ოზი ოსბორნის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის ჩვენება პრემიერამდე რამდენიმე საათით ადრე გადაიდო

ბრიტანული სატელევიზიო კომპანიის განცხადებით, „ფილმის ჩვენების განრიგმა გადაიწია.”
ოზი ოსბორნი 1996 წელს
MICK HUTSON/REDFERNS

BBC One-ის დოკუმენტური ფილმი, სახელწოდებით Ozzy Osbourne: Coming Home, რომელიც ოზი ოსბორნის ცხოვრების ბოლო წლებს ასახავს, დაგეგმილ პრემიერამდე რამდენიმე საათით ადრე, მოულოდნელად, პროგრამიდან მოიხსნა. „ბიბისის” ინფორმაციით, ფილმის ჩვენება ორშაბათ საღამოს იყო დაგეგმილი, თუმცა  ის ყოველგვარი მიზეზისა და განახლებული თარიღის დასახელების გარეშე გადაიდო.

ფილმი აღწერილია, როგორც ემოციური და შთამაგონებელი ისტორია ოსბორნის ცხოვრების უკანასკნელი თავიდან. მისი გადაღებები სამი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა მუსიკოსის მეუღლის, შერონ ოსბორნისა და მათ ორი შვილის, ჯეკისა და კელის მონაწილეობით.

„ფილმი მსოფლიო გასართობი ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ოჯახის ემოციური პორტრეტია მათი ისტორიის გარდამტეხ მომენტში,” – ვკითხულობთ აღწერაში. „ოზისა და შერონის სიყვარულის ძალა და შვილების ერთგულება მათ მიმართ ძალიან საგრძნობია. ასევე თვალსაჩინოა ოჯახის მიმღებლობა ოზის ავადმყოფობის მიმართ.”

დოკუმენტური ფილმი თავდაპირველად წარმოდგენილი იყო, როგორც ოსბორნების ინგლისში დაბრუნების ქრონიკა, მას შემდეგ, რაც მათ წლები ლოს-ანჯელესში გაატარეს. ის განიხილებოდა, როგორც ერთგვარი დასასრული ოჯახის ცნობილი რეალითი შოუსი The Osbournes, რომელიც MTV-ის ეთერში 2002-2005 წლებში გადიოდა. ფილმის თავდაპირველი ვერსიაც – Home to Roost – რეალითი შოუს ჰგავდა, თუმცა ფორმატი მას შემდეგ შეიცვალა, რაც ოზის ჯანმრთელობა გაუარესდა და პარკინსონის დაავადების გამო კისერსა და ხერხემალზე ქირურგიული ოპერაციების გადატანა მოუხდა.

„პენსიაზე გასვლამდე ოზის მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, კიდევ ერთხელ გამოვიდეს სცენაზე საკუთარი თავისა და თაყვანისმცემლებისთვის, რადაც არ უნდა დაუჯდეს ეს,” – გრძელდება ფილმის აღწერა. „საცხოვრებლის შეცვლაც და კონცერტიც ფენომენალური მიღწევა იქნება, თუმცა მისი ვაჟი ჯეკი ღელავს მშობლების იმ ქვეყანაში დაბრუნებაზე, სადაც ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში თითქმის არ უცხოვრიათ, ასევე იმაზე, რომ ამან შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს ოჯახის მჭიდრო კავშირზე. თუმცა ოზი არასდროს ყოფილა ადამიანი, რომელიც პასუხად „არას” იღებს. ის მიზნებს ისახავს შემართებით, გულწრფელობითა და მახვილი იუმორის გრძნობით, რომლითაც ბოლო 50 წლის განმავლობაში მილიონობით ადამიანს შეაყვარა თავი. მას არაფერი აჩერებს, რომ სხეული იმავე ფორმაში დააბრუნოს, როგორშიც იყო. ფილმიც სწორედ ამ გასაოცარ თავდადებას ასახავს.”

„ბიბისის” სპიკერმა US Weekly-სთან კომენტარში აღნიშნა, რომ „ფილმის ჩვენების განრიგმა გადაიწია და ახალი თარიღი მოგვიანებით დადასტურდება.

ფილმი აჩვენებს ოზის გმირულ ბრძოლას, რათა გამოსვლა შეძლოს ემოციურ, ვარსკვლავებით დატვირთულ Back to the Beginning შოუზე, სადაც მან გოთური ტახტიდან შეასრულა როგორც სოლო, ასევე Black Sabbath-ის კომპოზიციები. ოჯახურ ტკბილ მომენტებთან ერთად დოკუმენტური ფილმი ასევე ასახავს სცენებს, სადაც ოზის შვილები აცნობიერებენ, რომ დასასრული ახლოსაა, რაც ჩანს კელის კომენტარში: „რკინის კაცი მართლაც რკინისგან შექმნილი არ ყოფილა.”

„იმედი გვაქვს, ფილმი ოზის ფანებს სიხარულს მოუტანს და მის ექსტრაორდინარულ ცხოვრებას გაახსენებს,” – ამბობს „ბიბისის” დოკუმენტური ფილმების ხელმძღვანელი.

„ოზი მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანს უყვარდა, არა მხოლოდ მისი მუსიკისთვის, არამედ იმ ხულიგნობისა და გულწრფელობისთვის, რაც უხვად ვნახეთ მისი ცხოვრების ბოლო წლებში,” – ამბობენ ფილმის პროდიუსერები. „მაგრამ ერთი რამ, რაც ჩვენთვის კიდევ უფრო მეტად ბრწყინავდა, ეს არის ოზის დიდი სიყვარული მისი გამორჩეული ოჯახის მიმართ, რომელიც მთელ ამ გზაზე მის გვერდით იყო.”

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

„ქართული მუსიკალური მემკვიდრეობა” Kung Fu Junkie-ს კრებულ ალბომს გამოსცემს

შემდეგი სტატია

ზოი კრავიცი ტეილორ სვიფტის დაანონსებულ ალბომს აფასებს: „ალბომის ნაწილი მოვისმინე. ფანტასტიკურია!“

შეიძლება დაგაინტერესოთ

ლორინ ჰილი და ჟან უაიკლეფი 68 -ე გრემის დაჯილდოებაზე, 2026 წლის 1 თებერვალი, კალიფორნია. CHRISTOPHER POLK/BILLBOARD

30 წლის შემდეგ შესაძლოა Fugees-ის ახალი ალბომი გამოვიდეს – რას ამბობენ ლორენ ჰილი და უაიკლეფ ჟანი

გაერთიანებული ჯგუფის წევრების თქმით, ისინი ახლა „შესანიშნავ ფორმაში“ არიან და არ გამორიცხავენ, რომ მათი საკულტო 1996 წლის ალბომის, The Score-ის გაგრძელება უახლოეს მომავალში ჩაწერონ.
მეტი

როგორ ჩამოაყალიბა სიკვდილთან მიახლოებულმა გამოცდილებამ და სოციალური პასუხისმგებლობით სავსე ბავშვობამ კენი გარსიას მუსიკა

პუერტო-რიკოელი ვარსკვლავი ახლა 82-თარიღიან ტურნეში იმყოფება, რითაც ამტკიცებს, რომ ლათინური წარმოშობის ქალ ავტორებსაც შეუძლიათ ჰყავდეთ მასიური აუდიტორია.
მეტი

„ჰეკატეს ბაღი“ – შეკვეთილის მუსიკოსთა პარკში ახალი კონცეპტუალური სივრცე გაიხსნა 

„ჰეკატეს ბაღი“ უკვე აქტიურად მასპინძლობს პირველ სტუმრებს. უახლოეს პერიოდში ტერიტორიაზე ასევე იგეგმება საგანმანათლებლო ვორქშოფებისა და სხვადასხვა შემეცნებითი ღონისძიების ჩატარება.
მეტი

გრეისი აბრამსის თმით, პოლ მესკალთან რომანმა წარსული ურთიერთობები სარკესავით დაანახა, რამაც სიმღერების წერის უნარი კიდევ უფრო გაუძლიერა

„იღბლიანი ვარ, რომ ის, როგორც პიროვნება, და მისი გონება ჩემი შთაგონების წყაროა,” - ამბობს მომღერალი.
მეტი