Out Of Body – ლეიბლი CES Records ქართველი არტისტის, .Gwatta.-ს სადებიუტო ალბომს გამოსცემს

ალბომის პრეზენტაცია პერფორმანსის სახით 2024 წელს გაიმართა.
.Gwatta.
ფოტო: ლევან ლეკო ჭყონია

მუსიკალური ლეიბლი CES Records ქართველი მულტიმედია არტისტის – .Gwatta.-ს (გვანცა უმა ჯაფარიძე) სადებიუტო ალბომს, სახელწოდებით Out Of Body გამოსცემს.

ალბომის პრეზენტაცია მუსიკალური პერფორმანსის სახით 2024 წლის თებერვალში ექსპერიმენტულ თეატრ „ჰარაკში“ გაიმართა. მას შემდეგ პროექტიდან რამდენიმე სინგლი გამოვიდა, სრული ალბომი კი 25 სექტემბერს გამოიცემა.

Out Of Body ჟღერადობით ექსპერიმენტული dream-pop-ის, ელექტრონული როკისა და ინოვაციური საუნდ-დიზაინის სინთეზს ეფუძნება.

„ეს ჩემი პირველი ალბომია ახალი სასცენო სახელით – .Gwatta. თითოეულ სიმღერაში აღწერილია მდგომარეობები, რომელშიც გარკვეული დროის განმავლობაში ვიყავი. სამუშაო პროცესი სრულიად ინტიმური იყო – პროდაქშენზეც მე ვიმუშავე,“ – აღნიშნა არტისტმა ალბომის პრეზენტაციისას Billboard Georgia-სთან საუბარში.

.Gwatta.
ფოტო: ლევან ლეკო ჭყონია
 

რაც შეეხება ალბომის კონცეფციას, CES Records-ის რელიზში ვკითხულობთ:

„Out Of Body არის ღრმად ემოციურად დატვირთული მოგზაურობა ფსიქო-ემოციურ ტრანსფორმაციაში, რომელიც გვანცა უმა ჯაფარიძემ მენტალური კრიზისის დროს განიცადა. თითოეული სიმღერა პიროვნულ განცდებსა და შინაგან კონფლიქტებს ასახავს, რომლებიც მარტოობის, შფოთვისა და ტრავმებთან გამკლავების რთულ, მაგრამ გარდამტეხ გზას აღწერენ.“

სტუდიურ ჩანაწერებზე მუშაობა დიდხანს გაგრძელდა, რადგან ავტორს სურდა, კომპოზიციები სრულყოფილ ფაზამდე მისულიყო. ამ ხნის განმავლობაში სიმღერებმა ახალი ჟღერადობები შეიძინეს და სხვა ვერსიებიც დაემატა. როგორც CES Records-ის გუნდი Billboard Georgia-სთან ამბობს, თავდაპირველად ალბომის გამოშვება 2024 წლის დეკემბერში იგეგმებოდა, თუმცა ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გამო რელიზი რამდენჯერმე გადაიდო.

ალბომისთვის Out Of Body არტისტმა შექმნა Synthestra – სინთეზატორული ორკესტრი, რომელიც ინოვაციურ ექსპერიმენტულ ჟღერადობას წარმოგვიდგენს.

ალბომის უკვე გამოცემულ სინგლებს შორისაა Phone Call, რომელიც 2025 წლის 25 მარტს გამოვიდა. ვიდეოზე ნიკა მაჩაიძემ (Nikakoi) იმუშავა. სიმღერა 2022 წელს დაიწერა და ორ ადამიანს შორის დიალოგს ასახავს, რომლებიც სიშორის მიუხედავად, ყველა ახალ თავგადასავალს ერთიანი გრძნობებით იზიარებენ.

კიდევ ერთი ტრეკი – „ნაცრისფერი“ 1-ელ ივლისს გამოვიდა და .Gwatta.-ს პირველი ქართულენოვანი სიმღერაა. ალბომის სხვა სიმღერების მსგავსად, ტექსტიც თავად არტისტმა დაწერა. ვიდეოც .Gwatta.-ს ეკუთვნის და ის ავტორის სადებიუტო ვიზუალურ ნამუშევარს წარმოადგენს.

გვანცა უმა ჯაფარიძე, იგივე .Gwatta., 2019 წლიდან ჯგუფ „მწვანე ოთახის“ წევრია. ამავდროულად, ის ფინელ კონტრაბასისტ ტუომას ტალვისთან ერთად პროექტის – Uma & Tuomas დამფუძნებელია. 

Gwatta.-ს შემოქმედება მრავალჟანრობრივი ექსპერიმენტებით ხასიათდება. არტისტის შემოქმედება ეფუძნება როგორც თბილისის კონსერვატორიაში, ისე ფინეთის სიბელიუსის აკადემიაში გატარებულ პერიოდს. არანჟირებისას ავტორი იყენებს როგორც ანალოგურ, ასევე ციფრულ ინსტრუმენტებს.

გარდა ამისა, .Gwatta. მსმენელის წინაშე წარდგა ლაივ-ელექტრონული პროექტით – Experimental_Uma, რომლის ფარგლებში გამოსცა კომპილაციური ალბომი, სახელწოდებით JapSandaL. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

მამუკა ჩარკვიანი გარდაიცვალა

შემდეგი სტატია

დუა ლიპას ჰიტმა – Levitating პლატფორმა YouTube-ზე ერთ მილიარდ ნახვას მიაღწია

შეიძლება დაგაინტერესოთ

STRAUSWERK-ის დებიუტი ბერლინში: ქართული დამოუკიდებელი კულტურა ერთ სივრცეში

7 ნოემბერს Haus der Visionäre-ში, Straus Entertainment-ის ორგანიზებით, ქართული კულტურის წარმომადგენლები STRAUSWERK ფესტივალზე გაერთიანდებიან.
მეტი

Tashyo და Sabana – ქართული ჰიპ-ჰოპ სცენის გამორჩეული შემოქმედებითი დუეტი Tbilisi Hip-Hop Festival-ზე

მსმენელი მათ უკვე იცნობს როგორც არტისტების დუეტს, რომელიც ავთენტური ჟღერადობით ისეთ კოლაბორაციებს ქმნის, რომლებიც მალევე ჰიტებად იქცევა.
მეტი
Zuk n' Sos - ყაყაჩო (feat. Ketato Nergadze)

Zuk n’ Sos-ის ახალი ქავერი „ყაყაჩო“ – ცნობილი სიმღერის თანამედროვე ინტერპრეტაცია

თბილისურმა მუსიკალურმა დუეტმა, ქეთათო ნერგაძესთან ერთად, ცნობილი კომპოზიციის, „ყაყაჩოს“ ქავერ ვერსია გამოუშვა.
მეტი

ბრიტნი სპირსმა აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა გააზიარა, რომლის თანაავტორიც მისი იმდროინდელი შეყვარებული ჯასტინ ტიმბერლეიკია

სიმღერა სპირსის ალბომის, Britney-ს 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სპეციალურ გამოშვებაში შევა, რომელიც 6 ნოემბერს გამოვა.
მეტი

ოლივია როდრიგო პოტენციურ კოლაბორაციას აანონსებს

პოპვარსკვლავმა ინსტაგრამზე ჩაწერის სესიიდან მცირე ფრაგმენტი გამოაქვეყნა, რამაც ფანებში ახალგაზრდა მუსიკოსთან მისი შესაძლო თანამშრომლობის ვარაუდები გააჩინა.
მეტი