Man’s Best Friend – საბრინა კარპენტერმა ახალი ალბომი გამოსცა

Man’s Best Friend მომღერლის მეექვსე სტუდიური ალბომის წარდგენიდან ერთი წლის თავზე გამოვიდა.
საბრინა კარპენტერი ესწრება Dior-ის 2026 ჩვენებას. 2025 წლიწ 27 ივნისი
MARC PIASECKI/WIREIMAGE

29 აგვისტოს საბრინა კარპენტერმა მეშვიდე სტუდიური ალბომი – Man’s Best Friend გამოუშვა. ალბომი 12 სიმღერას მოიცავს, მათ შორის არის წამყვანი სინგლი Manchild, რომელმაც ივნისში კარპენტერს Billboard Hot 100-ის ჩარტში პირველი ადგილი მოუტანა. ეს მომღერლის მეორე ჰიტია, რომელიც ჩარტის  ლიდერად იქცა. ალბომში ასევე შესულია სინგლი Tears, რომლის ვიდეოკლიპის პრემიერაც ალბომის გამოსვლასთან ერთად შედგა.

Man’s Best Friend, რომელიც ლეიბლ Island Records-ზე გამოიცა, ჯეკ ანტონოფის პროდიუსერობით არის შექმნილი. Best Friend-ის გამოშვებამდე სულ რაღაც ერთი წლით ადრე საბრინა კარპენტერმა ალბომი Short n’ Sweet გამოუშვა. 2024 წლის ამ პროექტში შედიოდა ჰიტები – Espresso და Please Please Please, რომელიც Billboard 200-ის ჩარტში ოთხი კვირა ლიდერობდა. პოპვარსკვლავისათვის ეს პირველი ალბომი იყო, რომელმაც ამ ჩარტის ლიდერის სტატუსი დაიმსახურა.

Short n’ Sweet-ის და ახლა უკვე Man’s Best Friend-ის მეშვეობით მომღერალმა თავი დაიმკვიდრა, როგორც ალეგორიული, ორმაგი მნიშვნელობის ტექსტების ოსტატმა. მისი სიმღერების შინაარსი ხშირად თამამად სექსუალურ თემებს ეხება. 

„ეს ალბომი ნამდვილად არ არის მათთვის, ვინც ყველაფერს განსჯის, მაგრამ ვფიქრობ, რომ ასეთი ადამიანებიც კი, თუ მარტოობაში მოუსმენენ [ალბომს], რაღაცას მაინც იპოვიან, რაც მათში ღიმილს ან სიცილს გამოიწვევს,”– უთხრა არტისტმა გეილ კინგს CBS Mornings-თან ინტერვიუში, რომელიც ასევე 28 აგვისტოს გამოქვეყნდა. 

მოუსმინეთ ალბომს: 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

სტინგს ყოფილმა ბენდის წევრებმა უჩივლეს

შემდეგი სტატია

ქეთათო ნერგაძე - Sevda

ქეთათო ნერგაძის ახალი სიმღერა და ვიდეოკლიპი  – Sevda

შეიძლება დაგაინტერესოთ

„ბილბორდის” ჩარტებიდან კონგრესამდე: მუსიკოსმა ბობი პულიდომ სამხრეთ ტეხასში დემოკრატებისთვის ისტორიული გამარჯვება მოიპოვა

ტეხანოს მუსიკის სუპერვარსკვლავმა კონგრესის მე-15 საარჩევნო ოლქში მოქმედი რესპუბლიკელი კონგრესმენი მონიკა დე ლა კრუზი დაამარცხა.
მეტი

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი