Florence + the Machine ახალ ალბომს აანონსებს

ალბომი მოსდევს ჯგუფის 2022 წლის ნამუშევარს Dance Fever.
ფლორენს უელჩი
BIANCA DE VILAR/WIREIMAGE

გასულ კვირას ფლორენს უელჩის ვიდეომ, სადაც ის მიწის თხრილში ყვიროდა, ფანების აღტაცება გამოიწვია. ვიდეოში Florence + the Machine-ის მთავარი გმირი გავეშებული თხრის მიწას, რის შემდეგაც ორმოში სისხლის გამყინავად ღრიალებს. 

ახლა კი ყველაფერი ცხადი გახდა. 19 აგვისტოს უელჩმა Florence + the Machine-ის მომავალი ალბომი დააანონსა, სახელწოდებით Everybody Scream, რომელიც ზუსტად ჰელოუინის დღეს, 31 ოქტომბერს გამოვა. 

ამ ეტაპზე Machine-ის რიგით მეექვსე სტუდიური ალბომის შესახებ ბევრი დეტალი ცნობილი არ არის. წინასწარი შეკვეთები უკვე დაიწყო. ვებგვერდის ინფორმაციით, ალბომი 12 სიმღერას მოიცავს. სიმღერების სია და მთავარი სინგლი ჯერ არ გამოქვეყნებულა. 

Florence + the Machine-მა ბოლო ალბომი Dance Fever 2022 წელს გამოსცა. ჩანაწერმა მე-7 ადგილი დაიკავა Billboard 200-ში და პირველ ადგილზე გავიდა დიდი ბრიტანეთის ალბომების ჩარტში.

ფანები უელჩისგან ახალ პროექტს უკვე დიდი ხანია, ელიან. 2024 წელს ის გამოჩნდა ტეილორ სვიფტის სიმღერაში Florida!!!, რეკორდული ალბომიდან The Tortured Poets Department. 2025 წლის დასაწყისში კი მონაწილეობა მიიღო The Weeknd-ის Reflections Laughing-ში, ალბომიდან Hurry Up Tomorrow.

ბოლო კვირების განმავლობაში ფანებმა შენიშნეს ცვლილებები უელჩის ვებგვერდსა და სპოტიფაის ანგარიშზე. პარასკევს გავრცელდა კიდევ ერთი ვიდეოთიზერი, რომელშიც უელჩი მინდორზე ხასხასა წითელი ფეხსაცმლითა და შესაბამისი კაბით სეირნობს. 

2024 წლის ოქტომბერში Florence + The Machine-მა ლონდონის „როიალ ალბერტ ჰოლში” გამოსვლის ლაივ ალბომი გამოსცა. კონცერტზე, რომელიც BBC Proms-ის ფარგლებში გაიმართა, ჯგუფმა თავისი სადებიუტო ალბომის, Lungs-ის განახლებული ვერსია ჯულს ბაკლის ორკესტრთან ერთად შეასრულა.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ზოი კრავიცი ტეილორ სვიფტის დაანონსებულ ალბომს აფასებს: „ალბომის ნაწილი მოვისმინე. ფანტასტიკურია!“

შემდეგი სტატია

სელენა გომესმა, ბენი ბლანკომ და The Marias-მა ლათინური პოპ სიმღერების ჩარტის ლიდერი პოზიცია პირველად დაიკავეს

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი