სტინგს ყოფილმა ბენდის წევრებმა უჩივლეს

სამერსმა და კოუპლენდმა ლონდონის სასამართლოში სარჩელი შეიტანეს, რომელშიც ამტკიცებენ, რომ ისინი სათანადოდ არ არიან მითითებული, როგორც Every Breath You Take-ის ავტორები.
The Police 1983 წელს
SHOWTIME/GI

სტინგს Police-ის ყოფილმა წევრებმა ენდი სამერსმა და სტიუარტ კოუპლენდმა უჩივლეს ჯგუფის სავიზიტო სიმღერისთვის Every Breath You Take როიალტის სავარაუდო გადაუხდელობის გამო. ინფორმაციას Los Angeles Times ავრცელებს.

სამერსმა და კოუპლენდმა ლონდონის სასამართლოში შეიტანეს სარჩელი, რომელშიც ამტკიცებენ, რომ ისინი არასდროს ყოფილან სათანადოდ მითითებული, როგორც მათი ყველაზე დიდი ჰიტის, Every Breath You Take-ის ავტორები. მუსიკოსები ასევე ირწმუნებიან, რომ არასდროს მიუღიათ როიალტი სიმღერის თანაავტორობისთვის. 

სარჩელში თავდაცვის მხარედ სტინგი და მისი კომპანია Magnetic Publishing არის მითითებული.

1983 წელს გამოსულმა სიმღერამ Every Breath You Take 8 კვირა გაატარა Billboard Hot 100-ის ლიდერის პოზიციაზე, რაც იმ წელს სინგლებს შორის რეკორდულ მაჩვენებელს წარმოადგენდა. ეს ჩარტში ბენდის პირველი და ერთადერთი ლიდერობა იყო. სიმღერამ ორი გრემის ჯილდო დაიმსახურა კატეგორიებში: წლის სიმღერა და საუკეთესო პოპშესრულება დუეტის ან ჯგუფის მიერ. 

1997 წელს კომპოზიციამ ახალი სიცოცხლე შეიძინა, როცა სამერსის არპეჯიო პაფ დედიმ და ფეით ევანსმა დასემპლეს Notorious B.I.G.-სთვის მიძღვნილ სიმღერაში I’ll Be Missing You. 2023 წელს პაფ დედიმ საჯაროდ აღნიშნა, რომ ის სტინგს ყოველდღიურად 5000$-ს უხდიდა სემპლის გამოყენებისთვის, თუმცა მოგვიანებით მუსიკოსმა ეს განცხადება უარყო და თქვა, რომ იხუმრა. 

2022 წელს სტინგმა საკუთარი სიმღერების სრული კატალოგი Universal Music Publishing Group-ს მიჰყიდა, დაწყებული The Police-იდან, მისი სოლო კარიერით დასრულებული. ამ ნაბიჯით მან თავის მუსიკაზე უფლებები ერთ მფლობელობაში გააერთიანა. გარიგების პირობები არ გახმაურებულა, თუმცა „ბილბორდი” იუწყებოდა, რომ სტინგის მუსიკალური ქონება ყოველწლიური როიალტის სახით 12-13 მილიონი დოლარის შემოსავალს მოიცავდა. შესაბამისად, აღნიშნული შეთანხმებისთვის მუსიკოსი, სავარაუდოდ, 360 მილიონ დოლარს მიიღებდა.

წარმატებული ლაივ შესრულებებითა და არაერთი რადიოჰიტით The Police უდავოდ იყო იმ დროის ყველაზე დიდი ბენდი, ყოველ შემთხვევაში, ერთი ან ორი საალბომე ციკლის განმავლობაში მაინც. ბენდის წევრები 1984 წელს, მსოფლიო ტურნეს შემდეგ დაიშალნენ. 1986 წელს კი მცირე ხნით კვლავ შეიკრიბნენ Don’t Stand So Close To Me-ს ხელახლა ჩასაწერად.

ყოფილმა თანაგუნდელებმა კიდევ ერთხელ მოახერხეს წარსული უთანხმოების დაძლევა 2007-2008 წლის მსოფლიო ტურნესთვის, რომელიც ჯგუფის დაარსების 30 წლის იუბილეს ეძღვნებოდა. 

რაც შეეხება სტინგს, მომავალ წელს ის ავსტრალიის Glasshouse Theatre-ში წარდგება საკუთარი მიუზიკლით The Last Ship.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ჯესი ჯეი 2025 წლის 11 მაისი, ლონდონი. ფოტო: ჯორდან პეტიტი/PA Images via Get

ჯესი ჯეიმ აშშ–ში დაგეგმილი ტურნე და ევროპული კონცერტები მკერდის სიმსივნის ოპერაციამდე გააუქმა. „იმედგაცრუებული და სევდიანი ვარ,“ – ამბობს მომღერალი

შემდეგი სტატია

Man’s Best Friend – საბრინა კარპენტერმა ახალი ალბომი გამოსცა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი

ტექნოს პიონერი და ჯგუფ Cybotron-ის თანადამფუძნებელი ხუან ატკინსი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა

Cybotron-ის, Model 500-ისა და Belleville Three-ს მეშვეობით მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტექნო მუსიკის მსოფლიო აუდიტორიამდე მიტანაში.
მეტი