ზოი კრავიცი ტეილორ სვიფტის დაანონსებულ ალბომს აფასებს: „ალბომის ნაწილი მოვისმინე. ფანტასტიკურია!“

მსახიობის თქმით, მისი საუკეთესო მეგობრის მომავალი LP ნამდვილად იმსახურებს იმ მოლოდინს და მღელვარებას, რაც ალბომის დაანონსებისთანავე გაჩნდა.
ზოი კრავიცი Saint Laurent-ის 2025/2026 წლის კოლექციის ჩვენებაზე.
MARC PIASECKI/WIREIMAGE

ტეილორ სვიფტის ერთ-ერთი ყველაზე ახლო მეგობრის სტატუსით, ზოი კრავიცმა ერთ-ერთმა პირველმა მოისმინა პოპვარსკვლავის ახალი ალბომის, The Life of a Showgirl-ის სიმღერები.

მსახიობის თქმით, მისი საუკეთესო მეგობრის მომავალი LP ნამდვილად იმსახურებს იმ მოლოდინს და მღელვარებას, რაც ალბომის დაანონსებისთანავე გაჩნდა. „ალბომის ნაწილი მოვისმინე. ფანტასტიკურია!“ – თქვა კრავიცმა Extra-სთან ინტერვიუში, სადაც ახალ ფილმზე, Caught Stealing-ზე სასაუბროდ მიიწვიეს.   

კრავიცის შეფასებით, ტეილორის ალბომში არცერთი სიმღერა არ არის ისეთი, რომელსაც ბოლომდე არ მოუსმენ. ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ დღესდღეობით ასეთი ალბომები იშვიათობაა, კრავიცმა კი უპასუხა: „მის [ტეილორ სვიფტის] შემთხვევაში – არა.“

ზოი კრავიცს და სვიფტს მრავალწლიანი მეგობრობა აკავშირებთ. გარდა ამისა, ვარსკვლავები წარსულში პროფესიულადაც გადაიკვეთნენ. მაგალითად, კრავიცი სვიფტის ალბომის, Midnight-ის გამხსნელი ტრეკის – Lavender Haze-ის თანაავტორია.

მათი ურთიერთობა იმდენად ახლოა, რომ კრავიცი და მისი დედა, ლიზა ბონე ტეილორის ერთ-ერთ სახლში რჩებოდნენ მას შემდეგ, რაც ლოს-ანჯელესის ხანძრების გამო საკუთარი სახლის დატოვება მოუხდათ. იქ ყოფნისას, სვიფტის სააბაზანოში შემთხვევით დაკარგეს ბონეს შინაური გველი ორფეუსი. ამის გამო მომღერლის მენეჯერი იძულებული გახდა, კარადები დაეშალა, რათა რეპტილია ეპოვა.

„ტეილორის აბაზანა მთლიანად დავანგრიეთ და ის მომენტი დადგა, როცა ვიფიქრე: ან აბაზანას ვანადგურებთ, ან უნდა ვუთხრა, რომ სახლში სადღაც გველი დაიკარგა. მახსოვს, რომ დავურეკე და ვუთხარი: „რაღაცაზე მინდა გესაუბრო” და მან მიპასუხა: „ეს ის შემთხვევაა, როცა სახლში გველი დაკარგე და აბაზანა დამინგრიე?” – გაიხსენა კრავიცმა Late Night With Seth Meyers-ში ბოლო სტუმრობოსას. 

კრავიცის კომენტარები Showgirl-ზე მას შემდეგ გავრცელდა, რაც სვიფტმა დააანონსა, რომ მისი მე-12 სტუდიური ალბომი 3 ოქტომბერს გამოვა. ალბომი 12 ტრეკს მოიცავს და მათ შორის არის დუეტი საბრინა კარპენტერთან.

„[ალბომი] ბევრად უფრო ენერგიული და მხიარულია,“ – თქვა სვიფტმა New Heights-ის პოდკასტში, რომელიც მის შეყვარებულს, ტრევის კელსის ძმასთან, ჯეისონ კელსისთან ერთად მიჰყავს.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ოზი ოსბორნის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის ჩვენება პრემიერამდე რამდენიმე საათით ადრე გადაიდო

შემდეგი სტატია

Florence + the Machine ახალ ალბომს აანონსებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

სინდი ლოპერის თქმით, მოდის და მუსიკის ინდუსტრიები შემოქმედ ადამიანებს მუდმივი წნეხის ქვეშ აქცევენ

ლეგენდარული მომღერალი და სიმღერების ავტორი სინდი ლოპერი ამბობს, რომ სურს, Bonhams-ის აუქციონზე გამოტანილმა მისმა კოლექციამ ადამიანები შთააგონოს და შეახსენოს ის დრო, როდესაც პოპვარსკვლავები და როკერები მოდის სფეროში მეტ რისკზე მიდიოდნენ.
მეტი

ადგილობრივი და საერთაშორისო ჰედლაინერები Tbilisi Hip-Hop Festival-ის სცენაზე

ღონისძიების მთავარი ჰედლაინერები სამხრეთ ლონდონის ახალი ტალღის ბრიტანული რეპ-სცენის წარმომადგენელი Flohio და სოციალური ჰიპ-ჰოპის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად აღიარებული Talib Kweli იყვნენ.
მეტი

მუსიკალური ინდუსტრიის ვარსკვლავები და ცნობილი მოდელები Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე

Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე გამოვიდა ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანიც, რომლის გამოჩენისას პოდიუმზე 2000-იანების ცნობილი მომღერლის, Aaliyah-ის ჰიტი – Try Again გაჟღერდა.
მეტი
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

ემინემმა Kid Rock-თან კოლაბორაცია დაიცვა: „საქმე მხარეების არჩევა არ არის“

რეპერი იმ კრიტიკას გამოეხმაურა, რომელიც Kid Rock-ის ახალ ალბომში მისი სტუმრის სტატუსით გამოჩენას მოჰყვა და აღნიშნა, რომ მათ ათწლეულების მეგობრობა აკავშირებთ.
მეტი