც ჩნდება

ფილმის პრემიერა 19 სექტემბერს შედგება.
Ye
“In Whose Name?”

26 წლის რეჟისორი ნიკო ბალიესტეროსი დაახლოებით 2019 წლიდან აკვირდება და იღებს  კანიე უესტს (ამჟამინდელი სახელით – Ye). რეჟისორმა გააერთიანა ბოლო ექვსი წლის განმავლობაში გადაღებული მასალა და აქცია დოკუმენტურ ფილმად, სახელწოდებით – In Whose Name?

სკანდალური არტისტის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის თიზერი 13 აგვისტოს გამოვიდა. ფილმი AMSI Entertainment-ის პროდუქციაა და კინოთეატრებში მისი პრემიერა 19 სექტემბერს იგეგმება. გამოცემა Deadline-ის ცნობით, ნამუშევარი დაახლოებით 1000 ამერიკულ კინოთეატრში გავა.

ფილმი მაყურებელს კულისებს მიღმა უშვებს, სადაც ჩანს არტისტის კრიზისული პერიოდები და გამარჯვებები, ასევე ის შემოქმედებითი გამოწვევები, რომლებმაც უესტი მე-20 საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე ხმაურიან სახელოვნებო ფიგურად აქცია.

ერთწუთიან თიზერში ხშირად ჩნდება კიმ კარდაშიანი. ამ სცენებში ძირითადად ნაჩვენებია, როგორ კრიზისს გადიოდა მათი ქორწინება. კარდაშიანმა განქორწინების თხოვნით სასამართლოს 2021 წელს მიმართა, ხოლო პროცესი 2022 წლის ნოემბერში დასრულდა.

„შენი პიროვნება რამდენიმე წლის წინ ასეთი არ იყო,“ – ეუბნება კიმი Ye-ს ერთ-ერთ სცენაში მას შემდეგ, რაც ის აღიარებს, რომ უკვე ხუთი თვეა, მედიკამენტებს არ იღებს. უესტი კი ამაზე პასუხობს: „მირჩევნია მოვკვდე, ვიდრე წამლებზე ვიყო დამოკიდებული. ან ისინი გამანადგურებენ, ან მე გავანადგურებ მათ.“

ბალიესტეროსის მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმის შესახებ ხმები აქამდეც ვრცელდებოდა, მაგრამ ოფიციალურად მისი არსებობა აგვისტოს დასაწყისში დადასტურდა. როგორც ჩანს, მასალა მოიცავს დაახლოებით 2019-დან 2024 წლამდე მონაკვეთს. ამ პერიოდში უესტმა გამოუშვა ისეთი ალბომები, როგორებიც არის Jesus Is King, Donda, Donda 2, Vultures და Vultures 2. 

ჯერ უცნობია, როგორ იქნება ფილმში ასახული Ye-ს ირგვლივ განვითარებული სკანდალები, რომლებიც არტისტის მიერ გამოვლენილ სიძულვილის ენას უკავშირდება. ასეთმა შემთხვევებმა განაპირობა უესტის თანამშრომლობის დასრულება ისეთ ბრენდებთან, როგორებიც არის Gap, Balenciaga და Adidas. სწორედ ამ სკანდალების სერია გახდა Ye-ს მისამართით მწვავე საზოგადოებრივი კრიტიკის მიზეზიც.

„ფილმი წარმოადგენს დაუმუშავებელ და ხშირად უხეშ პორტრეტს, კომენტარისა და დასკვნის გარეშე, რაც მაყურებელს თავად უტოვებს მოვლენების ინტერპრეტაციის თავისუფლებას. ნიკო Ye-ს გვერდით ცხოვრობდა, კამერა მუდამ ხელში ეჭირა და ბოლომდე არც იცოდა, რას იღებდა ან სად მიიყვანდა ეს პროცესი. სწორედ ეს ხდის მასალას უნიკალურს,” – განაცხადა AMSI Entertainment-ის დამფუძნებელმა სიმრან სინგჰმა Deadline-თან ინტერვიუში.

ნახეთ დოკუმენტური ფილმის თიზერი: 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Radiohead “Hail to the Thief Live Recordings 2003-2009-ის” ციფრულ ვერსიას გამოსცემს

შემდეგი სტატია

Cardi B-ის ახალ სინგლში Jay-Z-ის ცნობილი ტრეკის – Imaginary Players-ის სემპლია გამოყენებული

შეიძლება დაგაინტერესოთ

STRAUSWERK-ის დებიუტი ბერლინში: ქართული დამოუკიდებელი კულტურა ერთ სივრცეში

7 ნოემბერს Haus der Visionäre-ში, Straus Entertainment-ის ორგანიზებით, ქართული კულტურის წარმომადგენლები STRAUSWERK ფესტივალზე გაერთიანდებიან.
მეტი

Tashyo და Sabana – ქართული ჰიპ-ჰოპ სცენის გამორჩეული შემოქმედებითი დუეტი Tbilisi Hip-Hop Festival-ზე

მსმენელი მათ უკვე იცნობს როგორც არტისტების დუეტს, რომელიც ავთენტური ჟღერადობით ისეთ კოლაბორაციებს ქმნის, რომლებიც მალევე ჰიტებად იქცევა.
მეტი
Zuk n' Sos - ყაყაჩო (feat. Ketato Nergadze)

Zuk n’ Sos-ის ახალი ქავერი „ყაყაჩო“ – ცნობილი სიმღერის თანამედროვე ინტერპრეტაცია

თბილისურმა მუსიკალურმა დუეტმა, ქეთათო ნერგაძესთან ერთად, ცნობილი კომპოზიციის, „ყაყაჩოს“ ქავერ ვერსია გამოუშვა.
მეტი

ბრიტნი სპირსმა აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა გააზიარა, რომლის თანაავტორიც მისი იმდროინდელი შეყვარებული ჯასტინ ტიმბერლეიკია

სიმღერა სპირსის ალბომის, Britney-ს 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სპეციალურ გამოშვებაში შევა, რომელიც 6 ნოემბერს გამოვა.
მეტი

ოლივია როდრიგო პოტენციურ კოლაბორაციას აანონსებს

პოპვარსკვლავმა ინსტაგრამზე ჩაწერის სესიიდან მცირე ფრაგმენტი გამოაქვეყნა, რამაც ფანებში ახალგაზრდა მუსიკოსთან მისი შესაძლო თანამშრომლობის ვარაუდები გააჩინა.
მეტი