დუა ლიპას ჰიტმა – Levitating პლატფორმა YouTube-ზე ერთ მილიარდ ნახვას მიაღწია

Levitating დუა ლიპას 2020 წლის ალბომის – Future Nostalgia-ს ერთ-ერთი მთავარი სინგლია და გამოშვებისთანავე ჰიტად იქცა.
Dua Lipa
Levitating

დუა ლიპას ჰიტი Levitating ახალი სიმაღლეების დაპყრობას განაგრძობს – სიმღერის ვიდეოკლიპმა ახლახან YouTube-ზე უკვე ერთი მილიარდი ნახვა დააგროვა. 2017 წლის New Rules-ისა და No Lie-ს შემდეგ, ეს არის მომღერლის მესამე ვიდეო, რომელმაც ამ ნიშნულს მიაღწია.

ვიდეო ვორენ ფუმ TikTok-თან თანამშრომლობით გადაიღო. კლიპში დუა ლიპას ასევე უერთდება ამერიკელი რეპერი DaBaby. 

Levitating დუა ლიპას 2020 წლის ალბომის – Future Nostalgia-ს ერთ-ერთი მთავარი სინგლია და გამოშვებისთანავე ჰიტად იქცა. 2025 წლის მონაცემებით, ის უკვე 21-ე საუკუნის მეცხრე ყველაზე დიდი ჰიტია Hot 100-ში და ჩარტში მიღწეული წარმატებით უსწრებს ისეთ სიმღერებს, როგორებიცაა ჰარი სტაილსის As It Was და Post Malone-ის Circles.

Levitating-ის გამოცემის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა: დუა ლიპა დაინიშნა მსახიობ კალუმ ტერნერზე, 2024 წელს გამოუშვა ალბომი Radical Optimism და ასევე შემოქმედებითი თანამშრომლობა გაწყვიტა DaBaby-სთან მას შემდეგ, რაც რეპერმა 2021 წელს ჰიპ-ჰოპ ფესტივალ Rolling Loud-ზე ჰომოფობიური განცხადებები გააკეთა.

„DaBaby-ს კომენტარებმა გამაოცა და შემზარა. ვეღარ ვცნობ ადამიანს, ვისთანაც ვთანამშრომლობდი,” – დაწერა დუა ლიპამ 2021 წელს. ვარსკვლავმა პოსტი მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც რეპერმა სცენიდან შეურაცხმყოფელი დეზინფორმაცია გაავრცელა LGBTQ+ თემისა და HIV/AIDS-ის შესახებ. 

ნახეთ Levitating-ის ვიდეოკლიპი: 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Out Of Body – ლეიბლი CES Records ქართველი არტისტის, .Gwatta.-ს სადებიუტო ალბომს გამოსცემს

შემდეგი სტატია

თეთრი სახლი ჯეკ უაითს „ხელმოცარულ უიღბლოს” უწოდებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი

ტექნოს პიონერი და ჯგუფ Cybotron-ის თანადამფუძნებელი ხუან ატკინსი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა

Cybotron-ის, Model 500-ისა და Belleville Three-ს მეშვეობით მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტექნო მუსიკის მსოფლიო აუდიტორიამდე მიტანაში.
მეტი