სელენა გომესმა, ბენი ბლანკომ და The Marias-მა ლათინური პოპ სიმღერების ჩარტის ლიდერი პოზიცია პირველად დაიკავეს

Ojos Tristes Hot Latin Pop Songs-ის ჩარტშიც უკვე მე-13 კვირაა, ლიდერობს.
სელენა გომესი და ბენი ბლანკო

ოთხი თვის წინ სელენა გომესმა, ბენი ბლანკომ და The Marias-მა სიმღერა – Ojos Tristes გამოუშვეს და მან Billboard-ის ლათინური პოპ სიმღერების (Hot Latin Pop Songs) ჩარტის პირველი ადგილი დაიკავა. ამჯერად კი სინგლმა ლათინურ პოპ რადიოჩარტზე – Latin Pop Airplay-ზე – მე-2 ადგილიდან 1-ელ პოზიციაზე გადაინაცვლა. 

8 –14 აგვისტოს პერიოდში სიმღერამ Latin Pop Airplay-ს ჩარტის პირველ ადგილს 8.3 მილიონი მსმენელით მიაღწია. ეს მაჩვენებელი გასულ კვირასთან შედარებით 21%-იანი ზრდაა. ჩარტის შედეგები სტრიმინგის მონაცემებით, რადიო-აუდიტორიის მაჩვენებლით და ციფრული გაყიდვების მიხედვით ანგარიშდება. ამ მონაცემებით, გამოცემიდან ოთხი თვის შემდეგ, Ojos Tristes აშშ-ის მასშტაბით გახდა ყველაზე მოსმენადი სიმღერა ლათინურ პოპ რადიოსადგურებზე. 

გომესისთვის ეს ჩარტის მესამე ლიდერი სიმღერაა. პირველად ეს შედეგი 2018 წელს DJ Snake-თან ერთად ჩაწერილმა Taki Taki-მ დააფიქსირა, შემდეგ კი – 2021 წლის Baila Conmigo-მ, რომელიც გომესმა Rauw Alejandro-სთან ერთად ჩაწერა. Ojos Tristes  Hot Latin Pop Songs-ის ჩარტშიც უკვე მე-13 კვირაა, ლიდერობს.

Ojos Tristes სელენა გომესის და ბლანკოს ერთობლივი ალბომის, I Said I Love You First-ის მეოთხე სინგლია. ალბომმა Billboard 200-ის ჩარტში მეორე პოზიცია დაიკავა.  

Latin Pop Airplay-ს ლიდერობის შემდეგ Ojos Tristes ასევე დაწინაურდა Latin Airplay ჩარტშიც, სადაც მე-6-დან მე-3 პოზიციაზე გადაინაცვლა, რაც გომესისთვის 2021 წლის Baila Conmigo-ს შემდეგ ახალი რეკორდია.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Florence + the Machine ახალ ალბომს აანონსებს

შემდეგი სტატია

ნოელ გალაგერის პირველი ინტერვიუ „ოაზისის” გაერთიანების შემდეგ

შეიძლება დაგაინტერესოთ

Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი

ტექნოს პიონერი და ჯგუფ Cybotron-ის თანადამფუძნებელი ხუან ატკინსი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა

Cybotron-ის, Model 500-ისა და Belleville Three-ს მეშვეობით მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტექნო მუსიკის მსოფლიო აუდიტორიამდე მიტანაში.
მეტი