დრეიკმა, სავარაუდოდ, შეიძინა გულსაკიდი, რომელიც 2Pac-ს ეკუთვნოდა

ჯერ კიდევ 2023 წელს დრეიკმა გაამხილა, რომ ფლობდა ძვირფას სამკაულს – გვირგვინის ფორმის ბეჭედს, რომელიც 2Pac-ს ეკუთვნოდა.
დრეიკი
Prince Williams/Wireimage

დრეიკი ყოველთვის საჯაროდ ამბობდა, რამდენად აფასებს 2Pac-ს. როგორც ჩანს, მან ახლახან კიდევ ერთი ნივთი შეიძინა, რომელიც ტრაგიკულად დაღუპულ რეპერს ეკუთვნოდა.

დრეიკმა 24 აგვისტოს ინსტაგრმზე ფოტო გამოაქვეყნა, სადაც, სავარაუდოდ, 2Pac-ის 1996 წლის Death Row Records-ის გულსაკიდია გამოსახული. ლეიბლის ლოგო ძვირფასი თვლებით არის მოჭედილი, ხოლო ოქროს მედალიონის უკანა მხარეს აწერია: „All Eyez on YOU 1996.“

დრეიკის პოსტს თან ერთვოდა All Eyez On Me-ს ყდის ფოტო, სადაც თუფაქი ასეთივე გულსაკიდს ატარებს. 

დრეიკის პოსტი მისმა არაერთმა კოლეგამ მოიწონა, მათ შორის არიან: Moneybagg Yo, Gashi და Gillie Da Kid. ერთ-ერთმა ფანმა გაოცებაც გამოხატა: „მთელი მსოფლიო 1996 წლიდან ფიქრობს, სად არის თუფაქის ორიგინალი Death Row Records-ის ძეწკვი. შოკში ვარ!”

ჯერ კიდევ  2023 წელს დრეიკმა გაამხილა, რომ ფლობდა ძვირფას სამკაულს – გვირგვინის ფორმის ბეჭედს, რომელიც 2Pac-ს ეკუთვნოდა. Sotheby’s-მა დაადასტურა, რომ დრეიკმა ეს სამკაული 1.1 მილიონ დოლარად შეიძინა. აღნიშნული ბეჭედი თუფაქს მისი ცხოვრების უკანასკნელ საჯარო გამოჩენაზე – 1996 წლის MTV Video Music Awards-ზე ეკეთა. 

ამჟამად დრეიკი ევროპაში PARTYNEXTDOOR-თან ერთად ტურნეს მართავს. 25  აგვისტოს არტისტები ერთად წარდგებიან კოპენჰაგენში, მოგვიანებით კი მილანში ორ შოუს გამართავენ.

ნახეთ დრეიკის პოსტი: 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ტეილორ სვიფტმა დაანონსებული ალბომის კიდევ ერთი ვინილის ვერსია – Tiny Bubbles in Champagne წარადგინა

შემდეგი სტატია

ტეილორ სვიფტი და ტრევის კელსი დაინიშნენ: ნახეთ გამოხმაურებები

შეიძლება დაგაინტერესოთ

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი