Radiohead “Hail to the Thief Live Recordings 2003-2009-ის” ციფრულ ვერსიას გამოსცემს

ლაივ ჩანაწერი მოიცავს ბენდის მე-6 სტუდიური ალბომის სიმღერების კომპილაციას, რომლებიც სხვადასხვა დროს ბუენოს-აირესში, ლონდონში, ამსტერდამსა და დუბლინში აქვთ შესრულებული.
Radiohead
TOM SHEEHAN

Radiohead ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ ჩანაწერს უბრუნდება – 2003 წლის Hail to the Thief. ბენდი ახალ ალბომს გამოსცემს, რომელიც სწორედ ორიგინალ პროექტში შესული სიმღერების ლაივ შესრულების ექვსწლიან პერიოდს მოიცავს. 

ოთხშაბათს გავრცელებულ განცხადებაში ჯგუფმა დააანონსა ციფრული პროექტი Hail To The Thief Live Recordings 2003-2009 – 12-სიმღერიანი კომპილაცია, რომელიც, მათი თქმით, ბენდს „მე-6 სტუდიური ალბომისადმი დამოკიდებულების გადაფასებაში” დაეხმარა.

„შექსპირის Hamlet/Hail To The Thief -ის თეატრალური წარმოდგენის არანჟირებაზე ფიქრისას, მინდოდა, არქივიდან სიმღერების ლაივ ჩანაწერები მომესმინა,” – წერს ტომ იორკი და გულისხმობს Royal Shakespeare Company-ს მიერ შექსპირის პიესის ადაპტაციას, რომელიც სწორედ იორკის არანჟირებებით შესრულდა აპრილსა და მაისში მანჩესტერში, ხოლო ივნისში – შექსპირის სამეფო თეატრში. 

„შოკირებული დავრჩი იმ ენერგიით, რომლითაც ვუკრავდით. ძლივს ამოვიცანი ჩვენი თავები და ეს დამეხმარა, მეპოვა გზა წინ,” – ამბობს იორკი. „გადავწყვიტეთ, რომ ეს ლაივ ჩანაწერები გაგვეერთიანებინა და გამოგვეცა (სიგიჟე იქნებოდა მათი მხოლოდ ჩვენთვის დატოვება). ეს ძალიან კათარზისული პროცესი იყო. იმედი გვაქვს, ისიამოვნებთ.”

ალბომი ამჟამად ხელმისაწვდომია სტრიმინგ პლატფორმებზე, თუმცა ფანებს ასევე შეუძლიათ შეზღუდული რაოდენობის უნიკალური ვინილის წინასწარ შეკვეთაც. წითელი ფერის ფირფიტა ხელმისაწვდომი იქნება მუსიკალურ მაღაზიებში, შავი ან ცისფერი კი – ბენდის ონლაინ მარკეტზე. ვინილი 31 ოქტომბერს გამოვა. 

ახალი ალბომი მოიცავს 2003-2009 წლებში ბენდის ლაივ შესრულებებს ამსტერდამში, ბუენოს-აირესში, დუბლინსა და ლონდონში. 2003 წელს Hail to the Thief მე-3 ადგილზე გავიდა Billboard 200-ში, მას შემდეგ, რაც ორი თვით ადრე ჯერ კიდევ გამოუცემელი ალბომის ჩანაწერებმა ინტერნეტში გაჟონა. 

ნახეთ Hail to the Thief Live Recordings 2003-2009-ის სიმღერების სია და ასევე 2009 წელს ბუენოს-აირესში შესრულებული There, There-ის ჩანაწერი:

“2+ 2 +5”
“Sit Down. Stand Up”
“Sail to the Moon”
“Go to Sleep”
“Where I End and You Begin”
“We Suck Young Blood”
“The Gloaming”
“There, There”
“I Will”
“Myxomatosis”
“Scatterbrain”
“A Wolf at the Door”

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Tyler, the Creator ტიმოთი შალამესთან ერთად ახალ ფილმში მონაწილეობს – ნახეთ Marty Supreme-ის პირველი ტრეილერი

შემდეგი სტატია

In Whose Name? – გამოქვეყნდა კანიე უესტზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის ტრეილერი, რომელშიც კიმ კარდაშიანიც ჩნდება

შეიძლება დაგაინტერესოთ

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი