ლონდონში გამართულ კონცერტზე BLACKPINK-მა Spice Girls-ის სინგლი Wannabe შეასრულა

K-pop ჯგუფმა ლონდონის უემბლის სტადიონზე ორი შოუ Deadline World Tour-ის ფარგლებში გამართა.
BLACKPINK 2023 წლის Coachella-ს ფესტივალზე

BLACKPINK-მა ლონდონის უემბლის სტადიონზე სიმბოლურად გაიხსენა Spice Girls, როცა K-pop ჯგუფი Deadline World Tour-ის ფარგლებში გამართული ორდღიანი შოუს ფინალურ კონცერტს ხურავდა. ეს იყო ჯგუფის პირველი ვიზიტი მას შემდეგ, რაც 2023 წელს მუსიკალური კოლექტივი მსმენელის წინაშე BST Hyde Park-ზე წარდგა. BLACKPINK-მა 16 აგვისტოს გამოსვლა მოულოდნელი სიურპრიზით დაასრულა – ჯგუფმა Spice Girls-ის სადებიუტო სინგლი Wannabe შეასრულა. სიმღერამ, რომელიც 1997 წელს Billboard Hot 100-ის ჩარტში ოთხი კვირა ლიდერობდა, მაყურებელი ერთხმად აამღერა.

ეს არ ყოფილა პირველი შემთხვევა, როცა JENNIE, LISA, JISOO და ROSÉ ამ სიმღერას ასრულებენ. 2023 წელს მათ ეს ჰიტი ჯეიმს კორდენის The Late Late Show-ს მუსიკალურ სეგმენტში – Carpool Karaoke-ში უკვე იმღერეს. LISA-მ წამყვანთან აღიარა, რომ ბავშვობაში Spice Girls-ზე იყო შეყვარებული, ხოლო JENNIE-ს თქმით, ის აღფრთოვანებული იყო იმით, რომ თითოეულ წევრს საკუთარი, განსხვავებული პიროვნება ჰქონდა. 

აღსანიშნავია, რომ BLACKPINK-ის ბოლო სინგლში – Jump ისმის ფრაზა: „spice up your life”, რაც პირდაპირი მიანიშნებს Spice Girls-ის 1997 წლის ალბომის, Spiceworld-ის გამხსნელ კომპოზიციაზე. BLACKPINK-ის Jump გამოსვლისთანავე Billboard-ის გლობალურ ჩარტებში პირველ ადგილზე მოხვდა.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ქარდი ბი ცხოვრების პირადულ ეტაპზე საუბრობს

შემდეგი სტატია

Oasis დუბლინს იპყრობს – 2009 წლის შემდეგ ჯგუფმა ირლანდიაში პირველი ტრიუმფალური შოუ გამართა

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი