კრის მარტინმა Coldplay-ს ლონდონის კონცერტზე ხელის თხოვნამდე „უსაფრთხოების ზომებს” მიმართა

კამერის ცნობილი ინციდენტის შემდეგ მომღერალმა ხუმრობით დამატებითი სიფრთხილე გამოიჩინა.
კრის მარტინი Coldplay-ს კონცერტზე ჰალში
ANDREW BENGE/GETTY IMAGES

როგორც ჩანს, კრის მარტინი Coldplay-ს kiss cam-ს აღარ რისკავს. მომღერალმა ლონდონის უემბლის სტადიონზე ერთდროულად შუამავლისა და უსაფრთხოების მცველის როლი შეითავსა და ცოტაოდენი იუმორით ფანს რჩეულისთვის ხელის თხოვნაში დაეხმარა. 

რომანტიკული მომენტის დადგომამდე ჯგუფის სოლისტმა კონცერტი გააჩერა და მხიარული „საბაზისო უსაფრთხოების შემოწმება” ჩაატარა, რათა დარწმუნებულიყო, რომ საღამოზე სიურპრიზები არ იქნებოდა, წინა უსიამოვნო გამოცდილებიდან გამომდინარე.

ფანის მიერ გადაღებულ ვიდეოში ჩანს, რომ კონცერტის მსვლელობისას მარტინმა შეამჩნია ფანი, რომელსაც ეჭირა ბანერი წარწერით „მინდა, ხელი ვთხოვო.” ისარი კი მის წინ მდგომ ქალზე მიუთითებდა. მარტინმა კი ამ საქმეში ჩარევა გადაწყვიტა. 

„კარგი, ახლა მომისმინეთ. ძმაო, თავი უნდა დამიქნიო გარკვეულ საბაზისო უსაფრთხოების შემოწმებაზე, კარგი? – უთხრა მარტინმა მამაკაცს. „ეს ადამიანი შენი პარტნიორია? კი? და სხვა არავისი?” მას შემდეგ, რაც კაცმა თავი დაუქნია, მომღერალმა განაგრძო: „ბიძაშვილები ან დედმამიშვილები ხომ არ ხართ? ან რაიმე უცნაური? ხელოვნური ინტელექტი ხომ არ ხართ? ნამდვილი ადამიანები ხართ? კარგი, მაშინ ვფიქრობ, რომ შეგვიძლია განვაგრძოთ.”

ამის შემდეგ მარტინმა ექსპრომტად წაუმღერა: „ჩემო მშვენიერო ძმაო, უფასო რჩევას მოგცემ. როცა ყველანი გიყურებთ, თუ როგორ ეშვები, გირჩევ, რომ მუხლზე დაეშვა.”

აუდიტორიის შეძახილების თანხლებით მამაკაცმა მუხლი მოიყარა და რჩეულს ხელი სთხოვა. ქალი დათანხმდა და წყვილმა ერთმანეთს აკოცა. „გილოცავთ, ძმაო და დაო. რა მშვენიერი გოგონაა. რა მშვენიერი ბიჭია. იმედი მაქვს, ცხოვრების ბოლომდე ბედნიერები იქნებით.”

@manoolfd 🥹 #coldplay #ColdplayWembley #musicofthespheres #wembley #proposal ♬ original sound – manny

შემთხვევა ივლისის ინციდენტს მოსდევს, როცა ბოსტონის კონცერტზე კამერამ „ასტრონომერის” აღმასრულებელი დირექტორი ენდი ბაირონი კომპანიის ადამიანური რესურსების ხელმძღვანელ კრისტინ კაბოსთან ერთად დააფიქსირა. ორივე მათგანი ქორწინებაში იმყოფებოდნენ. ინციდენტს ბაირონის გადადგომა მოჰყვა. ბედის ირონიით კი „ასტრონომერმა” პიარის სტრატეგიის ფარგლებში დროებით სპიკერად კრის მარტინის ყოფილი მეუღლე გვინეთ პელტროუ აიყვანა, რათა ინციდენტით გამოწვეული კრიზისი და უარყოფითი რეაქციები შეემცირებინა.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Lady Gaga The Mayhem Ball Tour-ზე, 2025 წლის 28 ივლისი, კევინ მაზური//Getty Images for Live Nation

Lady Gaga-მ ნიუ იორკში კონცერტის წინ საქმროსგან, მაიკლ პოლანსკისგან გულწრფელი მხარდაჭერა მიიღო

შემდეგი სტატია

ნინო ქათამაძისა და ნიკოლოზ რაჭველის მიერ შესრულებული Чернобривцы და ფეხზე წამომდგარი ვოლოდიმირ ზელენსკი

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი