„ქართული მუსიკალური მემკვიდრეობა” Kung Fu Junkie-ს კრებულ ალბომს გამოსცემს

Dance or Die: Undersky Gnostic Pop ორმაგ ფირფიტაზე 4 სექტემბერს გამოვა.
Dance or Die: Undersky Gnostic Pop

პროექტი „ქართული მუსიკალური მემკვიდრეობა” საიუბილეო, მე-10 გამოცემას წარადგენს, რომელიც 2000-იანი წლების ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ კოლექტივს, Kung Fu Junkie-ს მიეძღვნება. კრებული ალბომი, სახელწოდებით – Dance or Die: Undersky Gnostic Pop – ორმაგ ფირფიტაზე 4 სექტემბერს გამოვა.

Kung Fu Junkie 2007-2016 წლებში არსებობდა. მისი ჟღერადობა მუსიკალური ექსპერიმენტებით ხასიათდებოდა და მნიშვნელოვანი როლი ითამაშა თანამედროვე ქართული მუსიკალური სივრცის ჩამოყალიბებაში. როგორც „ქართული მუსიკალური მემკვიდრეობის” გუნდი აფასებს, ეს პროექტი მნიშვნელოვან კულტურულ ფენომენად იქცა.

„სხვადასხვა მუსიკალური ჯგუფის წევრების მიერ დაარსებული კოლექტივი კულტურულად საზრდოობდა თბილისის 2000-იანი წლების პანკ-სცენისგან, ალტერნატიული მუსიკისგან, ფსიქოდელიური გამოცდილებებისა და ინდუსტრიული მუსიკის ფილოსოფიისგან. 

თავდაპირველად ჩაფიქრებული, როგორც პერფორმანს-პროექტი, Kung Fu Junkie აერთიანებდა ანდერგრაუნდ თეატრს, რეტრო-ფუტურისტულ კოსმოსურ (როგორც შინაგან, ისე გარეგან) ძიებებს, არაკომერციულ გართობასა და ცეკვას.

მათი ჩანაწერების უმეტესობა იქმნებოდა და იწერებოდა გრინჩის ოთახში, სახელად „Undersky“ , რაც იყო სიტყვა-ცნებათა თამაში: “We’re not underground – we’re Undersky!”,” – ვკითხულობთ პოსტის აღწერაში.  

Kung Fu Junkie-მ ახალი ჩანაწერების გამოცემა და მუსიკალური პერფორმანსები 2016 წელს დაასრულა, როცა ჯგუფის კომპოზიტორი, თანადამფუძნებელი და წევრი გრინჩი გარდაიცვალა. 

Kung Fu Junkie-ს ფირფიტის პრეზენტაცია Mutant Radio-ს სივრცეში შედგება. ღონისძიებაზე ქართველი არტისტები ისაუბრებენ კოლექტივის შემოქმედებაზე. ასევე, მსმენელებს შესაძლებლობა ექნებათ, შეიძინონ Kung Fu Junkie-ს ფირფიტა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Oasis დუბლინს იპყრობს – 2009 წლის შემდეგ ჯგუფმა ირლანდიაში პირველი ტრიუმფალური შოუ გამართა

შემდეგი სტატია

ოზი ოსბორნის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის ჩვენება პრემიერამდე რამდენიმე საათით ადრე გადაიდო

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი